პოლიტიკა

ტომას ჰენდრიკ ილვესი - საქართველოში დეზინფორმაციის საკითხს კარგად იცნობენ

01.10.20 11:30


საქართველოში დეზინფორმაციის საკითხს კარგად იცნობენ, – ამის შესახებ განცხადება ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტომას ჰენდრიკ ილვესმა ონლაინ რეჟიმში გამართულ დისკუსიაზე გააკეთა.

 

„საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება დეზინფორმაციის თემის შესწავლა, რადგან 2008 წელს ყველამ ვნახეთ ის ძალისხმევა, რომელიც რუსეთმა გასწია, რათა ცრუ სურათი შეექმნა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ესტონეთმა მაშინ საქართველოში სამუშაო ჯგუფი გააგზავნა, რომელიც საქართველოს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში დაეხმარა. ბოლო ხუთი წელია, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ცდილობს სხვადასხვა ქვეყანაში საარჩევნო გარემო ძირი გამოუთხაროს. ეს ვნახეთ ტრანსატლანტიკური რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში. რუსეთის მიზანი ქაოსის და არასტაბილუობის დათესვაა“, – განაცხადა ტომას ჰენდრიკ ილვესმა.

 

მისივე თქმით, საქართველოს მაგალითი აჩვენებს, რომ გარე ძალების არჩევნებში ჩარევა მნიშვნელოვანი საკითხია.

 

„ჩვენ ვნახეთ, რომ ტვიტერმა და ფეისბუქმა წაშალა არაავთენტური, კოორდინირებულ ქმედებებში ჩართული გვერდები, რაც მარტივად რომ ვთქვა, ნიშნავს, რომ ტროლების ფაბრიკების საშუალებით ცდილობენ თქვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკის არევას. მათი უმეტესობა რუსეთიდან მოდის“, – განაცხადა ესტონეთის ყოფილა პრეზიდენტმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები