პოლიტიკა

გახარია ლავროვის შესაძლო ვიზიტზე: საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერავინ აუვლის

29.01.20 17:40


პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ "საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერავინ აუვლის" - ასე გამოეხმაურა მთავრობის მეთაური მაისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში შესაზლო ვიზიტს.

"მოდით, ასე შევთანხმდეთ, ერთმნიშვნელოვნად გეტყვით - მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც, გადაწყვეტილებები იქნება მიღებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ვერავინ საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის. ეს ერთი.

მეორე - საქართველო გახლავთ ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა და ფაქტია, რომ სამწუხაროდ, რუსეთს ევროსაბჭოში აღუდგა წევრობა. ახლა დავბრუნდეთ უკან და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ვერავინ, ვინც ეს არ უნდა განაცხადოს, საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის, მოვა ის დროც და ყველაფერი იქნება გაკეთებული საქართველოს კანონმდებლობის სრული შესაბამისობით" - თქვა გახარიამ.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა ევროსაბჭოს ეგიდით მაისში თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე უმასპინძლოს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, მიუხედავად იმისა, რომ ამ დელეგაციის ზოგიერთ წევრს შესაძლოა დარღვეული ჰქონდეს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები