ЭКОНОМИКА

როდის გადმოსახლდნენ სომხები საქართველოში (ნაწილი I )

20.11.15 19:11




ამონარიდი წიგნიდან ,, პასუხად სომხის მწერლებს"

ერთმა სომხის მწერალმა შაჰნაიზანმა, ფრანგულად დაწერა სომხეთის შემოკლებული ისტორია და პარიზში გამოსაცა 1856 წ. ამ ისტორიაში დაწვრილებით აღნიშნავს თითქმის ყველა დროის გადასახლებას სომხებისას სხვა დასახვა ქვეყნებში. გარნა სრულებთ არაფერს ამბობს საქართველოში სომხების გადმოსახლებისას. უადგილოდ არ ვრაცხთ, მოვიყვანოთ აქ მის მიერ რნიშნული სომხების გადასახლება.
,, 450 წლიდან 550 წლამდე მტრისგან რა დაიხოცნენ ბევრი სომხები, სომხების დანარჩენ სომეხთაგან მომეტებულნი იძულებულნი გახდენენ და გადასახლდნენ მაზანდარანსა, ხორასანსა, ნეიზჰაპურსა და კუზჰისტანსა. არაბებმა რა აიღეს თარონი და დვინი, მცხოვრებნი ათასობით ტყვედ წაასხეს და დაასახლეს არაბეთსა და სირიაში; მთლად გააოხრა და დააცარიელა სომხეთი".


XI საუკუნეში კათალიკოს გრიგოლ მეორემ, ამ გადასახლებული სომხებისათვის, რამდენიმე საარქიებისკოპოსო დააარსა ეგვიპტესა , სირიასა და პალესტინაში. მეოთხე საუკუნიდან სომხები როდესაც თავიანთ მტრებს ვერ გაუმკლავდნენ სახლდებოდნენ საბერძნეთში. ამნაირი გადასახლება ხშირად მომხდარა ვიდრე იუსტინე მეორის მეფობამდე. ამან, თავის სახელმწიფოს გასადიდებლად და სასომხეთის გასავერანებლად გადაასახლა მელითანის სომხები ზოგი კონსტანტინოპოლს და ზოგი თრაკიაში. მავრა კეისარმა 581 წელს გაავსო თრაკია სომხებით და შეადგინა თავისი საუკეთესო რაზმები, კონსტანტინე კოპრონიმ მეხუთემ, მერვე საუკუნეში, აიღო არზრუმი და იქიდან გადაიყვანა სომხები და თავისი სამბრძანებლოს სხადასხვა ადგილას დაასახლა. შაჰუმ ამუნელი, არაბეთის ღმრთოების გამო ამავე საუკუნეში გადაასახლა საბერძნეთში და თან წაიყვანა 12 000 სომეხი თავიანთი ცოლშვილით.
ბერძნების კეისარმა ბასილ მეორემ ,თავის მოსაყდრეთა მსგავსად მეათე საუკუნეში, გადაასახლა თრაკიაში სომხების მრავალი ოჯახობა; აქედგან გადავიდნენ სომხები ვენეციასა და ჯინვისსა, პიზასა , რომსა, უნგრეთსა პოლონეთსა და რუსეთში. რუბენიანების მთავრობის დაცემის შემდგომ 30 000 კომლი სომხებისა გადასახლდა კვიპროსის როდოსის და კანდიის კუნძულებზე. საიდგანაც შემდგომ წავიდნენ იატლიაში. აგრეთვე როდესაც ყირიმი აიღეს ოსმალებმა, სომხებმა მიატოვეს იქაურობა და წავიდნენ ისევ იტალიასა, რომელიც გაამდიდრეს თავიანთი მოღვაწეობით და ვაჭრობით. ყირიმი მეთორმეტე საუკუნეში სავსე იყო დიდი სომხეთიოდან ძველი დროიდანვე გადასახლებულის სომხებით, მარტო კაფიაში , ანუ თეოდოსიაში 100000 სომეხი იყო. მეცამეტე საუკუნის დამლევს, მუღალთა მიერ უწყალო მოპყრობის გამო., სარაიას, აშტრახნის და ყაზანის სომხებიც გადასახლდნენ ყირიმს. სარაიდგანვე წავიდა ერთი კოლონია XIV საუკუნის დამლევს, თემურლენგის გაძლიერების დროს , ამის შემდგომ სომხებმა გაავსეს ეგრეთვე გალიცია, უნგრეთი, ტრანსილვანია, მოლოდვია , ვლახეთი, ბუგონია, ლიტუანია, პდოლია, ბანათა. ხოლო როდესაც ყირიმი დაიპყრეს ოსმალებმა , სომხები, ზოგი დაიხოცნენ, ზოგიც პოლონეთში წავიდნე 40000 კომლამდე, რომლებმაც ორნახევარი საუკუნის განმავლობაში გააბრწყინეს პოლონეთი.

მიხეილ თამარაშვილი

Прочитано :


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента