ЭКОНОМИКА

ლორე-ტაშირის მხარეში ქართული ეკლესიები უნდა დავიბრუნოთ. (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს ბონდო არველაძეს ესაუბრა შორენა მარსაგიშვილი.)

20.11.15 19:13




ვესაუბრებით არმენოლოგ ბონდო არველაძეს. იგი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, სთხოვდა სქართველოს ხელისუფლებას, ლორე-ტაშირის მხარეში არსებული ეკლესიებისთვის ყურადღების მიქცევას და ამ ეკლესიების შესახებ წერილიც გამოაქვეყნა.
შ.მ.-რატომ დარჩა სომხური მედია გარეგინის ვიზიტით უკმაყოფილო, რას ელოდებოდა ერევანი?
ბ.ა. ჩემთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა მოთხოვნები, რომლებიც გარეგინ მეორემ წამოაყენა. ამ ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე ,,ახალი თაობისთვის' მიცემულ ინტერვიუში განვაცხადე, რომ სომეხთა კათალიკოსი 2 საკითხს დაყენებდა: ეს იქნებოდა ეკლესიების გადაცემისა და საქართველოში სომხური ეპარქიისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. მართლაც ასე მოხდა. მე ვიმედოვნებდი, რომ ჩვენი საპატრიარქოც დააყენებდა ანალოგიურ მოთხოვნას ეჩმიაძინის წინაშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.


შ.მ. თქვენ წლების წინ დაწერეთ წერილი, სადაც საუბარია სომხეთში არსებული ქართული ეკლესიების შესახებ. თქვენ ხელისუფლებას აძლევდით რეკომენდაცია, რომ ქართული ეკლესიების გადაცემა მოეთხოვათ. მაშინ რატომ არ იღებს ყურად თქვენი მოთხოვნა?
ბ.ა. ვერ გეტყვით, როგოც ჩანს, სათანადო დროს ელოდებოდნენ. მთავარია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა. წერილს რაც შეეხება, ის მე რამდენიმე წლის წინ დავწერე. ხელისუფლებასა და საპატრიარქოს ვთხოვდი, პრეტენზიები გამოეთქვათ ამ ეკლესიებზე. ძალიან კარგია, რომ ჩვენმა პატრიარქმა ეა საკითხი დასვა. იმედი მაქვს , საპატრიარქო დაიბრუნებს ამ ეკლესიებს.
შ.მ. ბატონო ბონდო, როგორც ამბობენ, გარეგინ მეორე 6 ეკლესიის დაუყოვნებლივ მოთხოვნას აპირებდა. ამაზე საუბარი სომხურ პრესაში ადრეც იყო.
ბ. ა. სომხურ მედიაში ბევრი რამე იწერება . მავანი და მავანიო დაჟინებითადა დაუყოვნებლივ ითხოვდა სადავო ეკლესიების გადაცემას. ამ ვიზიტის დროს სადავო ეკლესიების საკითხი დადგა. თუმცა სომეხთა კათალიკოსს მათი გადაცემა დაუყოვნებლივ არ მოთხოვუია, ვერც მოითხოვდა, რადგანაც სადავო ეკლესიების საკითხი სათანადო კომისიამ უნდა შეისწავლოს.
შ.მ. ვინ უნდა შევიდეს ამ კომისიის შემადგენლობაში?
ბ. ა. ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები. უნდა დადგინდეს, ქართული წარმომავლობა აქვს ეკლესიას თუ სომხური . თუ გაირკვა , რომ ეს ტაძრები არის სომხური, უნდა გადაეცეს სომხებს. იგივე უნდა მოხდეს სომხეთშიც. იქაც უნდა შეიქმნას სწავლულთა კომისია, რომელიც დაადგენს სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ეკლესიების წარმომავლობას. ამ კომისიებმა მერე თავიანთი დასკვნები უნდა შეაჯერონ. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაისვას სადავო ეკლესიების გადაცემის საკითხი.
შ.მ. რამდენ ხანში შეიძლება მოხდეს ამ საკითხის შესწავლა.?
ბ.ა. ამას საკამაო დრო დასჭირდება. მთავარია რომ პროცესი დაიწყოს.
შ.მ. სომხურმა პრესამ გარეგინ მეორის ვიზიტი უარყოფითად შეაფასა. თქვენი აზრით , რატომ მიაჩნიათ , რომ მათმა კათოლიკოსმა საქართველოში ფიასკო განიცადა?
ბ.ა. მათ ეტყობა დიდი მოლოდინი ჰქონდათ. ისინი ჯერ კიდევ წლების წინ ითხოვდნენ ამ ეკლესიების გადაცემას. ეგონათ, მათი კათალიკოსის ვიზიტის შემდეგ ქართული მხარე ეკლესიებს დაუყოვნებლივ გადასცემდა. ასეთი საკითხები კი ასე მარტივად არ წყდება. მათ რატომ ეგონათ ასე, ვერ გეტყვით. მაშინ მათაც დაუყოვნებლივ უნდა გადმოგვცენ ლორე-ტაშრის მხარეში არსებული ქართული ეკლესიები.
შ.მ. სომხური მხარე აღიარებს ამ ეკლესიების ქართულ წარმომავლობას ?
ბ.ა. სომეხმა მეცნიერებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის ქართული ქალკედონური ეკლესიები. ისინი ძირითადად, შუა საუკუნეებში აშენდა. ზოგიერთი სომეხი მეცნიერი ამტკიცებს , რომ ეკლესიები ქართველების კი არა, მათი აგებულია.
შ. მ. სომხებს როგორ უნდა აეგოთ ქალკედონური ეკლესიები?
ბ.ა. ამტკიცებენ , რომ ქალკედონი სომხებმა ააგესო. ეს ეკლესიები აგებულია ქართველების მიერ, რომლებიც იქ ცხოვრობდნნ. ამას მოწმობს იქ არსებული წარწერები. ერთ-ერთ ქვაზე წერია, ეს ძნელაის-ძეთ ოთხმა ძმამ გავაკეთოთ. ასეთი წარწერები უამრავია. მათ ქართულ წარმომავლობაზე ეპიგრაფიკა ნათლად მოწმობს.
შ.მ. როგორ აღმოჩნდა ეს ეკლესიები სომხების ხელში?
ბ.ა. საქართველომ უამრავ შემოსევას გაუძლო. ურიცხვი შემოტევების შედეგად საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთად დაიშალა. მოსახლეობისგან დაიცალა საქართველოს კუთხეები. ასევე დაიცალა ლორე -ტაშირის მხარე ქართველებისაგან. ქართული ეკლესიები დარჩა იქ. სამწუხაროდ აღარ აღევლინება ქართული წირვა -ლოცვა. იქ ქართველები აღარ ცხოვრობენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ეკლესიები ქათველმა მხარემ არ უნდა დაიბრუნოს. იქ ქართველთა ბერ-მონქზვნები იმოღვაწევებენ
შ.მ. სომხური მხარე თბილისში 5 ეკლესიას გვედავება. მათ აქვთ იმის დამამტკიცებელი საბუთები, რომ ეს ეკლესიები ნამდვილად სომხურია?
ბ.ა. მათ ხშირად მოაქვთ სხვადასხვა არგუმენტები. სომხები ამ საკითხზე დიდი ხნის განმავლობაში და საფუძვლიანად მუშაობდენენ. ისინი, ცდილობდენენ ყველაფერი ქართული წაეშალათ. შეგნებულად ხდებოდა ქართული წარწერების წაშლა ამას მიზანმიმართუილად აკეთებდენ როგორც სომხეთში მდებარე ქართულ ტაძრებში , ასევე თბილისსა და საქართველოს სხვა კუთხეებში. ქართული წარწერებუის ნაცვლად სომხურ წარწერებს აკეთებდნენ.
შ. მ. თქვენ ბრძანეთ, რომ სხვდასხვა არგუმენტები მოჰყავთ ამ ეკლესიების სომხური წარმომავლობის დასამტკიცებლადო. რა ტიპის დოკუმენტებზეა საუბარი?
ბ.ა. საბუთები , რომლის ძალითაც სომხურ ეკლესიას აგებდნენ, წესრიგში აქვთ. იქ ჩანს, რამდენი ურემი კირი, ქვიშა, ქვა მიიტანეს , რამდენი მუშახელი შრომობდა. ძირითადად, ამ დოკუმენტებს გვიფრიალებან. თუმცა , ეს არ არის საკმარისი მტკიცებულება. ამ საკითხს სერიოზული შესწავლა სჭირდება . ასე თუ წავიდა საქმე, ზოგიერთი ვაი-მეცნიერი ამტკიცებს , რომ ქართველებს ჩვენივე მიწაზე არაფერი აგვიშენებია ქართული.
შ.მ. იმ სადავო ეკლესიებზე რას გვეტყვით, ჩვენ გვაქვს დოკუმენტები , რომლითაც დავმტკიცებთ ამ ეკლესიების ქართულ წარმომავლობას?
ბ.ა. ადრე ისინი ბევრ ეკლესიას გვედავებოდნენ , მაგარმ ახლა ექვს ეკლესიამდე ჩამოვიდნენ. აქედან 5 ეკლესია თბილისშია. ავლაბრისაკენ სადავო ეკლესიაა- კამირ ავეტარანი და სურბ მინასი. სურბ გევორქის ეკლესია , მეიდნის თავზე, რომ დგას, მოღნინის სურბ გევორქის ლადო ასათიანის ქუჩის ბოლოს, ლესელიძის ქუჩაზე ნორაშენის ეკლესიაა, სომხების თქმით ეს ეკლესია 1467 წელს სადათის მიერ არის დაფუძნებული . ჯვარის მამის ტაძართან , სურბ შვანის ეკლესიია დგას. სურბ გევორქის ეკლესია , ადრე როგორც ქართული ისე იყო ცნობილი. სომხების ხელში მონღოლების შემოსევის შემდეგ აღმოჩნდა მეცამეტე საუკუნეში. სურბ ნშვანის ეკლესიაც ქართული იყო. ის წმინდა ნიკოლოზის სახელობისა იყო. ამას მოწმობენ პლატონი იოსელიანი , ზაქარია ჭიჭინაძე, გ. აღაიანცი და თავად ეკლესიის წყობაც. 1701 წლის შემდეგ ის სომხებმა ჩაიგდეს ხელში. მაშინ თბილისში სომეხი მამასახლისები იყვნენ მელიქ გევორქი და მისი შვილი. შემდეგ ეკლესიას ზემოდან დააშენეს და სომხური წესით შეცვალეს. ისინი ყოველთვის კარგად იყენებდნენ საქართველოს ბეხდუკურმართობას და ჩვენს ეკლესიებს იტაცებენ.
შ.მ. სომხურ პრესაში ჩვენს პატრიარქს ,,ნომერ პირველი შპიონი' უწოდეს. ამასთან დაკავშირებით რას იტყვით?
ბ. ა. რა უნდა ვთქვა? ეს არის სამარცხვინო . ასეთი რამე ვინმე შაჰნავაზარიანმა დაწერა. მან ჩვენი პატიარქი ასე იმიტომ მოიხსენია, რომ ისინი ვიზიტის დროს თან ახლდა გარეგინ მეორეს. ამით ჩვენმა უწმიდესმა პატივისცა სტუმარს. მათ კი ჩათვალეს, ილია მეორე მათ კათოლიკოსს იმიტომ გაჰყვა, რომ გაეკონტროლებინაო. ეს არის სამარცხვინო . ამით სომხურმა მედიამ თავის კათოლიკოსს მიაყენა შეურაცხყოფა.

Прочитано :


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента