რეგიონი

თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი შავი ზღვის აკვატორიას ერთობლივი ძალებით განაღმავენ

11.01.24 17:40


ნატოს წევრი სამი სახელმწიფო - თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი შავი ზღვის აკვატორიას ერთობლივი ძალებით განაღმავს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

დასავლეთის ქვეყნები ირწმუნებიან, რომ რუსეთმა უკრაინის სანაპირო ზოლი დანაღმა. ნაღმების ნაწილი კი ნატოს წევრი ქვეყნების წყლებში აღმოჩნდა. ისინი ამჟამად ნაოსნობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან.

 

სამივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ნაღმსაწინააღმდეგო სამხედრო საზღვაო ჯგუფის შექმნის შესახებ მემორანდუმს, ხელი სტამბოლში მოაწერეს.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები