პოლიტიკა

სახალხო დამცველი ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა

28.01.20 16:15


სტრასბურგში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს ჯანი ბუკიკიოს შეხვდა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესზე, არსებულ ვითარებასა და გამოვლენილ ხარვეზებზე მიაწოდა ინფორმაცია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს.

„როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა სრულად არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის შენიშვნები მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით, რამაც სახალხო დამცველის შეფასებით პროცესის ხარვეზიანად წარმართვა გამოიწვია.

ასევე, მოსაზრებები გაცვალეს საარჩევნო სისტემის მიმდინარე რეფორმაზე და ვენეციის კომისიის როლზე ამ პროცესში.

განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, რაც სახალხო დამცველის ვენეციის კომისიისადმი პირდაპირი მიმართვის შესაძლებლობას ითვალისწინებს.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე, გიორგი ბურჯანაძე და ეკა სხილაძე და ევროკავშირის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“ გუნდის ხელმძღვანელი ლევან მესხორაძე”,-აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები