პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილმა ავსტრიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

01.10.20 14:40


საქართველოს ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში ქეთევან ციხელაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ პრეზიდენტს ალექსანდერ ვან დერ ბელენს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

 

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ოფიციალური ცერემონია ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტის რეზიდენციაში, ისტორიული Hofburg-ის სასახლეში გაიმართა.

 

„სიგელების გადაცემის ცერემონიალის ფარგლებში შედგა ორმხრივი შეხვედრა საქართველოს ელჩსა და ავსტრიის პრეზიდენტს შორის.

 

ქვეყნის მეთაურმა წარმატებული მისია უსურვა საქართველოს ელჩს, რომელმაც თავის მხრივ საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვა.

 

საუბარი შეეხო ასევე ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.

 

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, ჰოფბურგის სასახლის ეზოში სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელზეც ავსტრიის სამხედრო ორკესტრმა საქართველოსა და ავსტრიის ეროვნული ჰიმნები შეასრულა“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები