ЭКОНОМИКА

სომეხთა შემოსახლება ჯავახეთში 1829-1830 წლებში (ნაწილი I)

20.11.15 19:13




ეს სიტყვები ძალაუნებურად ერთი ცნობილი სახელმწიფო მოღვაწის გამონათქვამს გვახსენებს: ,,სომხებს ავადმყოფური ისტორიზმი სჭირთო'.რაც მავანს შეიძლება გადაჭარბებულად მოეჩვენოს,მაგრამ ძველ სომხურ საისტორიო მწერლობას თუ გადავხედავთ,ამის თქმის საფუძველს ნამდვილად იძლევა.


დღემდე არ არის დადგენილი მოვსეს ხორენაცის მოღვაწეობის დრო. მაგარმ მის თხზულებაში ,,სომხეთის ისტორია' პათოლოგიური ისტორიზმი სრულად არის წარმოდგენილი. ეს ისტორია სომხური კოსმოკრატისზმის კლასიკური ნიმუშია.,, სომეხთა ჰეროდეტემ', ირანის ისტორია მოხერხებულად მოარგო მშობლიური სომხეთის წარსულს და აქამენიდებისა და სასანიდების სამხედრო გამარჯვებები ჰაიკიდებსა და არშაკუნიანებს მიაწერა; თხრობაც ირანულ სამყაროსი გავრჩელებული პოლიტიკური თეორიების მიხედვით გააწყო და შექმნა მწყობრი კონცეფცია,რომელიც აზიური სამყაროს ფრიად მნიშვნელოვან ნაწილზე ნაწილზე ,,სამყაროს მბრძანებელი' ჰასიანების უფლებებს ასაბუთებდა'- მართებულად აღნიშნავს ისტორიკოსი- გ.ჭეიშვილი.
როგორც ვხედავთ, სხვისი სამხედრო გამარჯვებებისა და მიწების მისაკუთრების სენი სომეხი ისტორიკოსებისთვის მოვსეს ხორენაცს შეუყრია.პათოლოგიური ისტორიზმი,ეროვნული თვითგანდიდების მანია და სამყაროს მპყრობელის იდეაფიქსი ,,ველიკაია არმენიის' აღდგენია ფუჭი ოცნბის საფუძველი გახდა.უფრო სავალალოა,რომ ამ ავადმყოფურ ტრადიციას ზოგი თანამედროვე სომეხი ისტორიკოსი და პოლიტიკოსი დღესაც აგრძელებს და საქართველოს ისტორიას და მიწებს ეპოტინება. ამის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია ედუარდ ზოჰრაბიანი- სომხეთის მიმდებარე ტერიტორიების ისტორიის კათედრის დოცენტი. თურმე, ასეთი კათედრაც არსებულა ერევანში. არ იკითხავთ, რომლია მიმდებარე ტერიტორიები? ეს არის სამცხე-ჯავახეთი, მესხეთი, წალკა და ქვემო ქართლი. რაც შეეხება უძველეს ქართულ მიწას ლორე-ტაშირს, იგი სტალინმა აჩუქა საბჭოთა სომხეთს.
დოც. ე.ზოჰრაბიანი წერს - ,, ისტორიული სომხეთის , გუგარქის ქვეყნის შემადგენლობაში იყო ჯავახქის მიწა და შეადეგენდა მშობლიური სომხეთის განუყოფელ ნაწილს... ათასეული წლების მანძილზე სომეხი მოსახლეობა, სომხურად მოლაპარაკე ჯავახქი და მისი ისტორიულ-კულტურული ძეგლები, ეკლესიები, მატურები, ხაჩქარები, სადაც არი ჯავახქის სომხების წინაპართა წმინდა საფლავები, ისტორიული გარემოების გამო ხელოვნურად მოწყვიტეს დედა სამშობლოს და 1921 წელს მიუერთეს საბჭოთა საქართველოს. ამას კი წერს , მაგრამ ქართლის ოდენი საბუთი არ მოჰყავს თავის ე.წ. მოსაზრების დასამტკიცებლად . ვერც მოიტანს სარწმუნო წყაროს, რადგან მოვსეს ხორენაცის ხსენებაც არ იყო. ისტორიის გარიჟრაჟზე , ჯავახეთის მიწა ქართველი მეფის - მცხეთოსის შვილი საუფლისწულო მამულს წარმოადგენდა.
მოვუსმინოთ ლეონტი მროველს: მცხეთოსმა ჯავახოს მისცა ფანავრიდან ვიდრე ტავამდი მტკვარსა და ამან ჯავახოს არაშენა ორი ქალაქი. წუნდა და ქალაქი არტაანისა, რომელსა მაშინ ერქუა ქაჯთა ქაკაქი, ხოლო აწ ჰქვიან ჰური'
აქვე ვიტყვით, ერთხანს გაძლიერებულმა სომხებმა ზემო ჯავახეთის გარკვეული ნაწილი მიიტაცეს, მაგრამ საქართველოს სამეფომ მალე დაიბრუნა და კვლავაც თავის მფლობელობაში მოაქცია. არარას ვამბობთ ზოგიერთი სომეხი მეცნიერის დილეტანტურ ,, კვლევაზე', ჯავახეთის ეტიმოლოგიის სომხურ ენობრივ ნიადაგზე რომ ხსნის,.
ადრე შუასაუკუნეებიდან მოყოლებული, XIX საუკუნის 30-იან წლებამდე ჯავახეთის მოსახლეობის 95 პროცენტი ქართველები იყვნენ. დემოგრაფიული ბალანსი დაირღვა ხელოვნურად მას შემდეგ, რაც ერზერუმელი სომხები შემოასახლეს ჯავახეთში. ისტორიის თუ ბედის ირონიაა, რომ ჯავახეთის მიწის ქართულობის მტკიცება გვჭირდება, მაგრამ რას იზამ, სადაოდ და სამტკიცებლად გაგვიხადა ზოგიერთმა პათოლოგიური ისტორიზმით შეპყრობილმა სომეხმა მეცნიერებმა.

Прочитано :


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента