რეგიონი

ილჰამ ალიევი - დღეს აზერბაიჯანის დროშა მთელ ყარაბაღში ფრიალებს - ზოგიერთი აცხადებდა: „ყარაბაღი სომხეთია, წერტილი“ - ჩვენ მათ დავუმტკიცეთ, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანია

21.12.23 17:35


ძვირფასო მეგობრებო, ოთხი წლის წინ ზოგიერთი ამ სტადიონზე აცხადებდა: „ყარაბაღი სომხეთია, წერტილი“. ჩვენ მათ დავუმტკიცეთ, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანია! , - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხანქენდის სტადიონზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, სომხეთს, რომელსაც აზერბაიჯანის ტერიტორია 30 წლის განმავლობაში ოკუპირებული ჰქონდა, სჯეროდა, რომ სამუდამოდ ასე გაგრძელდებოდა.

 

„ჩვენ, აზერბაიჯანის დიდებულმა არმიამ მათ და მთელ მსოფლიოს დავუმტკიცეთ, რომ ეს ჩვენი ისტორიული და უძველესი მიწაა. სამი თვის წინ ხანქენდი ოკუპაციისგან გათავისუფლდა. ერთდღიანი ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანმა სრულად აღადგინა სახელმწიფო სუვერენიტეტი. დღეს აზერბაიჯანის დროშა მთელ ყარაბაღში ფრიალებს. ეს მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა“, - აღნიშნა ალიევმა.

 

მისი თქმით აზერბაიჯანელი ხალხი მუდამ იამაყებს ამ გამარჯვებით.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 1081


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები