ЭКОНОМИКА

ოკუპირებული ქალაქები აფხაზეთში

20.11.15 18:27




სოხუმი
ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი დასოხუმის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1848 წელს.სოხუმი გაშენებულია უმთავრესად მდინარეების გუმისთისა და კელასურის ქვემოდინებათა შორის მოქცეულ დაბლობ-ვაკეზე, მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილიკი მდინარეებს ბესლეთსა და კელასურს შორის მდებარე ვიწრო სანაპირო დაბლობ-ვაკეზე. ქალაქის დასახლება ვრცელდება გორაკ-ბორცვებზე, რომლებიც ზღვისპირავაკეს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება. სოხუმის მუნიციპალიტეტისფართობია 1522,5 კვ. კმ. თბილისიდან სოხუმამდე მანძილი არის 444 კმ (რკინიგზით).

გაგრა
ქალაქი საქართველოში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის ზონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს გაგრის უბის ვიწრო სანაპირო ზოლში,გაგრის ქედის სამხრეთ კალთაზე. გაგრის რაიონის ფართობია 772,4 კვ. კმ. თბილისიდან გაგრამდე მანძილი არის 534 კმ, მანძილი სოხუმიდან გაგრამდე - 90 კმ.
გუდაუთა
ქალაქი საქართველოში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1926 წელს. მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე გუდოუს შესართავთან. თბილისიდან გუდაუთამდე არის 487 კმ, სოხუმიდან - 43 კმ. გუდაუთის რაიონის ტერიტორია 1640 კვ.კმ ფართობს მოიცავს.
ახალი ათონი
ქალაქი და ზღვისპირა კლიმატური კურორტი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის რაიონში, ყოფილი ფსირცხა. ახალი ათონი ქალაქად გამოცხადდა 1987 წელს. ქალაქი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე და მიმდებარე მთების სამხრეთ კალთებზე. მოსახლეობა 4,3 ათასი (1989 წ.). სოხუმიდან 18 კილომეტრითაა დაშორებული, თბილისიდან 423 კილომეტრით
ოჩამჩირე
ქალაქი საქართველოში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს გალსა და გულრიფშის რაიონებს შორის. ჩრდილო აღმოსავლეთით მას ესაზღვრება კავკასიონის მაღალი ქედი, ხოლო დასავლეთის - შავი ზღვა. გაშენებულია შავი ზღვისპირა დაბლობზე, ზღვის ნაპირას, მდ. ღალიძგის შესართავის მარჯ.მხარეს. ოჩამჩირის რაიონის ფართობი 1867,8 კვ კილომეტრია. მანძილი სოხუმიდან ოჩამჩირემდე არის 53 კმ, თბილისიდან - 391 კმ.
ტყვარჩელი
ქალაქი საქართველოში. მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ქალაქი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მდებარეობს მდინარე ღალიძგის ხეობაში. ქალაქის სტატუსი მიიღო 1942 წელს.
გალი
ქალაქი საქართველოში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, თბილისი - სოხუმის საავტომობილო მაგისტრალზე. ქალაქად გამოცხადდა 1932 წელს. გალის რაიონი განთავსებულია მდინარე ერისწყლის ორივე ნაპირზე. მანძილი თბილისიდან გალამდე არის - 361კმ, სოხუმიდან კი 83კმ. გალის რაიონის ფართობი 1002,5 კვ.კმ-ია.

Прочитано :


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента