ЭКОНОМИКА

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე

20.11.15 18:31




საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე
შესავალი
მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და სამაჩაბლოში ინსპირირებული შეიარაღებული კონფლიქტი წარმოადგენდა რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად რგოლს.


ომს ცხინვალის რეგიონში 1991-1992 წლებში და ომს აფხაზეთში 1992-1993 წლებში შედეგად მოჰყვა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის შეწყვეტა აღნიშნულ რეგიონებში და მათი დეფაქტო ჩამოცილება საქართველოსაგან.
2008 წელს (7-12 აგვისტო ) რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესია განხორციელდა, რის შედეგადაც რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების მესამედის ოკუპაცია. საქართველოში მომხდარი რუსული სამხედრო ინტერვენცია დაგმო ევროკავშირმა, ევროსაბჭომ, ნატომ, ეუთომ, გაერომ. რუსეთი გამოცხადდა, როგორც ოკუპანტი მხარე.
საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ორივე ომის შედეგად 90-იანი წლებში და 2008 წელს მოჰყვა კულტურული მემკვიდრეობის ნგრევა და დაზიანება. ძეგლების სიტუაცია დღემდე სახიფათო რჩება, რადგან მასზე ვერ ვრცელდება საქართველოს სახელმწიფოებრივი და საეკლესიო იურისდიქცია, ტერიტორიები კვლავაც ოკუპირებულია და ძეგლების მონახულება შეუძლებელია. 1992-1993 წლებში ქართველი მრევლი და სასულიერო პირები გამოაძევეს აფხაზეთიდან.რეგიონი დაცლილია ქართული მოსახლეობისაგან. ამიტომ იქ არსებული ქართული კულტურის უნიკალური ძეგლები დღეს ბევრად მეტი საფრთხის წინაშე არიან ვიდრე XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისში.
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და სამაჩაბლოში ინსპირირებული შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ქართულ კულტურას, როგორც საომარი მოქმედებისას, ასევე განგებ დაზიანების შედეგად. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემორჩენილია მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა,რომელმაც საუკუნეების ქარტეხილებს გაუძლო და დღემდე შემორჩა.როგორც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული ერთიანობის სიმბოლო. ჩვენ შემოგთავაზებთ რუსული ოკუპაციის შედეგებს კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებით.
კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში
ილორის წმინდა გიორგის ეკლესია - მდებარეობს საქართველოს შავიზღვისპირეთში, დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე, ოჩამჩირის რაიონ სოფელ ილორში. ილორის ეკლესია აგებულია XI ს-ის. I მეოთხედში. XVIIIს-სა და XIXს-ის. დასაწყისში ილორის ტაძარი ამჟამინდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ერთადერთი ეკლესია იყო, რომელშიც განუწყვეტლად სრულდებოდა მღვდელმსახურება. ტაძარი და მისი სიწმინდეები მუდმივად იყო ქართული სამღვდელოების ზრუნვის საგანი. XXI საუკუნეში ოკუპირებულ აფხაზეთში თვითნებურად ჩატარდა ე.წ . „ სარესტავრაციო სამუშაოები".(2009-2010). ილორის ტაძრის რუსული „რესტავრაციის' შედეგები:
1.ილორის უგუმბათო, აფსიდით დასრულებული ერთნავიანი ნაგებობის ნაცვლად მივიღეთ გაურკვეველი სახის ნაგებობა, რომელსაც ე.წ. რუსული გუმბათი ადგას. მსგავსი ტიპის ნაგებობა უცნობია ხელოვნების ისტორიისათვის. სამრეკლოზე არსებული ქვის საფეხური მოირღვა და რკინის
2.წაშლილი და გადათეთრებული ქართული დამწერლობით შესრულებული წარწერები, რომლებშიც უმნიშვნელოვანესი ცნობებია დაცული ილორის ტაძრის მშენებლობის ისტორიისათვის.
3.ილორის ტაძრის ინტერიერში წაშლილი და გათეთრებული ფრესკული მოხატულობის ის მცირე ნაწილი,რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო. ფასადი თეთრ და წითელ ფერებშია შეღებილი. გაილესა სამრეკლო. ზარებს საღებავის კვალიც კი ეტყობა. ნაგებობას რესტავრატორებმა რუსული გუმბათიც დაადგეს.
2009 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია) ეგრეთწოდებული „ რესტავრაციის" საფარქვეშ ვენეციის ქარტიის მე-5 მუხლის პირდაპირი და უხეში დარვევით,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო პრინციპების სრული უგელებელყოფით განხორციელდა ვანდალური აქტი, რომელმაც ძეგლის ავთენტურობის სრული დაკარგვა გამოიწვია,რასაც მოჰყვა აფხაზეთში ბედიის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე „სარესტავრაციო სამუშაოები'.
ბედიის მონასტერი მდებარეობს ოჩამჩირის რაიონში . ტაძარი ბაგრატ მესამის ინიციატივით არის აგებული დაახლოებით 999 წელს. ბედიის სამონასტრო კომპლექსი წარმოადგენს ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ გამორჩეულ ძეგლს , უმნიშვნელოვანესი ქართული წარწერებით.ბედიის მონასტრის სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში , ისტორიული წყაროების ცნობით გასმოსახულია მონასტრის ამშენებლის ბაგრატ მესამის ფრესკა. ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბედიის მონასტერში გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ მესამის ერთადერთი ფრესკა განადგურებულია ამის შესახებ მუზეუმის საერთაშორისო საბჭოს რუსეთის ეროვნული კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნიდან გახდა ცნობილი. ამ კედელს გარედან ყუმბარა მოხვდა,შეზნექილია შიგნით და მოხვდა სწორედ იმ კედელს,სადაც ეს ფრესკაა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბაგრატ მესამის ფრესკასთან ერთად მონასტრის შ იგნით არსებული თითქმის ყველა ხელნაწერი დაზიებული ან განადგურებულია.
მოქვის საკათედრო ტაძარი . ქართული სულიერი კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია X-XVII სს.მოქვის ტაძარი მდებარეობს სოფელ მოქვში ოჩამჩირის რაიონში. ტაძარი ააგო მეფე ლეონ III -მ. 1902 წელს მოქვის საკათედრო ტაძარი რუსეთის იმპერატორის ბრძანებით რუსულ დედათა მონასტრად გადაკეთდა.მოგვიანებით მონასტერი შეწირულობით შიგნით გაათეთრეს თუნუქით გადახურეს და რუსულ ენაზე წირვა-ლოცვა შემოიღეს.მოქვის ტაძარს დაეპატრონა რუსეთი. ტაძრის დღევანდელი მდგომარეობით სხვა ძეგლებთან შერდარებით ტაძარი კარგად არის შენახული, მაგრამ მთლიანად ეს არქიტექტურული კომპლექსი საჭიროებს რესტავრაციას.
დრანდის ტაძარი არის VIII საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია. მდებარეობს გულირიფშის რაიონში.დრანდის ტაძარს XIX საუკუნეში შეუცვალეს გუმბათის ფორმა,შელესეს ფასადები და ინტერიერი, დამონტაჟდა თანამედროვე კარ-ფანჯარა. სტრუქტურა თავდაპირველი სახით აღდგენილია XX საუკუნის 70-იან წლებში. დრანდის ტაძარს 2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
ბიჭვინთის საეპისკოპოსოს საკათედრო ტაძარი წარმოადგენს მე-X საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლს.მდებარეობს გაგრის რაიონ დაბა ბიჭვინთაში. XIX საუკუნის 30-იან წლებში რუსეთის იმპერატორის ბრძანებით ბიჭვინთის ტაძარი შეაკეთეს შეიცვალა გუმბათის ფორმა,რუსულ ყაიდაზე შელესეს და შეათეთრეს ფასადები რის შედეგადაც ნაგებობამ სახე იცვალა და ავთენტურობა დაკარგა. 1975 წელს ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო ორღანი სწორედ ბიჭვინთის ღვთისმშობლის ტაძარში დამონტაჟდა. ტაძარში წირვა-ლოცვის ნაცვლად, საორღანო და კამერული მუსიკის კონცერტები რეგულარულად იმართება სწორედ იმ პერიოდში ტაძარში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. ეს ტრადიცია აფხაზეთის ომის შემდეგაც გაგრძელდა და 2001 წლიდან ამ ღონისძიების ორგანიზატორი იყო აფხაზი საოპერო მომღერალი,რუსეთის სახალხო არტისტი ხიბლა გერზმავა.
ლიხნეს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მდებარეობს გუდაუთის რაიონ სოფელ ლიხნში,რომელიც თარიღდება Xსაუკუნით. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებულებით, 2013 წელს ტაძარს ჩაუტარდა რესტავრაცია. ქართული მხარისთვის უცნობია ჩატარებული სამუშაოების შედეგები. ეს არის ის არასრული იმ კულტურული მემკვიდრეობისა , რომელიც არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
კულტურული მემკვიდრეობა სამაჩაბლოში
1.ერედვის წმინდა ელიას ეკლესია.
2.ერედვის წმინდა გიორგის ეკლესია.
3.კულბითის ღვთისმშობლის ეკლესია.
4.სოფელი ძარწემი-წმინდა გიორგის ეკლესია.
5.კეხვი- ღვთიმშობლის ეკლესია.
6.არმაზის ეკლესია,რომელიც თარიღდება 864 წლით.
7.წირქოლის ეკლესია(VIII-IX) საუკუნეები .
8.ერედვის ბაზილიკა (906) წელი.
9.ხეითის საბაწმინდის ეკლესია (X) საუკუნე.
10.დიდოთის ცხრაკარას ეკლესია (X-XI) საუკუნეები.
11.ნიქოზის გუმბათიანი ტაძარი (X-XI) საუკუნეები.
12.იკორთის გუმბათიანი ტაძარი (1172) წელი.
13.თიღვის გუმბათიანი ტაძარი (XII) საუკუნეები.
14.ხოფას მონასტერი (XIII) საუკუნეები.
15.ყანჩაეთის კაბენი (IX-XIII) საუკუნეები.
16.ლარგვისი (XIV-XVIII) საუკუნეები.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად რუსეთის ფედერაციამ, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარეს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.
1997 წელს, ომის დამთავრებიდან 4 წელიწადში მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხერხდა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის შემფასებელი მისიის მივლენა. მისიამ ძალიან მოკლე დროში დაათვალიერა 17 ძეგლი და თითოეულის მდგომარეობის შესახებ მოკლე ანგარიში წარმოადგინა. თვრამეტი წლის მანძილზე ეს იყო ერთადერთი შემთხვევა , როდესაც საერთშორისო ექსპერტებს მიეცათ შესაძლებლობა ეწარმოებინათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ძეგლების სიტუაციის მონიტორინგი. უკანონო არქეოლოგიური გათხრების შედეგად ხდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფა, დღემდე უცნობია ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი განსაკუთრებული კულტურული ღირებულებების მქონე ფასეულობების, ხელოვნების ნიმუშებისა და ანტიკვარული ნივთების ბედი , რომელიც ხაზს უსვამს ოკუპირებილ ტერიტორიებზე ქართულ კულტურულ მემკვიდრეობის მნიშვნელობას. ოკუპაციის პერიოდში აღნიშნული ქმედებები ეთნიკური წმენდის შემადგენლობის ნაწილია, რადგან მიზნად ისახავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული მოსახლეობის კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას.
ჩვენი მიზანია წარმოვაჩინოთ საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი მექანიზმები რომლის მეშვეობითაც ეფექტური გახდება ქართული კულტურული ძეგლების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე . ამ გარემოებების გათვალისწინებით გამოიკვეთება შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ნორმები, რომელიც საშულაებას აძლევს საქართველოს , ტერიტორიული იურისდიქციის გათვალისწინებით, განახორციელოს განსაკუთრებული კულტურული ღირებულებების მქონე ფასეულობების , ხელოვნების ნიმუშებისა და ანტიკვარული ნივთების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნიურბერგის სამხედრო ტიბუნალმა პირველად დაადგინა, რომ კულტურის სფეროში სამხედრო დანაშაულისთვის კონკრეტულმა ფიზიკურმა პირებმა უნდა აგონ პასუხი . ნიურბერგის ტრიბუნალის შემდეგ მიღებულ საერთაშორისო მნიშვნელობის დოკუმენტებში აისახა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხი, როგორც საერთაშორისო შეიარაღებული , ისე არაშეიარაღებული კონფლიქტის დროს.
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის დამატებითი 1977 წლის 8 ივნისის I ოქმი შეიარაღებული საერთაშორისო კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ 53-ე მუხლს უთმობს ,, კუტურულ ღირებულებათა და საკულტო ადგილების დაცვას". აღნიშნული მუხლის შესაბამისად 1954 წლის 14 მაისის ,, შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურულ ღირებულებათა დაცვის შესახებ " ჰააგის კონვენციათა დებულებების და სხვა შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტების დაზარალების გარეშე იკრძალება ა) ჩადენილი იქნას რაიმე მტრული მოქმედებანი იმ ისტორიული ძეგლების, ხელოვნების ნიმუშების, ან საკულტო ადგილების მიმართ, რომლებიც ხალხთა კულტურულ ან სულიერ მემკვიდრეობას წარმოადგენს. ბ) ამგვარი ობიექტების გამოოყენება სამხედრო მიზნებისათვის. გ) რეპრესალიების წარმოება ამგვარი ობიექტების მიმართ.

საქართველო 2009 წლის 31 ივლისს შეუერთდა შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის შესახებ ჰააგის 1954 წლის კონვენციის 1999 წლის 26 მაისის მეორე ოქმს. აღნიშნული ოქმის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სახელმწიფო , რომელსაც დაპყრობილი აქვს მეორე მხარის ტერიტორია მთლიანად ან ნაწილობრივ, აკრძალავს ან აღკვეთს ოკუპირებულ ტერიტორიაზე : ,,ა) კულტურულ ფასეულობათა უკანონო ექსპორტს , სხვა სახით გატანას ან ასეთ ქონებაზე მფლობელობის უფლების გადაცემას. ბ) ნებისმიერი სახლის არქეოლოგიურ გათხრებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი გათხრების წარმოება აუცილებელია კულტურული ფასეულობის დაცვის ან შენარჩუნების დაცვის მიზნით. გ) ცვლილების შეტანას კულტურულ ფასეულობაში ან მის დანიშნულებაში რაც მიზნად ისახავს კულტურული, ისტორიული ან სამეცნიერო მონაცემების დამალვას ან განადგურებას.
მე-9 მუხლის მეორე პუნქტი ეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არქეოლოგიურ გათხრებთან დაკავშირებულ საკითხს ,,ნებისმიერი სახის არქეოლოგიური გათხრა, ასევე ცვლილებების შეტანა კულტურულ ფასეულობაში ან ან მის დანიშნულებაში განხორციელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოებთან მჭიდრო ტანამშრომლობის გზით.
1999 წლის 26 მაისის მეორე ოქმის მე-10 მუხლის თანახმად შეიძლება კულტურულ ფასეულობებზე გავრცელდეს გაძლიერებული დაცვის რეჟიმი, თუმცა ობიექტი უნდა წარმოადგენდეს კაცობრიობისთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე კულტურული ფასეულობის მქონე მემკვიდრეობას, აღიარებული უნდა იყოს განსაკუთრებული კულტურული და ისტორიული ღირებულების მქონე ქონებად შიდა კანნომდებლობის შესაბამისად, არ უნდა გამოიყენებოდეს სამხედრო მიზნებისთვის ან სამხედრო ობიექტის დაფარვის მიზნით. კულტურულ ფასეულობებზე გაძლიერებული დაცვის რეჟიმის მინიჭება სპეციალურ პროცედურას ითვალისწინებს. კულტურული მემკვიდრეობა დაცულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
1999 წლის 26 მაისის მეორე ოქმის მე-4 თავი ეთმობა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობისა და იურისდიქციიის პრობლემების რეგულაციას. მე -15 მუხლის თანახმად სამართალდარღვევად ჩაითვლება თუ პირი განძრახ და კონვენციის ან ოქმით დაცული გაძლიერებული დაცვის ქვეშ არსებულ კულტურულ ფასეულობებზე განახორციელებს საომარ შეტევას, კულტურულ ფასეულობას ან მისი მიმდებარე ტერიტორიას გამოიყენებს საომარ ოპერაციებში, თუ მოხდება კულტურული ფასეულობების ქურდობა , ძარცვა ამ ქონების წინააღმდეგ განხორციელდება ვანდალური აქტი. ოქმის მონაწილე მხარეები თავიანთ კანონმდებლობაში ახდენენ ჩამოთვლილ სამართალდარღვევათა კრიმინალიზაციას და მათთვის შესაბამის სასჯელთა დადგენას.
ოქმის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ზომებს თავისი იურისდიქციიის დაწესების მიზნით შემდეგ შემთხვევებში : ,,ა) ასეთი დანაშაული ჩადენილ იქნა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე . ბ) თუ დანაშაულის ჩამდენი პირი წევრი სახელმწიფოს მოქალაქეა . გ) თუ ა და გ პუნქტებში მითითებულ დანაშაულებათა ჩამდენი პირი იმყოფება წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე '.
საქართველოს კანონმდებლობაში აისახა ის ნორმები, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურული ღირებულებების მქონე ფასეულობების, ხელოვნების ნიმუშებისა და ანტიკვარული ნივთების დაცვას ეთმობა. 1999 წლის ,,საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ვერ პასუხობდა მოთხოვნებს", სწორედ ამის გათვალისწინებით, 2007 წლის 8 მაისს მიღებულ იქნა ,, საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ".
,,საქართველოს კანონში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" გათვალისწინებულია კულტურული მემკვიდრეობის კომპლექსური დაცვა, რომლის ქვეშაც მე-3 მუხლის მ) პუნქტის თანახმად მოიაზრება ,,სამართლებრივ, სამეცნიერო-კვლევით, სარეაბილიტაციო საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებათა ერთობლიობა , რომლის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის სრული მრავალფეროვნების შენარჩუნება და მისი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა.
კულტურული მემკვიდრეობა დაცულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით . აღნიშნული კოდექსის XXXII თავი ,,საერთაშორისო ხასიათის დანაშაულები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში" დაცვის ქვეშ აერთიანებს მოძრავ და უძრავ ძეგლებს. 259-ე მუხლის შესაბამისად (შეიარაებულ კონფლიქტების დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის საერთაშორისო წესების დარღვევა) დასჯადია ,,სახელმწიფოთაშორისი და შიდასახელმწიფოებრივი შეიარაღებული კონფლიქტის დროს გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფ კულტურულ ფასეულობათა დაცვის საერთაშორისო წესების განძრახ დარღვევა, კერძოდ : ა) გაძლერებული დაცვის ქვეშ მყოფი მოძრავი ძეგლის დაზიანება ან განადგურება, ქურდობა, ძარცვა მითვისება; ბ) გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი უძრავი ძეგლის დაზიანება ან განადგურება ' 259-ე მუხლში გამოყოფილია ომის დროს უძრავ ძეგლებზე არამართლზომიერი მოქმედების განხორციელება , კერძოდ, ,, გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფ უძრავ ძეგლზე , მუზეუმის, ბიბლიოთეკის, საარქივო მასალის და შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევისათვის კულტურულ ფასეულიბათა შესანახად შექმნილი სპეციალური სამალავის შენობებზე საომარი შეტევის განხორციელება ან ამ შენობების ან მათი ტერიტორიის საომარ ოპერაციებში გამოყენება'.აღნიშნული ქმედებები დასჯადია თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 10 წლამდე.
საქართველოს პარლამენტის მიერ 2003 წელს რატიფიცირებულ იქნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება . ამ წესდების მე-8 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ,,ომის დანაშაულებად " ითვლება საერთაშოირისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს აღნიშნული ნაწილის ბ პუნქტის მე-9 ქვეპუნქტის მიხედვით ,,რელიგურ, საგანმანათლებლო, ხელოვნების, სამეცნიერო ან საქველმოქმედო მიზნებისათვის განკუთვნილ შენობებზე , ისტორიულ ძეგლებზე... დარტყმების განძრახ მიყენება, თუ ისინი არ წარმოადგენენ სამხედრო სამიზნეს'. რომის წესდების მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის ე) პუნქტის მე-4 ქვეპუნქტის თანახმად ,,ომის დანაშაულებად' ითვლება ასევე ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებების განხორციელება არასაერთაშორისო შეიარაღებული კონლიქტის დროს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების პირველ მუხლში აღნიშნულია, რომ იგი წარმოადგენს ეროვნულ სისხლის სამართლის იურისდიქციათა დამატებას. მე-11 მუხლში მითითებულია , რომ სასამართოს იურისდიქცია ვრცელდება წესდების ძალაში შესვლის შემდეგ ჩადენილ დანაშაულებზე. მე-12 მუხლის შესაბამისად სასამართლოს იურისდიქცია მოქმედებს თუ ქმედება რომის წესდების წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზეა ჩადენილი ან პირი ამ ქვეყნის მოქალაქეა. რადგან კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფა საქართველოს ტერიტორიაზე ხდება , როგორც საერთაშორისო შეიარაღებული ისე არაშეიარაღებული კონფლიქტის პირობებში, მართებულია დაისვას აფხაზეთის ავტონომიურ რესპულიკაში და სამაჩაბლოში აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები უკანასკნელ პერიოდში კაპიტალის დაგროვების ერთ-ერთი საიმედო საშუალება გახდა, რამაც უფრო გაზარდა მათი ხელყოფის , გატაცების, საზღვარგარეთ არაკანონიერი გატანის და ყიდვა გაყიდვის ფაქტები. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით აღნიშნული დანაშაული ევროპაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საერთაშორისო მასშტაბით ორგანიზებულ დანაშაულთა შორის.
საქართველოში წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ძეგლთა სახელმწიფო აღრიცხვა , რაც გულისხმობს სახელმწიფო ორგანიოების მიერ ძეგლთა სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოებას, რომელიც შედგება : ძეგლის სააღრიცხო ბარათის, ძეგლის პასპორტის და ძეგლთა სახელმწიფო რეესტრისაგან. მოცემული ინფორმაციის არსებობა აადვილებს ან კულტურული მემკვიდრეობის ძებნას და დაზინებული ძეგლის პირველადი სახის აღდგენის შესაძლებლობას, ხოლო დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ მტკიცებულებების წარდგენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფა აღიარებულია საერთაშორისო ხასიათის დანაშაულად , რასაც საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ერთად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც მოწმობს.
კულტურული მეკვიდრეობის მოძრავი ნივთების საზღვარგარეთ არაკანონიერი გატანის, ქურდობის, ძარცვის, მოძრავი და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებაში ბრალდებული პირების საერთშორისო ძებნის და არაკანონიერად გატანილი ნივთების დაბრუნების საქმეში პრაქტიკული წვლილი შეაქვს ინტერპოლს და ევროპოლს.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 თებერვლის 99- ე ბრძანებულებით დამტკიცებულ ,, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და მასთან თანამშრომლობის წესის ' 29-ე მუხლი ეთმობა განსაკუთრებული კულტურული ღირებულებების მქონე ფასეულობების ძებნას ინტერპო ლოს მეშვეობით.
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში თავიდან შეაიარაღებული დაპირისპირების არასაერთაშორისო შეარაღებულ კონფლიქტად აღიარება არ იყო მართებული იურიდიული და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდიენარე რაც საბოლოოდ კულტურული ძეგლების დაცვისათვის საერთაშორისო სამართლის ნორმების გამოყენებას ართულებდა, ჩარევა აღიქმებოდა , როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრიინციპების დარღვევა .
საქართველოს პარლამენტის მიერ 2008 წლის 28 აგვისტოს დადგენილების მიღება ,, რუსეთოს ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიის შესახებ' მართებული იყო კონფლიქტის ფაქტობრივი სტატუსის განსაზღვისათვის.
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და სამაჩაბლოში შეიარაღებული დაპირისპირების საერთაშორისო შეაიარაღებულ კონფლიქტად აღიარება , საქართველოს პარლამენტის მიერ 2008 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე საერთაშორისო კონფლიქტის სამართლებრივი შეფასება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო კულტურული ფასეულობებისა და ღვთისმსახურების ადგილების დაცვისათვის.
საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლის ნორმების ეფექტური გამოყენება მნიშვნელოვანია კულტურული ფასეულობებისა და ღვთისმსახურების ადგილების დაცვისათვის, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მიდგომა გარკვეულ პროცედეურასა და დროს მოითხოვს .
მაერთებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული ძეგლების დაცვისათვის შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების კლასიფიკაცია და მათი პრაქტიკული გამოყენება განხორციელდეს შემდეგი თავისებურებების გათვალისწინებით:
1.დაკარგული, საზღვარგარეთ გატანილი ანტიკვარული ნივთების, ხელოვნების ნიმუშების და კულტურული ძეგლების დაზიანებისთვის ბრალდებული პირების საერთაშორისო ძებნის ორგანიზების, ნაპოვნი ნივთების დაბრუნების და ბრალდებულთა ექსტდაციისათვის კონვენციების და საქართველოს კ ანონმდებლობის საფუძველძე ინტერპოლის მექანიზმების გამოყენება.
2. კულტურული ძეგლების დაცვისათვის სპეციალიზებული საერთაშორისო კონვენციების გათვალისწინებით კოორდინირებული თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
3. საერთაშორისო შეიარაღებული და არაშეიარაღებული კონფლიქტების , არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ კონვენციისა დამატებითი ოქმების, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების და შიდა კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწოფოსათვის და კონკრეტული ფიზიკური პირებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული ძეგლების დაცვისათვის მართებულია შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების კომპლექსური გამოყენება და კონტროლი.
დასკვნა

საქართველო, როგორც ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფო მდიდარია მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური ისტორიული და კულტურული ღირებულების ძეგლებით, სამუზეუმო ნივთებით, სხვა ფასეულობით.
საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მიღწევის , განსაკუთრებით, კი 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ატარებს არა კამპანიურ და ფრაგმენტულ ხასიათს ,არამედ პროცესი მოქცეულია საერთო სისტემაში, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, იურიდიული და ფიზიკური პირების კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.ხელისუფლების ნაბიჯები ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მიმართულებით ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას. სწორედ მათი დახმარებით უკვე რეალობად იქცა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი.
ამასთან ერთად საქართველოს ტერიტორიების მრავალწლიანმა ოკუპაციამ გამოიწვია ქართული კულტურული და ისტორიული ძეგლების დაზიანება. ამდენად, უაღრესად აქტუალური ხდება ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების ოკუფირებულ ტერიტორიებზე არსებული ეროვნული საგანძურის დაცვისა და მოვლა-პატრონობის საკითხი.
გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახორციელებს აუცილებელ ღონისძიებებს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონცენტრირებულია მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული და ისტორიული ფასეულობები.
მთელი ცივილიზებული მსოფლიოს თვალწინ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს ქართული სულიერების საგანძურის მიზანმიმართული გაყალბება და მისი ნამდვილი წარმომავლობის კლასიფიცირება : ანადგურებენ ყოველივე ქართულს -უძველეს წარწერებს, ფრესკებს, არქეოლოგიურ ნიმუშებს, სამუზეუმო ექსპონატებს და ა.შ. საოკუპაციო და სეპარატისტული ძალები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ იმ საგანძურს, რომელიც ამ ტერიტორიებზე მდებარეობს, საქართველოს ისტორიასთან და კულტურასთან საერთო არაფერი აქვს. ამ ფსევდომეცნიერული პროპაგანდითა და ქმედებებით ისინი ცდილობენ მსოფლიო საზოგადოებრიობის შეცდომაში შეყვანას, ანიშნული ტერიტორიების საბოლოო ანექსიას, ჩადენილი ეთნოწმებნდისა და სამხედრო დანაშაულებების შედეგების დაკანონებას, რაზედაც სრული პასუხისმგებოლობა, როგორც ოკუპანტს, რუსულ მხარეს ეკისრება.
საქართველოს მთავრობის ,,აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა არაერთმა მცდელობამ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით შეეჩერებინა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების იერსახის მიზანმიმართული შეცვლა და ისტორიის, ძირძველი სოციალურ-კულტურული იდენტობის ფალსიფიკაცია, შედეგები ვერ გამოიღო.
ჩვენთვის უცნობია:
. მოხდა თუ არა ძეგლის წინასწარი კვალიფიციური და სრულყოფილი შესწავლა საერთასშორისო ექსპერტთა მიერ;
.არსებობს თუ არა შესაბამისი დასკვნა ძეგლის რესტავრაციამდელი მდგომარეობის შესახებ;
.წარმოდგენილია თუ არა ძეგლის აღდგენა -გამაგრებითი სამუშაოების კონკრეტული გეგმა;
.რამდენად კვალიფიციურია სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც მუშაობს ძეგლზე;
. რამდენად აკმაყოფილებს ძეგლზე მიმდინარე სამუშაოები ვენეციის ქარტიის მე-5 და მე-6 მუხლის მოთხოვნებს.

Прочитано :


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента