პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი - ტერმინი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ფაქტის კონსტატაციაა

30.04.24 18:00


ტერმინი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ფაქტის კონსტატაციას წარმოადგენს - ნებისმიერი თანხა, რასაც ორგანიზაცია იღებს, ქველმოქმედება არ არის, მას აქვს მიზნობრიობა და ეს არის ინტერესი, ხოლო ინტერესები შეიძლება იყოს თანხვედრაში, შეიძლება - არა! - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან, ოპოზიციის პასუხად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

 

ოხანაშვილი იმასაც ამბობს, რომ გრანტის მიმღებ არც ერთ ორგანიზაციას არ გააჩნია ვალდებულება იმისა, ფინანსთა სამინისტროში მისი დეკლარირება მოახდინოს და ყველაფერი ნება-სურვილზეა დამოკიდებული.

 

“კანონპროექტის მიზანია გამჭვირვალობა, რაც ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს. გამჭვირვალობა უზრუნველყოფს სუვერენიტეტის დაცვას.

 

ამ ხალხს შავი ფულის გამჭვირვალობის ეშინია - თქვენი მიზანი გამჭვირვალობა არ არის! როგორ შეიძლება მოღალატის მიზანი გამჭვირვალობა იყოს?!

 

უპასუხეთ საზოგადოებას, რატომ ებრძვით გამჭვირვალობას!“, - მიმართა ოპოზიციას ანრი ოხანაშვილმა.

 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით - მუხლობრივად “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

 

ფრაქცია “ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარადგინა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები