რეგიონი

ადგურ არძინბა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემას მხარს არ უჭერს  

29.12.23 13:17


ოკუპირებული აფხაზეთის „სახალხო მოძრაობის“ ლიდერი ადგურ არძინბა ძალზე ნეგატიურად აფასებს აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკი რუსეთს გადაეცა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

 

„დილის 6 და 7 საათზე შეკრება არის აუცილებელი მაშინ, როდესაც ქვეყანაში რაიმე საგანგებო სიტუაციაა. ღმერთმა დაგვიფაროს, რამ მსგავსი რამე მოხდეს, იქ უკვე დღე-ღამის მონაკვეთს არავინ უყურებს“, - განაცხადა არძინბამ.

 

ადგურ არძინბა ამბობს, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ შეიქმნა „სამართლებრივი კოლიზია“. ანუ ერთი მხრივ, ბიჭვინთის აგარაკი და ტერიტორია რუსეთს გადაეცა, მეორე მხრივ კი, თუ კანონის მიხედვით აფხაზეთის კონსტიტუცია საერთაშორისო შეთანხმებებზე მაღლა დგას, გამოდის, რომ ამ ტერიტორიაზე მაინც აფხაზეთის კანონმდებლობა ვრცელდება.

 

ცნობისთვის, დე ფაქტო პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკთან დაკავშირებული შეთანხმების რატიფიცირება 27 დეკემბერს დილით ადრე მოახდინა.

 

 

pia.ge

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები