ЭКОНОМИКА

აფხაზეთის ხელისუფლების შეცვლით სომხები სარგებელს მოელიან

20.11.15 18:30




აფხაზეთში შიდა პოლიტიკური სიტუაციის გამწვავებამ სომეხი ექსპერტების ყურადღება მიიპყრო, რადგან ამ ქვეყანაში მრავალრიცხოვანი სომხური სათემოები ცხოვრობენ. 2003 წლის აღწერის მონაცემებით, აფხაზეთში 45 ათასი სომეხი ცხოვრობს, რაც მთლიანი მოსახლეობის 20%-ს შეადგენს. ამიტომ სომხები აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ სოხუმის, გაგრის და გულრიფშის რაიონებში. ამავდროულად, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ აფხაზეთის ხელისუფლება განზრახ არ ახმაურებს სომხების რაოდენობას, რომელთა რიცხვიც სინამდვილეში 70 ათასია.

,,აფხაზები რაოდენობით მეორე ადგილზე არიან სომხების შემდეგ, რასაც ანონიმურობის პირობით აღიარებენ რუსეთის ოფიციალური პირები, რომლებიც რეგიონზე არიან პასუხისმგებელნი",- წერს სომხური გაზეთი ,,ახალი დრო». გაზეთი ამტკიცებს, რომ სომხების აქტიურობა სოხუმში ყველას არ მოსწონს. ქვეყნის ზოგიერთი ნაციონალისტური ჯგუფი სომხებს ადანაშაულებს, რომ თითქოს ისინი კრემლის ,,მეხუთე კოლონას" წარმოადგენენ. სინამდვილეში, წერს გამოცემა, აფხაზეთის სომხები პრორუსული ორიენტაციის არიან, ისევე როგორც მთლიანად საზოგადოება. ბოლო სოციალური კვლევებით, აფხაზეთის რუსეთთან მიერთების მსურველთა რაოდენობა სომხებს შორის გაცილებით მეტია, ვიდრე აფხაზებსა და ქართველებს შორის. სომხების 80% დარწმუნებულია, რომ რუსეთთან ინტეგრაცია სოხუმის შიდა პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.
ამასთან, მთლიანად რესპუბლიკაში, პროპუსული განწყობა ყოველწლიურად დაბლდება. თუ 2006 წელს გამოკითხულთა ორი მესამედი აფხაზეთის რუსეთის შემადგენობაში შესვლის მომხრე იყო, ახლა ამას მხარი მხოლოდ 28%-მა დაუჭირა. სომხური საველე ბატალიონების ყოფილი მეთაურები, რომლებიც 90-იან წლებში საქართველოსთან ომში მონაწილეობდენ, გამოვიდნენ ერთობლივი განცხადებით, რომელშიც აფხაზეთის სტატუსის უპირობო შენარჩუნებაზეა საუბარი.
,,ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი ეჭვის არსებობას ქვეყნის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის არსებობაში, ვისი მხრიდანაც არ უნდა გამოითქვას ეს ეჭვი",- აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც 17 ყველაზე ავტორიტეტული სომეხი სათემოს წარმომადგენლის მიერ არის ხელმოწერილი.
რაც შეეხება სომხეთის ინტერესებს, ერევანისთვის მომგებიანი იქნება, თუ სოხუმელი მმართველები ლოიალურები იქნებიან მოსკოვის მიმართ, და ამავე დროს დახსნილები იქნებიან თბილისთან დიალოგისთვის. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი დავუბრუნდეთ აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედების საკითხს, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს უმოკლესი გზით აკავშირებდა სომხეთს რუსეთთან.
გასულ წელს ამ თემაზე საუბარი, რომელიც საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ იყო ინიცირებული, ჩიხში შევიდა აფხაზი ნაციონალების გამო, რომლებიც ამაში ,,ნაციონალური უშიშროების საფრთხეს" ხედავდნენ. მაშინ აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სტანისლავ ლაკობამ განაცხადა, რომ იდეა, რომელიც ქართველი და სომეხი ლიდერების მიერ იყო წამოწეული, კონტრპროდუქტიულია და ბოროტ განზრახვას ისახავს მიზნად.
სომხური მხარისთვის უფრო მიმზიდველი ოპოზიციის მიდგომაა, რომელიც გზის გახსნის მომხრეებად გამოდის. აფხაზეთის ექსპრემიერის სერგეი შამბას სიტყვებით, ,,საბოლოოდ მთავრობა უნდა დათანხმდეს" მაგისტრალის აღდგენას, რომელიც უკვე 20 წელია არ ფუნქციონირებს. ამასთან, შამბამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაექვემდებაროს ბაქოს ზეწოლას (რომელსაც კატეგორიულად არ უნდა მაგისტალის აღდგენა) და საკუთარი მოგებებით იხელმძღვანელოს. ამგვარად, წერს გაზეთი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ოპოზიციის ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში, მაგისტალის ამოქმედება შესაძლოა, გადაიჭრას. ნებისმიერ შემთხვევაში, ნათელია, რომ ხელისუფლების კრიზისმა გააძლიერა მოსკოვის პოზიციები, რომელსაც რკინიგზის აღდგენა უმოკლეს ვადაში სურს.

Прочитано :


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента