პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე: საკითხი ევროსაბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს

29.01.20 13:00


პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში რუსული დელეგაციის ვიზიტის საკითხი ევროპის საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

"პრეცედენტი იყო 2016 წელს, როცა სამი რუსი დეპუტატი ჩამოვიდა საქართველოში. მაშინ "ნაციონალური მოძრაობის" თანხმობით გაკეთდა ეს ყველაფერი. მათ შორის იყო ლუდსკი, რომელიც არსი ოდიოზური ფიგურა და მას აქვს დარღვეული კანონი ოკუპაციიის შესახებ, ასევე იყო "ფსბ"-ს ყოფილი ხელმძრვანელი კავალევი, და კიდევ ერთი დეპუტატი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავწყვიტოთ ახლა ეს საკითხი. რა თქმა უნდა, საკითხი უნდა გადაწყდეს ევროპის საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მაისში საქართველოში დაგეგმილ ევროსაბჭოს სხდომაზე ქვეყანა რუსეთის დელეგაციას მიიღებს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები