რეგიონი

ჯოზეფ ბორელი აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთობლივ განცხადებაზე - ეს არის ისტორიული შანსი რეგიონში მშვიდობის მისაღწევად, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ძალისხმევას

08.12.23 10:00


საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთობლივ განცხადებას დაკავებულთა ორმხრივი გათავისუფლებისა და ნდობის აღდგენის სხვა ზომების შესახებ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებს.

 

„ჩვენ ვეთანხმებით – ეს არის ისტორიული შანსი რეგიონში მშვიდობის მისაღწევად და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ძალისხმევას“, – წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ადმინისტრაციამ და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის აპარატმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც საუბარია, რომ არსებობს ისტორიული შესაძლებლობა რეგიონში მშვიდობის მისაღწევად.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები