პოლიტიკა
30.09.20 16:40
რუსეთს არ შეუძლია საქართველოს მომავლის განსაზღვრა, არამედ ჩვენ თავად განვსაზღვრავთ ჩვენს მომავალს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ვირტუალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ დათქმის პრეზენტაცია გაიმართა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რაც უფრო მეტ დემოკრატიას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და ეკონომიკის განვითარებას უზრუნველყოფს საქართველო, უფრო მეტი წინააღმდეგობა მოდის რუსეთის მხრიდან.
„საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციით ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ გამოწვევებსა და პრობლემებს რუსეთდან - ჰუმანიტარული ვითარება, ადამიანის უფლეების დარღვევა და ყოველდღიური პროვოკაციები მოდის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რაც, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სტაბილურობას, ეეკონომიკურ განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.
თუმცა გვჯერა, რომ მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების გზით, კონსოლიდაციისა და საერთაშორისო დახმარების მეშვეობით, ჩვენ შევძლებთ, რომ აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ვიზიარებთ დემოკრატიულ ღირებულებებს, ამაყები ვართ, რომ გვაქვს შესამჩნევი პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი და როგორც უკვე აღვნიშნე, რაც უფრო მეტს ვაკეთებთ, მით უფრო მეტი აგრესია მოდის რუსეთიდან დეზინფორმაციის, რბილი ძალის ინსტრუმენტების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველდღიური პროვოკაციების გზით,“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობითა და ნატოში ინტეგრაციის სტრატეგიული მზაობით, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობითა და საქართველოს მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, საქართველო უსაფრთხოებისა და პროგრესის შენარჩუნებას შეძლებს.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24