პოლიტიკა

"ოცნების კიდევ ერთი უტიფარი საქციელი" - ბოკერია მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტაზე

29.01.20 10:15


"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია თემირლან მაჩლიკაშვილის საქმის დახურვას ეხმაურება და მმართველ გუნდს მის მიერვე გაცემულ დაპირებას ახსენებს.

ბოკერიას თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების შეწყვეტა "კიდევ ერთ უტიფარი საქციელია".

"კიდევ ერთი ძალიან უტიფარი საქციელია, როგორც წარმართეს მთელი ეს საქმე, ჯერ ამდენი გაურკვევლობით და შემდეგ ასეთი უტიფარი ზოგადი პასუხით, მაშინ, როცა საფუძვლიანი ეჭვები არსებობს და არა მარტო იმიტომ, რომ დაღუპულის ოჯახი ამბობს ამას, არამედ სხვა ყველა გარემოებიდან გამომდინარე, რომ ეს ფატალური შემთხვევა იყო გამოწვეული იმით, როგორც იყო დაგეგმილი ოპერაცია და შემდეგ უდიდესი ეჭვი არსებობს, რომ მოხდა მტკიცებულებების გაყალბება და გარემოებების ყალბად წარმოჩენა", - თქვა ბოკერიამ.

მისი თქმით, დღეს გაღღერებული გადაწყვეტილება ახსენებს ოპოზიციას იმას რამდენი რამეა შესაცვლელი ამ ქვეყანში, მას შემდეგ რაც "ივანიშვილის ხელისუფლებას ჩამოვაშორებენ მმართვიოს სადავეებს".

"ამის შემდეგ არის ჩასატარებელი ძალიან რადიკალური რეფორმა მთელი ამ სტრუქტურის მართლმსაჯულების, რათა მსგავსი შესაძლებლობა არცერთ ხელისუფლებას თუნდაც ასეთ სამარცხვინოს აღარ ჰქონდეს.

ჩვენი ქვეყნის ინტერსებშია, მათ შორის ივანიშვილის პერსონალურ ინტერსებშია დროზე მოეგონს გონს და რა დაპირებებიც გასცა საზოგადოებას დაღვრილი სისხლის შემდეგ, გავრილოვის ღამის შემდეგ ის დაპირებები შეასრულოს ამა თუ იმ ფორმით. ეს იქნება საკონსტიტუციო ცვლილებებით თუ მის გარეშე სწრაფად ამ პრობლემის მოგვარება. ორივე გზა შესაძლებელია.

ეს მის ხელშია. ეს მოწოდება აბსოლიტურად ბუნებრივი მოწოდებაა. რას იზამენ მე არ ვიცი, ჯერ ჯერობით რასაც ვხედავ ესაა გზა ქვეყნის დაზიანების და საკუთარი თავის პოლიტიკური დაღუპვისკენ, რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ სადაც შანსი იქნება რომ ნაკლები ზიანი მივაყენებინოთ ქვეყნისთვის სანამ ხელისფლებაშია ეს სამარცხვინო ლიდერი და მისი კლოუნები და ამის შემდეგ თუ თვითონაც თუ ნაკლებად მტკივნული ბედი ექნება ეს ჩვენთვის მეორეხარისხოვანი საკითხია’’ - აღნიშნავს გიგა ბოკერია.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები