პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ დღეს 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს

01.10.20 12:00


დღეს, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.

 

პრესსამსახურის ცნობით, პრეზენტაციას დაესწრებიან „ქართული ოცნების“ ლიდერები, საარჩევნო სიის წევრები, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, საპარლამენტო უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრები.

 

პრეზენტაცია 20:00 საათზე „ექსპო-ჯორჯია"-ში ჩატარდება.

 

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტობერს ჩატარდება.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები