ЭКОНОМИКА

ზოგადი მიმოხილვა

20.11.15 18:26




აფხაზეთი (აფხ. Аҧсны) - საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური ერთეულია.
ადმინისტრაციული ცენტრი - სოხუმი.
სახელმწიფო ენები - ქართული, აფხაზური.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მისი ჩრდილო-დასავლეთის საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის, ხოლო აღმოსავლეთი სვანეთ-აფხაზეთის ქედზე და მდინარე ენგურზე.მის ჩრდილოეთ საზღვარს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის თხემი, ხოლო სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით შავი ზღვა აკრავს. აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის სიგრძე - 195 კმ-ია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფართობი - 8,700 კვ.კმ-ია რაც საქართველოს ტერიტორიის 12,5 პროცენტს შეადგენს.
კლიმატი - თბილი, ნოტიო, სუბტროპიკული, საშუალო წლიური ტემპერატურა +15 С, მზიანი დღეების რაოდენობა წელიწადში - 220
უმაღლესი მწვერვალი - დომბაი-ულგენი, მისი სიმაღლეა 4046 მეტრი.
ყველაზე ღრმა კარსტული მღვიმე (მსოფლიოში) - კრუბერი, სიღრმე 1190 მ
უდიდესი ტბა - რიწა
უდიდესი მდინარეები - ბზიფი და კოდორი.
ყველაზე პატარა მდინარე ( მსოფლიოში) - რეპრუა(18 მ. სიგრძე)
ფლორა - მრავალფეროვანია აფხაზეთის ბუნება ტყის რესურსებით და მცენარეულობით, აფხაზეთში 133 -ზე მეტი ენდემური მცენარეა,ფლორა ითვლის 2000 სახეობას, რომელთაგანაც 250-ზე მეტი მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეთა რიცხვს. ტყის საფარი შეადგენს აფხაზეთის ტერიტორიის 52%-ს
ფაუნა - აფხაზეთის ფაუნა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია არა მარტოსაქართველოს, არამედ მთელი კავკასიის მასშტაბით. აფხაზეთში ბინადრობს 440 სახეობის ხერხემლიანები, რაც მსოფლიო ფაუნის 1% წარმოადგენს, აქედან 30% მიეკუთვნება მსოფლიოში იშვითი და გადაშენების პირას მყოფთა რიცხვს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში 1 ზონა და 5 რაიონია:
გაგრის ზონა
გუდაუთის რაიონი
სოხუმის რაიონი
გულრიფშის რაიონი
ოჩამჩირის რაიონი
გალის რაიონი

Прочитано :


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента