ЭКОНОМИКА

დავით აღმაშენებელი

20.11.15 19:14




საქართველოს XII საუკუნის I მეოთხედში მნიშვნელოვანი ურთიერთობა ჰქონდა სამხრეთ აღმოსავლეთის მეზობლებთან სომხეთსა და შირვანთან. 1118 წელს დავითმა ტაშირ- ძორაკერტის სამეფოს საქართველოს შემოუერთა-აიღო ლორე. სომეხი ისტორიკოსი ვარდან ბარძბერდეცი გადმოგვცემს,რომ საქართველოს შემოუერთდა ტერუნაკანი,კაინი,კაიწონი,ტაუში, მაჰკანაბერდი და სხვა.

ლორე ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებული სომხე მმართველთა სახელმწიოს ტაშირ- ძორაკერტის სამეფოს ცენტრი იყო კვირიკე II-ის მმართველობის (1048 1090წწ) დროიდან. კვირიკიანმა მეფეებმა ქართული ციხესიმაგრე სამშვილდე თავის რეზიდენციად აქციეს.ტაშირ- ძორაკერტის სამეფო ჯერ ანისის სომხური სამეფოს ვასალი იყო,სემდეგ საქართვერლოს მეფის ბაგრატ IV-ის (1027-1072)წწ. მფლობელობაში მოექცა.დავით IV აღმაშენებელმა თურქ-სელჩუკებისაგან გაათავისუფლა ტაშირ- ძორაკერტის სამეფო და უშუალოდ შემოუერთა საქართველოს(1118წ) გააუქმა სომხური მმართველობა,აქედან მოკიდებული დავით აღმაშენებლის ტიტულატურას (,,მეფე აფხაზთა,ქართველთა,რანთა და კახთა') მიემატა ,,სომეხთა მეფის' წოდება.ეს სხვადასხვა დოკუმენტშია დამოწმებული.ასე მაგალითად,ბრიტანეთის მუზეუმში დაცულ დავით აღმაშენებლის მონეტაზე წარწერაა: ,,ქ ,,მეფე აფხაზთა,ქართველთა,რანთა და კახთა' .დავით IV სომეხთა მეფედაა მოხსენიებული მეფის საამო ჯვრის წარწერაშიც.
უდიდესი მნიშვენელობა ჰქონდა დავით აღმაშენებლის მიერ შირაკის სამეფოს დედაქალაქის ანისის თურქ -სელჩუკებისაგან გათავისუფლებასა და საქართველოსათვის შემოერთებას.დავით აღმაშენებლის წარმატებები აღფრთოვანებდა სომხებს და იმედს უჩენდა რომ საქართველოს დახმარებით თვითონას შესძლებდნენ მომხდური მტრის ბატონობისაგან თავის დახსნას. დავით რმაშენებლის მოქმედება თანაგრძნობასა და მოწონებას პოულობდა სომეხ ხალხში იმიტომ,რომ მათ შორის რელიგიური,სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული სიახლოვე იყო თანაც საქართველოს მეფე ებრძოდა სომეხთა დამპყრობლებს.
დავით აღმაშენებელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სომხეთის ყოფილი ტერიტორიების გათავისუფლებას თურქ-სელჩუკი დამპყრობლებისაგან.ზემოთ აღინიშნა სომხეთის ზოგიერთი ციხის აღებისა და ტაშირ-ძორაკეთის სამეფოს საქართველოს სახელმწიფოსათვის შემოერთების შესახებ. ქართველთა მეფე დავითმა მოახდინა სპარსთა ჯარების სასტიკი ჟლეტა,თითქმის 20 000 კაცი მოსპო და აიღო სომეხთა სატახტო ქალაქი ანი,რომელი 60 წელიწადს იმყოფებოდა ტყვეობაში.
როგორც ჩანს სომეხმა თავკაცებმა დავით აღმაშენებელი მიიწვიეს ანისიდან მუსლიმთა გასადევნად და ქალაქის გასათავისუფლებლად. XII საუკუნის დასაწყისში ქალაქს ფლობდა აბულ-ასვარი.იგი ავიწროებდა ქალაქის მოსახლეობას,უდიერად ეპყრობოდა მათ რწმენას.სომეხი ისტორიკოსი ვარდან ბარძბერდეცი გადმოგვცემს ,რომ მან ქ.ხლათიდან ჩამოატანინა ვერცხლისაგან გამოჭედილი ნალი და სომხური ეკლესიის გუმბათზე დაადგმევინა.ამგვარმა საქციელმა აღაშფოთა ანელები და დახმარებისათვის დავით აღმაშენებელს მიმართეს.
მართლაც დავით აღმაშენებელი თანაგრძნობით შეხვდა ანელთა თხოვნას.საქართველოს მეფემ ანისის მიზგითად ქცეული ტაძარი გაათავისუფლა .დავით აღმაშენებელმა ანისი და მისი ,,მიმდგომი' ქვეყანა საქართველოს სამეფოს შემოუერთა,მეფემ ანისის გამგებლად ქართველი დიდებულები აბულეთი და მისი შვილი ივანე დატოვა,შემდეგ დავითმა დაიპყრო ვანანდისა და არარატის პროვინციაში მდებარე ოლქები,აგრეთვე ქვეყნები კასპიის ღვამდე,ხაბანდა არტახის პროვინციაში და სხვა.ამგვარად,დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა სომხური პროვინციების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ პერიოდში ხდება სომეხთა გადასახლება და დამკვიდრება საქართველოში,საიწყო ახალი ხანა ქართველი და სომეხი ხალხის ურთიერთობაში.და ბუნებრივია,რომ სომეხმა ისტორიკოსებმა დიდების შარავანდებით შემოსეს ქართველი მეფე.
ქართული და სომხური ეკლესიების გაერთიანების საკითხმა სწორედ დავით აღმაშენებლის მეფობის დროს იჩინა თავი.საქართველოს მეფე ცდილობს სომეხთა და ქართველთა სარწმუნოებრივ გაერთიანებას,აღნიშნული პროგრამის გადასაჭრელად საგანგებო კრება გაიმართა.
აღნიშნულ დიალოგ-დისკუასიაში საქართველო მეფის მოწვევით მონაწილეობდა იოანე ქართლის კათოლიკოსი არსენ იყალთოელი, ეპისკოპოსები , მეუდაბნოენი, მეცნიერნი და სხვა.
ქართლის ცხოვრების სომხურ თარგმანში მითითებულია,რომ დავით აღმაშენებელმა ,,მარტივი და ცხადი სიტყვებით დააწყნარა ორივე მხარე და კრება გაუშვა'.
თავისთავად დიალოგი ქვეყნის მშვიდობიანობას განაპირობებდა,დიალოგთან ერთად ტოლერანტობა სხელმწიფო პოლიტიკის დონეზე იყო აყვანილი.ფრიად მნიშვნელოვანი იყო XII საუკუნეში.საქართველოს სამეფოს ტერიტორიაზე მყოფი უცხო ეროვნებისა და არაქრისტიანულ სარწმუნოებათა მიმდევრების უფლებრივი მდგომარეობა.
საქართველოში მიმდინარეობდა ბრძოლა ერთიანი რელიგიისათვის,საეკლესიო პოლიტიკაში დაშვებულ იქნა გამონაკლისი იმ მოსახლეობის მიმართ,რომელთაც ძველთაგან საკუთარი რელიგია და ეკლესია ჰქონდათ.ეს უპირათესად არაქართველი მოსახლეობა იყო,რომელთა უმეტესობა არაბები,სომხები,სპარსელები და თურქები იყვნენ სახელმწიფო ხელისუფლება ატარებდა თავის რელიგურ პოლიტიკაში ატარებდა სარწმუნოებათა თავისუფლების რჯულთ-შემწყნარებლობის პრინციპს.არაბი ისტორიკოსის ალ ფარიკის ცნობით,მას შემდეგ რაც დავით აღმაშენებელმა,რაც თბილისი შემოიერთა მასშემდეგ გასცა ბრძანება მუსლიმთა რელიგიის ხელშეუხებლობის შესახებ და გარკვეული პრივილეგიები მიანიჭა მათ.
ყოველმხრივ უწყობდა ხელს საქართველოში მცხოვრებ სომხებს,რათა ამ უკანასკნელთ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა მიეღოთ.დავით აღმაშენებელმა,ხელი შეუწყო სომხური ეკლესიის აღორძინებას,საქართველოს სამეფო ხელისუფლების ტოლერანტოპბა არ იყო მხოლოდ მეფეების სუბიექტური სურვილის შედეგი.ვაჭრები საქართველოში ძირითადად სომხები,მუსლიმები და ებრაელები იყვნენ,შეუწყნარებლობა სხვა რჯულზე ყოფნის გამო გაუმართლებელი იქნებოდა,განვითარებული ვაჭრობა ქვეყნის ცენტრალიზაციას ემსახურებოდა.
შემთხვევითი არ იყო რომ გზებზე საგანგებო სახლები აშენდა , სატრანზიტოი გზებბი მოწესრიგდა, აიგო ხიდები. ეს ყველაფერი შეუფერხებელი მიმოსვლისათვის კეთდებოდა.
ამგვარად, XII საუკუნის I მეოთხედში და მის მომდევნო ხანაში საქართველოს წინა აზიის ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფი იყო, რომლის პოლიტიკისათვის დამახასიათებელი იყო ტოლერანტობა, მოლაპარაკება-დიალოგები ურთულეს პრობლემებზე, მათ შორის რელიგიათა თანაარსებობის პრობლემებზე. ასე რომ, სახელმწიფოში რჯულთშემწყნარებლობა და ერთშემწყნარებლობა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აუცილებელ კომპონენტად იყო ქცეული.

როინ მეტრეველი

Прочитано :


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента