პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის“ ხსენებით იწყებენ, საქართველო საუკეთესო სახით „ვარდების რევოლუციამ“ გამოაჩინა

16.05.24 17:00


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის“ ხსენებით იწყებენ, საქართველო მსოფლიო რუკაზე თავისი საუკეთესო სახით სწორედ „ვარდების რევოლუციამ“ გამოაჩინა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, დღევანდელი მოვლენები და ახალგაზრდობა, რომელიც სწორედ „ვარდების რევოლუციის“ თაობაა, საქართველოს მსოფლიოს დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ ლიდერად აქცევს.

 

„ჩვენი გამარჯვების შემდეგ საქართველო ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება გლობალური მასშტაბით, ვიდრე როდესმე ჩვენს ისტორიაში და უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენზე ბევრად დიდი და მდიდარი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები