პოლიტიკა

დავით ზალკალიანი - თუ საჭირო იქნება, ჩვენ შეგვიძლია დავნიშნოთ სპეციალური რეისი საქართველოში დამკვირვებლების ჩამოსაყვანად

01.10.20 15:20


თუ საჭირო იქნება, ჩვენ შეგვიძლია დავნიშნოთ სპეციალური რეისი და მოვახდინოთ ყველა დამკვირვებლის ჩამოყვანა საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ევროპარლამენტში გამართული შეხვედრებისას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იყო ძალიან მკაფიო და ყველას აძლევდა გარანტიას, რომ ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი, რათა უზრუნველვყოფილი იყოს მაქსიმალური რაოდენობის დამკვირვებლების ჩამოყვანას და დასწრება.

 

„,ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზაობა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ, უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობა და მათი უსაფრთხოების გარანტიები, კორონავირუსის გათვალისწინებით. ძალიან დიდი მოლოდინია, რომ ის მაღალი სტანდარტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების თვალსაზრისით, იქნება დაცული და ეს არჩევნებიც იქნება ისეთივე მაღალი სტანდარტების და პრინციპების, როგორიც იყო ადრე 2012 წლიდან ჩატარებული ყველა არჩევნები.

 

ჩვენ უკვე სერიოზული სამუშაოები ჩავატარეთ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიასთან, რომელიც აგზავნის როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან დამკვირვებლებს.

ასევე ევროპარლამენტში გვქონდა ამასთან დაკავშირებით საუბარი და ისინი მზად არიან ჩვენთან ერთად განიხილონ შესაძლებლობა, თუმცა დღეს კიდევ მოქმედებს შეზღუდვები ევროპარლამენტარების გადაადგილებასთან დაკავშირებით, მაგრამ პრემიერი იყო ძალიან მკაფიო - ყველას აძლევდა გარანტიას, რომ ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი მათი უსაფრთხოებისთვის და უზრუნველვყოფთ მაქსიმალური რაოდენობის დამკვირვებლების ჩამოყვანას და დასწრებას. თუ საჭირო იქნება, მიცემული იქნა გარანტია, რომ ჩვენ შეგვიძლია დავნიშნოთ სპეციალური რეისი და მოვახდინოთ ყველა დამკვირვებლის ჩამოყვანა საქართველოში,“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები