პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ლევან ხაბეიშვილსა და მამუკა მდინარაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო

29.04.24 11:20


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილება ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

 

ხმაური, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის კითხვას მოჰყვა.

 

ხაბეიშვილმა უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს მიმართა, რა დროსაც მას კითხა კანონის მიღების მიზანი ევროკავშირზე უარის თქმა ხომ არ იყო.

 

„მამუკა, ამ კანონპროექტის მიზანი არის თუ არა ევროკავშირზე უარი თქმა? ამ კანონს იმიტომ იღებთ, რომ ევროკავშირზე უარი თქვათ? როცა მიზანზე საუბრობთ და მუხლზე კონკრეტული მიზნები გაქვთ, რომ თითქოს თქვენი მიზანი ევროკავშირზე უარის თქმა არის? როცა ვლაპარაკობთ კანონის სულისკვეთებაზე ვსაუბრობთ, თქვენი მიზანი თავიდანვე არის, როცა გინდათ დასავლეთი და ევროპა მტრად გამოაცხადოთ“, - მიმართა ლევან ხაბეიშვილმა მამუკა მდინარაძეს.

 

ამის შემდეგ მდინარაძემ კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს რეაგირებისკენ მოუწოდა.

 

„რომ სპეკულირებ, თავმჯდომარეს მივმართავ რომ შეგაწყვეტინოს. ევროკავშირის უარზე თქმას გამჭვირვალობას როგორ უკავშირებ?“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები