რეგიონი

აფხაზეთის საჯარო სკოლების 2023 წლის წარმატებულ მოსწავლეებს ნოუთბუქები გადაეცათ

21.12.23 14:13


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2023 წლის წარმატებულ მოსწავლეებს ნოუთბუქები გადასცეს.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში საჩუქრები აფხაზეთიდან დევნილ 19 ახალგაზრდას გადაეცა, რომლებმაც 2023 წელს საბაზო საფეხური უმაღლესი შეფასებით დაასრულეს.

 

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები