რეგიონი

ოკუპირებულ აფხაზეთში „აფხაზური ეროვნების აღდგენის შესახებ კანონს“ მხარი დაუჭირეს

19.12.23 13:27


ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრებმა მხარი დაუჭირეს „სამოქალაქო მდგომარეობის აქტების შესახებ“ კანონში ე.წ. ცვლილებებს, რომელიც „აფხაზური ეროვნების აღდგენის“ უფლებას ითვალისწინებს.

 

ინფორმაციას Apsnypress-ი ავრცელებს.

 

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო სტრუქტურა აცხადებს, რომ ამ ცვლილებების მიღება „დიდი ხნის დაგვიანებულია“.

 

„აფხაზეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს საკანონმდებლო აქტი გახდება სტიმული ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და შესაძლებლობას მისცემს აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ პირებს, რომლებიც არიან ეთნიკურად აფხაზები და იმ პირთა პირდაპირი შთამომავლები, რომლებმაც XIX–XX საუკუნეების ტრაგიკული მოვლენების შედეგად დაკარგეს აფხაზური ეროვნება, აფხაზური ეროვნება და გვარი აღიდგინონ“, - აღნიშნულია ე.წ. საზოგადოებრივი პალატის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ ე.წ „კანონი“ აფხაზეთის დე ფაქტო „პარლამენტმა“ 7 დეკემბერს მიიღო. კანონში შეტანილი ცვლილებების წინააღმდეგი იყო სამოქალაქო სექტორის ნაწილი და ოკუპირებული რეგიონის „ოპოზიცია“. ე.წ. „ოპოზიცია“ ცვლილებებს ოკუპირებული რეგიონის „დამოუკიდებლობისთვის“ საზიანოდ მიიჩნევს, რადგან თვლის, რომ ეს გალის რაიონის მცხოვრებლებს საშუალებას მისცემს, ე.წ. „აფხაზეთის მოქალაქეობა“ მასობრივად მიიღონ.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები