ЭКОНОМИКА

ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები სომხეთში

20.11.15 18:32


ქართული ეკლესიები სომხეთში
(ზოგადიმიმოხილვა)
წინა საუკუნეში სომხეთმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაკარგა მხარეებად დაიშალა. აღმოსავლეთ სომხეთი ქართველთა სამეფოს იურისდიქციაში მოექცა და ამ მხარეს ქართველთა მეფეების მოხელეები ზაქარია და ივანე მხარგრძელები მართავდნენ.

ცნობილია, მხარგრძელები იყვნენ გასომხებული ქურთები. გვარების თარგმნა მიღ ებული არ არის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სომეხმა ისტორიკოსებმა თარგმნეს მხარგრძელთა გვარიდა მათ ერკაიაბაძუკიუწოდეს. აი, ამ ძმებს ჩააბარა თამარ მეფემ XII-XIIIსს. აღმოსავლეთ სომხეთი. ამ ისტორიულ ფაქტს განსხვავებული შეფასება მისცა აკად. ს. ერემიანმა და შეეცადა დაესაბუთებინა, თითქოს _ აღნიშნულ საუკუნეებში აღმოსავლეთ სომხეთს ჰქონდა სრული სუვერენიტეტი და მისი გამგებელი მხარგრძელები საქართველოს სამეფოსგან დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას ეწეოდნენ, რაც არავითარი ისტორიული წყაროებით არ დასტურდება. ქართული სამეფოს სამართლის თანახმად ვიცით (რასაც უცხოურიწყაროებიც მოწმობენ), მხარგრძელთა თანამდებობას მეფის სახელო ეწოდებოდა. ზაქარია და ივანე მხარგრძელები იყვნენ ქართველი მეფის მიერ ამ თანამდებობაზე დანიშნული მოხელეები, რომელთა უფლება-მოვალეობანი ქართული კანონმდებლობის მიხედვით იყო განსაზღვრული. აქედან გამომდინარე, ქართველ მეფეს შეეძლო ნებისმიერ მომენტში, შეხედულებისამებრ, გადაეწყვიტა მხარგრძელთა ამ პოსტზე ყოფნა-არყოფნის საკითხი.
ასეთია აღნიშნულ პერიოდში აღრმოსავლეთ სომხეთში არსებული ისტორიული რეალობის მოკლე მიმოხილვა. ამ მხარეს _ იგულისხმება ქართულად გოგარენე, სომხურად _ გუგარქს უწოდებენ _ მოიცავდა უძველეს ქართულ ტერიტორიას _ ქვემო ქართლს. აქ ბინადრობდა ქართველთა ერთ-ერთი ტომი_ გუგარები(მოსე ხორენაცი, სენ-მართენი, ნ. მარი, აკ.სანიძე).ქართველი ბოლშევიკების უგერგილობის, უფრო სწორად, მათი ანტიეროვნულობის გამო, ამ ამად, ეს ძირძველი ქართული ტერიტორია სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებშია მოქცეული.
სომხეთში ქალკედონიზმს ხანგრძლივი ისტორია აქვს. მაგრამ ყველაზე აქტიური ფორმით, აღნიშნული ისტორიული პირობების გამო, XII-XIII-საუკუნეებში (მხედველობაში მაქვს აღმოსავლეთი სომხეთი) გამოიხატა. ამ პერიოდშია აგებული ქართული ქალკედონური ეკლესიები, რასაც მოწმობს საისტორიო წყაროები, არსებული ქართული ეპიგრაფიკა და ქართული ეპიტაფიური წარწერები საფლავის ქვებზე. აქ არსებული ქართული ეპიგრაფიკული მასალა შეისწავლეს აკ. სანიძემ, ლ. მელიქსეთ-ბეგმა, პ. მურადიანმა და სხვ. აქ კი ლოგიკური იქნება, გავიხსენოთ გიორგი მერჩულეს ცნობილი ფორმულა _ ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირიცხების, რომელთა შინა ქართულით ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების~. ე. ი. საქართველო იქაა, სადაც ქართული ენა ისმის ღვთისმსახურებაშიო (კ. კეკელიძე, ძვ, ქართ. ლით. ისთორია~, 1980, გვ. 53).
ახტალა _ ახტალის ტაძარი მდინარე დებედის შუაწელთან მდებარეობს. ახტალა სომხურად პღნძაჰანქია, რაც ქართულად ნიშნავს _ სპილენძის მადანს. ეს სახელწოდება მოწმობს, რომ ამ მხარეში მუშავდებოდა სპილენძის მადანი.
ძველი სომხური ისტორიოგრაფია გვამცნობს, რომ ზაქარია მხარგრძელის ძმამ _ ივანე ათაბაგმა მიიღო ქართული დიოფიზიტური სარწმუნოება, მან სომხებს წაართვა პღნძაჰანქიდა აქ ააშენა ქართული ქალკედონური მონასტერი(XIIIს.). ამავე მონასტერშია დასაფლავებული თავადი ივანე ათაბაგი. ეს ტაძარი არის ქართული ხუროთმოძრვრების ერთ-ერთიმნისვნელოვანი ძეგლი, რომელმაც დღემდე მოაღწია. იგი ჯვარ-გუმბათოვანი საკულტო ნაგებობაა. აქვს მინაშენები და კარიბჭეები. ტაძრის ფასადი უხვად არის შემკული, მორთულობის სისტემა დამახასიათებელია XIII -ის დასაწყისისა და შუა წლებისთვის. მხატვრობა რამდენიმე ქრონოლოგიურ ფენას შეიცავს. უძველესი ფენა XIII საუკუნის პირველი ნახევრისაა.
მიუხედავად ზოგიერთი საკითხის არასწორად გასუქებისა, ახტალის მონასტრის საფლავების ქართულიეპიტაფიური წარწერები შედარებით სრულად აღნუსხა და გააანალიზა პ. მურადიანმა ( ქართულიეპიგრაფიკა სომხეთსი~, 1977, გვ. 199_222, სომხ. ენაძე). საერთოდ, ლორე ტაშირის ქართული ეპიგრაფიკული მასალა ლ. მელიქსეთ-ბეგმა ორ კატეგორიად დაყო: სააღმშენებლო-მემორიალურ და ფრესკულ მხატვრობად. მათი შინაარსის მიხედვით, ეს დაყოფა მისაღებია. ასევე მეცნიერულად გამართლებულია მისივე მოსაზრება: რამდენადაც ამ საუკუნეებში(XII-XIII) ქართველებად მიჩნეულნი იყვნენ არა მხოლოდ თვით ქართველები, არამედ ქალკედონი, ე. ი. დიოფიზიტური(ორბუნებიანი) სომეხნი, ამიტომ იგივე ქართული წარწერები სომხური სათანადო ლიტერატურული წყაროების უქონლობის (ანდა სიმცირის) გამო ერთადერთი დამადასტურებელი ფაქტია სომხური ქალკედონიზმის არსებობისა, საერთოდ და დასახელებულ საუკუნეებში სომხეთში~ (ლორე-ტაშირის ქართული ეპიგრაფიკა, თსუ შრომები, თ. 108, 1964, გვ. 310_326).
აქვე შევნიშნავ _ ანისის ქართული ეკლესიის შემდეგ, ახტალის მონასტერი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალკედონური ცენტრი იყო.
თეჟარიუიქი_ ძველისახელია თაიო-ჩარუხი. სოფელ მეღრაძორის ახლოს არის ეკლესია, რომელსაც ეწოდება გიურჟიქილისა _ ქართველთა ეკლესია. სომხურ წყაროებში ეწოდება აგრეთვე _ პღნძაჰანქი. ეს ეკლესია აღწერილი აქვს _ ჰ. შაჰხათუნიანს, რ. ალისანს, ე. ლალიანს, გ. სმბათიანს, ლ. მელიქსეთ-ბეგს და სხვ.
ლეონ მელიქსეთ-ბეგი წერს _ ბჟნის პღნძაჰანქის ქართული წარწერები იმის საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, ზაქარიასა და ავაგის დროს კიდევ არაერთი ქალკედონური ეკლესია აშენდა სომხეთში. თეჟარიუქის მონასტრისა და იქ არსებული ქართული წარწერების შესახებ გამოკვლევის დაწერას აპირებდნენ აკ. სანიძე და ლ. მელიქსეთ-ბეგი.
ეს ქართული მონასტერი ლ. მელიქსეთ-ბეგს XII-XIII-ის ძეგლად მიაჩნია ( ჩრდილოეთ მხარეთა სომეხთა მოძღვარნიდა მათი ვინაობა~... 1926, გვ. 53). თუმცა ამ თარიღის სესახებ პ. მურადიანს განსხვავებულიმოსაძრება აქვს.
ჰუჟაბი_ ამ ტაძრის ქართულობის შესახებ არაერთი მეცნიერული ნაშრომი, სტატია და წერილია გამოქვეყნებული. დავინტერესდი, იყო თუ არა ეს ტოპონიმი_ შესაბამისად, ტაძარი შეთანილი_ სომხეთისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების ტოპონიმთა ლექსიკონში~, რომელიც ამ ათიწლის წინ გამოვიდა ხუთ ტომად ერევანში, სომხურ ენაძე. ჰუჟაბის შესახებ წერია: _ ხუჭაპ-სომხეთის გუგარექის ქვეყანაში, ტაშირის გავარი, ამავე სახელის მქონე სოფლის ახლოსაა. ეს ტაძარი აშენებულია XII -ში, კალინინის რაიონის სოფელ პრივოლნო-ში. ტაძარი აშენებულია ბერძნული არქიტექტურის სტილით. ბუნებრივია, დარჩა ბერძნული ხუროთმოძრვრების ნიმუშად (ტ.III 1991).
ჯერ ერთი, ეს ბერძნული სტილის ტაძარი ვინ ააშენა, აღნიშნული არ არის, მეორე
სომხებმა ააშენესო, ვერ თქვეს, მაგრამ ქართველთა ნაამაგარი რომ არის, სომხურ საზოგადოებას შეგნებულად დაუმალეს. კიდევ უფრო სამწუხარო არის ის, რომ ჰუჟაბის მონასტრის დაპატრონების მიზნით, სომხეთის სახელმწიფო საზღვარი 400 მეტრით არის გადმოწეული, რათა ჰუჟაბის სამონასტრო კომპლექსი სომხეთის ტერიტორიის ფარგლებში მოხვედრილიყო (კ. ხარაძე, ძეგლის ნამდვილი მემკვიდრე~, გაზ. ახალგაზრდა კომუნისტი~, 1988, 15 ოქტომბერი).
სინამდვილეში, ჰუჟაბი ქართული ხუროთმოძრვრების ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია, რომლის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ძირძველ ქართულ მიწაძე (ქვემო ქართლი), მარნეულის რაიონში, სოფელ ახქერფის მახლობლად.
საეკლესიო ნაგებობათაგან აღსანიშნავია XIII საუკუნის პირველი ნახევრის ტაძარი. პროპორციებით, დეკორული მორთულობითა და სტილისტური ნიშნებით მიეკუთვნება XII-XIIIსაუკუნეების მიჟნისა და XIII -ის პირველი ნახევრის ხუროთმოძრვრულ ძეგლთა ჯგუფს (ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი, წუღრუღაშენი, ახტალა და სხვ.). გუმბათის ყელი უხვადაა მოჩუქურთმებული. გარედან შემოსილია ოქროსფერი და ღვინისფერიქვით. შიგნით მოხატულია. შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები(ქ.ს.ე., II, 1987).
ჰნევანქ _ ძელი ჭეშმარიტისა. სომხურად ამ ეკლესიას ეწოდება _ ჰნევანქ~, ქართულად კი_ ძელი ჭეშმარიტისა~. ამ სახელწოდებას ორნაირი მნიშვნელობა აქვს. 1. ჰუნე ვანქ _ ბერძენთა მონასტერი. 2. ჰუნე ვანქ _ ძველიმონასტერი, ქალკედონიანთა სავანის მნიშვნელობით. ვახუშტიმ ამ მონასტრის შესახებ წერს _ კვალად დასავლით ამის არს მონასტერი ძელი ჭეშმარიტისა, _ მშვენიერი, ამ ბერდუჟის მდინარესა ზედა, უპყრავთ სომეხთვე~. პროფ. კ. ღაფადარიანმა სიტყვა ძელი ძველთან მსგავსების გამო ძველად აღიარა, რაც სომეხმა მეცნიერებმაც არ გაიზიარეს. ეს ცნობა პ. მურადიანმა სათუოდ მიიჩნია და აღნიშნა _ ვახუშტი ამ ტაძარს ძელი ჭეშმარიტისა~ უწოდებს, მაგრამ რის საფუძველზე, წყაროს არ ასახელებსო. ამასთან დაკავშირებით გვსურს, შევნიშნოთ _ ვახუშტი თავის საქართველოს გეოგრაფიულ აღწერაში~, როცა რომელიმე ეკლესიას, მონასტერს თუ ციხე-სიმაგრეს აღწერს, გარდა საისტორიო წყაროებისა, ეყრდნობა ხალხის ისტორიულ მეხსიერებას.
გიორგიცუბინასვილს ეს ძეგლი VIII-IX - სს. აქვს დათარიღებული. განიხილავს რა დეტალურად ამ ძეგლს ლეონ მელიქსეთ-ბეგი, მართებულად დაასკვნის _ ყოველ ეჭვს გარეშეა, რომ ეს ძეგლი(ძელი ჭეშმარიტისა) თავდაპირველად სომეხ ანთი ქალკედონიანთა კერა ყოფილა, შემდეგ კი XII საუკუნიდან ქალკედონიანთა ხელში გადასულა, რისი აღმნიშვნელნი არიან XII-XIII სს. ქართული ასომთავრული წარწერები მის გარე კედლებზე (ლორე-ტაშირის ქართული ეპიგრაფიკა, თსუ შრომები, თ. 108, 1964, გვ. 318).
ქობერი_ სახელწოდება მიღებულია სომხურ ქობა-რიდან. ფუძე არის ქართული_ „ქვაბ სიტყვა, რომელსაც ერთვის სომხური აირ-ქვაბი. ე. ი. ქვაბთაქვაბი. როგორც ლ. მელიქსეთ-ბეგი შენისნავს _ ქვაბთაქვაბი გამართლებულია ამ მონასტრის მდებარეობით. იგი ქვაბში, მღვიმეში ღრმად მოთავსებული მონასტრის შთაბეჭდილებას ახდენს (ქობერი და მისი სომხური და ქართული წარწერები, თფილისის უნივერსიტეტის „მოამბე" ტ VIII, 1927, გვ. 60). ქობის ქართულობა რატომღაც საეჭვოდ მიიჩნია პ. მურადიანმა და სომხურ სიტყვიერ სამყაროს დაუკავშირა (ქართული ეპიგრაფიკა სომხეთში, 1977, გვ. 166, სომხ. ენაზე). ეს სიტყვა გამოყენებულია აღარწინის წარწერაშიც. ნიკო მარი „ქვაბქობ"-ს ქართულიდან სომხურში შესულ სიტყვად მიიჩნევს. მისი აზრით, ეს სესხება მომხდარა სომხური ქალკედონური წრეების მეშვეობით (ანისი, 1934, გვ. 104, რუს. ენაზე).
სომეხ მეცნიერთაგან ე. ლალიანი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აღნიშნა, ქობაირში სომხურის გარდა არის ქართული ასომთავრული წარწერებიო _ „ქართულ-მესროპიანული ასოები- თო" (1901). აქ კი სამწუხაროა ის, რომ ე. ლალიანმა გაიმეორა სომხურ სამეცნიერო ლიტერატურაში გავრცელებული ყალბი აზრი, მესროპ-მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის შესახებ. სარგის ჯალალიანცსა და გ. აღაიანცს კი ქობაირის ქართული წარწერებიბ ერძნული ეგონათ და მონასტერს ბერძნულს უწოდებდნენ.
ქობერის ქართული და სომხური ეპიგრაფიკის მეცნიერული შესწავლისა და ანალიძის საფუძველძე ლ. მელიქსეთ-ბეგმა გააკეთა მართებული დასკვნა: „ქობერის ქართული წარწერები გვხვდება მთელ რიგ შენობებზე (დიდი ეკლესია, ეგვტერი, სამრეკლო-სამარხი), სომხური გვხვდება მხოლოდ და მხოლოდ პატარა ეკლესიაზე. და ეს უთუოდ იმის მაჩვენებელია, რომ ამ მონასტერს განუცდია გარდატეხა XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე იმ მხრივ, რომ წინათ ის ყოფილა სომეხ ანტიქალკედონისტთა სავანე, ხოლო შემდგომ გადაქცეულა სომეხ-ქართველ ქალკედონისტთა სავანედ, რასაც სხვათა შორის, ქართული წარწერების გარდა, ამტკიცებს მთავარი ეკლესიის საკურთხევლის აგებულება ქალკედონისტური რიტუალის მოთხოვნილებისამებრ და აგრეთვე იმავე ეკლესიისა და ეგვთერის კედლის მხატვრობა ქართული ასომთავრული წარწერებითურთ ( ქობერი და მისი სომხური და ქართული წარწერები~, თფილისის უნივერსიტეტის „მოამბე", ტ VII, 1927, გვ. 73).
ოსკიპარი_ ოსკიპარი, ვახუშტის რუკის მიხედვით მდებარეობს აღსტაფის ხეობაში, აგებულია XII-XIII სს. ფრესკებზ ე არის ქართული წარწერებიც (ლ. მელიქსეთ-ბეგი, ჩრდილო მხარეთა სომეხთა მოძღვარნიდა მათი ვინაობა... 1928, გვ. 59).
შაჰნაზარი_ ეს სახელიეწოდება სოფელს ლორე-ტაშირში, რომელიც მდებარეობს ყარაღაჟად წოდებული მთის ჩრდილოეთით და ლორეს ველის დასავლეთით. ვახტანგ VI -ის დასტურლამალში და ვახუშტის რუკაძე კი აბოცის მიდამოშია აღნიშნული. შაჰნაზირში დაცული ერთი ქართული წარწერის საფუძველზე, რომელშიც ნახსენებია „აბოზი" ანუ, „აბოცი", ლ. მელიქსეთ-ბეგი ფიქრობს, რომ ეს სახელწოდება გადმოტანილი უნდა იყოს ყაიყულის აბოციდან აქაური მოსახლეობის ლორე-ტაშირში გადმოსახლების დროს. სომეხი მეცნიერი არ გამორიცხავს იმასაც, რომ შეიძლება მათ მიერ იყოს აბოციდან გადმოტანილი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები ლორე-ტაშირში. შაჰნაზირსა და მის მიდამოში დაცულია რამდენიმე ქართული ასომთავრული წარწერა, აგრეთვე _ ქანდაკება-ჩუქურთმა ქვაზე, რომლებიც სომეხ კათოლიკებს ჩაუტანებიათ ეკლესიების კედლებში. ე. წ. ქვემო ეკლესიაში, სამხრეთ შესავლის კარის მარჯვნივ, სარკმელქვეშ არის 9 სტრიქონიანი ქართული წარწერა. ამ წარწერაში მოხსენიებულნი არიან ამ ეკლესიის აღმშენებლები_ ოთხი ძმა ძნელაის-ძენი. ამ ქტიტორულ ქართულ წარწერას ლ. მელიქსეთ-ბეგი ათარიღებს 1135 წლით (ლორე-ტაშირის წარწერები, თბილისის უნივერსიტეტის შრომები, ტ. 108, 1964, გვ. 320). პ. მურადიანი ფიქრობს, წარწერა უნდა იყოს _ 1095 წლის (ქართული ეპიგრაფიკა სომხეთში, 1977, სომხ. ენაზე).
პ. მურადიანს მიიჩნია „ძნელაის-ძე ძმებს" თუ დავაკვალიფიცირებთ ძნელაიას ოთხ შვილს, ძმებს მათი ეროვნული კუთვნილება და ეროვნული შთამომავლობა ნათელია, მაგრამ თუ სომხურად გადავაკეთებთ, იქნება _ ძნელაიანები, როგორც გვაქვს _ აბუეთი, აბულეთის ძენი და სომხურიაბულეთიანი, ან ლიპარიტ ლიპარიტის ძე, ლიპარიტიანები(მითითებული შრომა, გვ.160). პირადპირ არ ამბობს, მაგრამ მურადიანმა სათუოდ მიიჩნია ძნელიას-ძეთა ქართულობა. ეს დაახლოებით იგივეა, როგორც პროფ. მარუთიანმა იშხანის ცნობილი ქართული წარწერის (1032) სომხურ თარგმანში იშხანის ქართველი ხუროთმოძრვარი იოანე მორჩაიძე გადააქცია სომეხ მორჩაისცეანად (სიღრმეთა სომხეთი, 1978, გვ. 20, 160, სომხ. ენაზე).
ვფიქრობთ, მურადიანს ამგვარი პარალელების საფუძველი არ ჰქონდა, რადგან იქვეა ასეთი სხვა ქართული წარწერა: ქრისტე შეიწყალე ძნელაი მირიან.
შაჰნაძარის ახლოს ჯუჯექენდაში, გორაკძე ერთნავიან, ნახევრად დანგრეულ ეკლესიაში ლ. მელიქსეთ-ბეგმა ნახა ნუსხა-ხუცურით შესრულებული 6 სტრიქონიანი წარწერა _ „სახელითა ღმრთისაითა ესე ჩუენ გორაკელთა, ფიჩოსანთა, დავწერეთ: ვინ უწინა მოკუდეს, ი დღე ჟამი უწირონ ყოველთა".
ლ. მელიქსეთ-ბეგი ამ ქართული წარწერის კონკრეტულ თარიღს არ იძლევა. პ. მურადიანს კი იგი მიაჩნია XII-XIV საუკუნეების ნიმუშად. თუ გავიხსენებთ, რომ მეფე ალექსანდრე დიდმა (1390-1442) ლორე სვეტიცხოველს შესწირა, ქალკედონური ეკლესიების მშენებლობა და ქართული ეპიგრაფიკა ბუნებრივ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ ლორე-ტაშირში_ ამ უძველეს ქართულ მხარეში. აღნიშნულ წარწერაში მეტად საინტერესოა ის ფაქტი, რომ მასში ნახსენები სახელი „ფიჩოსანთა" კიდევ ერთხელ ადასტურებს _ „ქართველ ან საერთოდ ქალკედონელთა „ფიჩოსანთა" არსებობაზე, ე. ი. ქართლის (მცხეთის) საკათალიკოსოს ქვემდებარებულ სამონასტრო აღმშენებლობაზე ლორე-თაშირის ამ განაპირა მხარეში" აღნიშნავს ლ. მელიქსეთ ბეგი(მითით. ნასრ. გვ. 322).
ქართული ეკლესიის ახლოს 1910 წელს ანში, გათხრების დროს ნ. მარმა იპოვა საქართველოს კათალიკოს ეპიფანეს ოც სტრიქონიანი ქართული წარწერა. ამ წარწერაში ქართველი კათალიკოსი მიმართავს ანშიმ ცხოვრებ ქართველებს (ანი, 1984, გვ. 85). რაც შეეხება ამ ქართულ ეკლესიას, აკად. ი. ორბელის აღწერით _ იგი არის ბაზილიკური ტიპის მომცრო ზომის საკულტო ნაგებობა. მის სამხრეთის კედელზეა 1329 წლის ქართული წარწერა (რჩეული შრომები, 1963, გვ. 120, რუს. ენაზე).
ნ. მარმა ანში ნახა აგრეთვე მდიდარი სომხის, ქალკედონიტ ტიგრან ჰონენცის მიერ
„ნახევრადქართული, ნახევრადსომხური, ერთისითყვით, ქალკედონურ მართლმადიდებლური გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ეკლესია, რომელიც გადაუკეთებია ტიგრან ჰონენცს1215 წელს" (ანი, 1939, გვ. 85).
* * *
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2006 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით, ქვემო ქართლში ეპარქია აღდგა და ეწოდა აგარაკ ტაშირის ქართული ეპარქია (ამჟამად ეს მხარე მოქცეულია სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებში). მართალია აღდგა სამართლიანობა, მაგრამ ერთი კი მინდა შევნისნო _ სჯობდა, ეწოდებინათ ლორე-ტაშირის ქართული ეპარქია, რადგან ეს სახელწოდება უფრო სრულად ასახავს ისტორიულ სინამდვილეს. ამ აქტს უარყოფითად შეხვდა სომხური სამეცნიერო და სასულიერო საზოგადოება. მაგალითად _ სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, აკად. პავლე ჩობანიანი მას პოლიტიკურ დაკვეთას უწოდებს. ამასთან დაკავშირებით მსურს ვთქვა _ ამ ბოლო ხანებში ერთი ტენდენცია შეინიშნება _ ყოველი ანტიქართული გამოხტომის პასუხი ქართველთა მხრიდან სომეხ მეცნიერებს და პოლიტიკურ ექსპერტებს რატომღაც პოლიტიკურ შეკვეთად მიაჩნიათ. დაახლოებით ანალოგიურად იქცევა აკად.ცობანიანი, როცა აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ შეკვეთად ნათლავს, რაც არაფრით არ არის გამართლებული და აი, რატომ. ქართული, ქალკედონური ეკლესია-მონასტრების, ქართული ეპიგრაფიკის არსებობა ლორე-ტშირში ფაქტობრივად ადასტურებს, რომ XII-XIII საუკუნეებში ამ მხარეში ქართულ სამოციქულო ეკლესიას თავისი იურიდიული უფლება-მოსილება ჰქონდა და შესაბამისად ეწეოდა მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას. მის მრევლს შეადგენდნენ როგორც ქართველი, ისე სომეხი ქალკედონისტები. ეს უკანასკნელნი კი ქართველებად განიხილებოდნენ. ასე რომ, აკად.ჩობანიანის შენიშვნა, ლორე-ტაშირის მრევლს მხოლოდ სომეხი ქალკედონისტები წარმოადგენდნენო, არ არის სწორი და ისტორიულ სინამდვილეს არ ასახავს. ამდენად, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილება, აგარაკ-ტაშირის ქართული ეპარქიის აღდგენის შესახებ, იურიდიულად და ისტორიულად დროული და გამართლებულია.
ამდენად, საქართველოს საპატრიარქო უფლებამოსილია, მოითხოვოს სომხეთში არსებული ქართული ეკლესია-მონასტრების გადმოცემა. მართალია, ქართული მრევლი უკვე აღარ არის იქ, მაგრამ ამ სავანეებში შეუძლიათ, გაატარონ მორვაწეობა ქართველმა ბერ-მონაზვნებმა.
ზოგიერთი სომეხი მეცნიერი ხშირად დაუფიქრებლად ხმარობს სიტყვა _ ფაშისტს და არ იცის მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობა. მათ გასაგონად მსურს ვთქვა _ რომელიმე ეკლესიის სადაურობის შესახებ დავა-კამათი კი არ არის ფაშისტობა, არამედ ალბანურ მიწაზე დამკვიდრებულ აზერბაიჟანულ მოსახლეობას იარაღის ძალით რომ აყრიდა განდევნი_ ეს არის ფაშისტობა, ისე როგორც აბორიგენ ქართულ მოსახლეობას ძირძველ ქართული მიწიდან _ აფხაზეთიდან იარაღის ძალით განდევნი და ეთნიკურ წმენდას ჩაუტარებ. ამ ფაშისტურ ბოროტებაში ლომის წილი უდევს ბაგრამიანის სომხურ ბატალიონს...
ბოლოს გვსურს, აღვნიშნოთ, არ გვაქვს პრეტენზია, რომ სრულად აღვნუსხეთ ქართული ეკლესიები სომხეთში, ზოგი შეიძლება გამოგვრჩა, ხოლო ზოგი სადაო ეკლესია შეგნებულად არ შევიტანეთ სომხეტის ქართულ ეკლესიათა სიაში.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ბონდო არველაძე

Прочитано :


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента