რეგიონი

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყეს

20.12.23 11:30


ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, ე.წ. პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ანქვაბსა და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, აბესალომ კვარჩიას დაავალა, რომ ყველა საჭირო პირობა მოამზადონ, რათა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებმა რუსეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეძლონ.

 

„აფხაზი ხალხი დიდ პატივს სცემს და თანაგრძნობას გამოხატავს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს არის დაგეგმილი.

 

ipn.ge

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები