რეგიონი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების გაგრძელებით ვართ დაინტერესებული

10.01.24 14:35


სომხეთი აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების გაგრძელებით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„ჩვენ მოლაპარაკებების გაგრძელებით ვართ დაინტერესებული. ასევე, გვქონდა არაფორმალური კონტაქტები და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში იქნება იმის შესაძლებლობა, რომ აზერბაიჯანული მხარის თანხმობა მივიღოთ და მოლაპარაკებები გავაგრძელოთ“, - განაცხადა მირზოიანმა.

 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში, აზერბაიჯანმა სომხეთს სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების გამართვა ორი ქვეყნის საზღვარზე შესთავაზა.

 

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები