საზოგადოება
30.04.24 15:05
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის შედეგად, ტურიზმის ინდუსტრიიდან 2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ შემოსავლების ისტორიული მაქსიმუმი მიიღო - წინა წელთან შედარებით ის 1.5%-ით გაიზარდა და პირველი კვარტლის რეკორდული მოცულობა - 807.7 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.
ამ განცხადებით ქვრივიშვილი გამოეხმაურა „საქსტატის“ მონაცემებს, რომ „2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 39.6%-ით გადააჭარბა“.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის, რომ აღნიშნული შედეგი კოვიდ - პანდემიამდელ მდგომარეობას 39.6%-ით აჭარბებს.
„მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს ევროკავშირიდან და ყურის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების დანახარჯების ზრდის კუთხით. ჩვენ ვაგრძელებთ დივერსიფიკაციის პოლიტიკას, რაც ასევე დადებითად აისახება ტურისტებისა და სექტორიდან შემოსავლების ზრდაზე. საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების, ცნობადობის ზრდის მიზნით, ჩვენ ვაწარმოებთ მარკეტინგულ კამპანიებს, რათა საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია მდგრადად და დივერსიფიცირებულად განვითარდეს, ასევე მივიღოთ მეტი შემოსავალი ტურიზმიდან და მეტ საერთაშორისო მოგზაურს ვუმასპინძლოთ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, რომლის კომენტარსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, 2024 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ევროკავშირიდან (48.0%-ით), თურქეთიდან (22.0%-ით), აზერბაიჯანიდან (44.1%-ით) და სხვ. 2024 წლის პირველ კვარტალში 2019 წელთან შედარებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონით გამოირჩევა: ისრაელი (231.3%), საუდის არაბეთი (185.7%), ევროკავშირი (182.0%) თურქეთი (147.1%) და სხვ. აღნიშნული ქვეყნებიდან შემოსავლებმა 2019 წლის დონეს გადააჭარბა.
ipn.ge
წაკითხულია : 244
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მედიის ინფორმაციით, უცხოური გავლენის აგენტებზე კანონპროექტი თურქეთის პარლამენტს ივლისში წარედგინება
18:1521.05.24
-
17:4821.05.24
-
17:1721.05.24
-
შვედეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი - შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული მდგომარეობით
16:5021.05.24
-
2023 წელს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 21 613 პირის მიმართ დაიწყო
16:2721.05.24
-
16:0021.05.24
-
15:2421.05.24
-
15:0021.05.24
-
ნათია თურნავა - მოხარულები ვართ, რომ EBRD-იმ საქართველო წარმატებული რეფორმების მაგალითად აირჩია
14:1021.05.24
-
13:4521.05.24
-
პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრობის მსურველთა კანდიდატებთან შეხვედრები გამართა
13:2021.05.24
-
კახა კალაძე - ყველაზე მეტად, რაც ჭირდება ჩვენ ქვეყანას ეს არის მშვიდობის შენარჩუნება
12:5621.05.24
-
12:2421.05.24
-
12:0121.05.24
-
11:2921.05.24
-
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
11:0021.05.24
-
10:3921.05.24
-
10:0021.05.24
-
21:4120.05.24
-
პარლამენტი ოთარ შამუგიას და მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს
18:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ მონაწილეობს
17:4020.05.24
-
ბექა ოდიშარია - 12 წლის განმავლობაში სად დაიღუპა საქართველო?
17:0020.05.24
-
რომან გოცირიძე საპენსიო ფონდზე - ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ
16:1220.05.24
-
დავით ქაცარავა კლინიკის დატოვების შემდეგ - ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები
15:4020.05.24
-
15:1620.05.24
-
14:2320.05.24
-
13:4520.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ
13:1820.05.24
-
ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
12:5120.05.24
-
12:2020.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია
12:0020.05.24
-
11:2920.05.24
-
პრემიერი - ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს
11:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს
10:2520.05.24
-
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ
10:0020.05.24
-
11:1018.05.24