პოლიტიკა

დღეს სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გაიხსნება

30.09.20 17:40


დღეს, 30 სექტემბერს სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გაიხსნება. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს საქართველოს საგარეო უწყებიდან აცნობეს.

 

სამინისტროს ცნობით, ვირტუალურ ცერემონიას გახსნიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და კალიფორნიის შტატის ვიცე-გუბერნატორი, ელენი კოულანაკისი.

 

გენერალური საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან მოემსახურება.

 

გენერალური საკონსულო დაფარავს აშშ-ის 19 შტატს: კალიფორნია, არიზონა, ნევადა, ორეგონი, ვაშინგტონი, აიდაჰო, იუტა, ვაიომინგი, მონტანა, კოლორადო, ნიუ მექსიკო, ჩრდილოეთ დაკოტა, სამხრეთ დაკოტა, ნებრასკა, კანზასი, ალიასკა, ჰავაი, ოკლაჰომა და ტეხასი.

 

საქართველოს გენერალური საკონსულოს ამოცანა იქნება ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საჯარო და კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით დაფარვის შტატებში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება და აღნიშნულ შტატებთან ეკონომიკის, კულტურის, ხალხთაშორისი ურთიერთიბების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, ისევე როგორც ადგილზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურების გაწევა და მათი კანონიერი ინტერესების დაცვა.

 

გენერალური საკონსულოს გახსნის ღონისძიება 30 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00-სთ-ზე დაიწყება და მისი ნახვა შესაძლებელი იქნება გენერალური საკონსულოს Facebook გვერდზე:

 

https://www.facebook.com/GEOConGenSF.

 

სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს მისამართია: 930 Montgomery Street, Unit 301, San Francisco, CA 94133; ელ-ფოსტა: [email protected]; ტელ: 415-528-3706; საკონსულოს ცხელი ხაზი: 415-702-5329“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები