პოლიტიკა

გიორგი რურუა არის პოლიტიკური პატიმარი და ეს იცის ყველამ, მთელმა მსოფლიომ - ხათუნა გოგორიშვილი

30.09.20 17:20


ევროპული საქართველოს გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი, სამოქალაქო აქტივისტების მიერ გიორგი რურუას განთავისუფლების მოთხოვნას ეხმაურება.

 


ხათუნა გოგორიშვილის თქმით, გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი და ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა 8 მარტის შეთანხმება და არ გაანთავისუფლა ის.

 

გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ ევროპული საქართველო ამ მოთხოვნას უერთდება.

 

„ევროპული საქართველო, მისი წევრები და აქტივისტები ვუერთდებით სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივას გიორგი რურუას პატიმრობიდან განთავისუფლების შესახებ. ყველასთვის ცნობილია, რომ ქართულმა ოცნებამ დაარღვია 8 მარტის შეთანხმება და პოლიტპატიმრები, კონკრეტულად კი გიორგი რურუა, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი და ეს იცის ყველამ, მთელმა მსოფლიომ, არ გაანთავისუფლა.

 

შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები, ვისაც სურს, რომ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრობდეს, ვისაც სურს, რომ კანონიერება იყოს უზენაესი რეალობა ჩვენი ქვეყნისა, აგროვებენ ხელმოწერებს გიორგი რურუას განთავისუფლებისათვის და ევროპული საქართველოც არის ამ პროცესის ნაწილი.“ -განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები