ЭКОНОМИКА

სომხებმა ხელი უნდა აღონ ქართველთა დევნაზე

20.11.15 19:15




სომხებმა ხელი უნდა აიღონ ქართველთა დევნაზე , მათთვის სამშობლოს წართმევაზე, რისთვისაც ისინი სარგებლობენ ქართველთა დროებითი, მეტად შევიწროვებული მდგომარეობით და დიდი ბოროტებით ნუ მიუზღვევენ მათ იმ დიდი სიკეთისათვის, რომელიც ქართველებს სომხების მიმართ გამოუჩენიათ მათი უდიდესი გასაჭირის ჟამს, სიკეთითვე უნდა უპასუხებდნენ .ე.ი. სომხები ქართველების მიმართ უნდა იჩენდნენ ისეთივე ძმურ, ჰუმანურ კეთილმოსურნეობას, როგორც ქართველები იჩენდნენ გადმოხვეწილ სომეხთა მიმართ იმით, რომ ძმურად შეიფარეს , ყველა უფლებაში გაათანასწორეს ქართველებთან და არც ერთი წუთით ოდნაცვადაც არ აგრძნობინებდნენ, რომ ისინი უცხო მხრიდან მოსული სტუმრები არიან.


ჩვენს მოვალეობათ ვთვლით, სომხებსაც და ქართველებსაც მოვაგონოთ, რომ უძველეს დროში სომხეთის სამეფოს ნაადრევი დაცემა და საქართველოს სამეფოს ძლიერი შესუსტება პირდაპირი შედეგი იყო იმ ბრძოლისა, რომელიც მათ შოტრის გაიშალა. სარწმუნოებრივი ერთიანობის ფდარვევისა და ეკლესიათა გაყოფის შდეგად. აჟამად სარწმუნოებრიცი შუღლი ძველებურ როლს აღარ თამაშობს, მაგრამ მის ადგილს ეკონომიური და და ეროვნული პრინციპები იკავებენ.
საჭიროა , რომ სომხებმა შეკვეცონ თავიანთი მადა, საერთოდ, ქართული დოვლათის მიმართ და კერძოდ, სიხარბით გამოწვეულ თავიანთ ახლანდელ მისწრაფებათა ერთგვარი გამართლებისათვის არ ამტკიცონ ის სრულიად ყალბი აზრი მ რომ აღმოსავლეთ საქართველო უძველს დროში დიდ სო,ხეთში შედიოდა , მაშინ როდესაც, სინამდვილეში , პირიქით იყო: თვით სომხეთი თავისი ,,შეუდარებელი' (ჯანშიევის გამოთქმა) სატახტო ქალაქით, ანით, საქართველოს სამეფოს ნაწილს შეადგენდა დავით აღმაშენებლის, გიორგი მესამის ,თამარ მეფი9ს დროს და თითქმის მთელი შა საუკუნეების მანძილზე, რაც თვით სომეხი ისტორიკოსების მიერ კატეგორიულად აღიარებული, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია.. ამაოდ ნუ უარყოფენ, წინააღმდეგ ყველა გამოჩენილი ევროპელი და რუსი აღმოსავლეთმცოდნის ( ლენორმან -მასპერო) მტკიცებისა, რომ ურარტუელები , რომლებმაც კაცობრიობის ისტორიაში პირველებმა აღმართეს ჰუმანურობის დროშა მტრების მი8მართ, ქართველთა წინაპრები იყვნენ. შემგედ ამისა ნუ იღებენ ყველანაირ პროცენტებს, ყოველგვარი უსამართლობით ნუ ისაკუთრებენ ადგილ მამულებს. ძალით ნუ ახვევენ თავს ენას და ქართველთა კათოლიკეთაც, რომლებიც აღშფოტებულები არიან ამ ძალადობით ზეპირად და წერილობით ხმამაღლა აცხადებენ პროტესტს ამის წინააღმდეგ, რადგან თავის თავს წმინდა ქართველებად თვლიან, სხვათაშორის იმის გამოც , რომ სომეხი სამღვდელოების ბ საუკუნოპვანი ცდა მათში სომხური ენის დანეგვისა ამაო გახდა.
კიდევ ერთი მაგარმ უკანსკნელი შენიშვნა : სომხები არასოდეს არ უნდა ივიწყებდნენ , რომ ქართველები კავკასიის ერთადერთი ხალხია, რომლისთვისაც ჯერ კიდევ უცხოა სისტემური მტრობის ის გრძნობა , რის მატარებლების სომხების მიმართ არიან კავკასიის სხვა ტომები. ასე რომ, თუ ქართველები აიძულეს რომ მსომეხთა მიერ ქართველთა დევნის საპასუხოდ არმენოფობობისა და ბოიკოტირების დროსა გაშალონ , მაშინ ამ დროშას სიხარულით შეუერთდება კავკასიის ყველა ხალხი. აქედან ცხადიაბ, რომ სომეხთა მიერ კეთილმეზობლური დამოკიდებულების პრინციპის დაცვა უწინარეს ყოვლისა მათი პირდაპირი , უაღრესად საარსებო , ყველაზე ძვირფასი ინტერესებიდან გამომდინარეობს. ჩვენ სრულიად გულწრფელად სუფთა გულით ვუსურვებდით ჩვენს მეზობლებს ამ ინტერესების გამარჯვებას. სულითა და გულით გვწადია მათი თავისუფალი , შეუზღუდველი განვითარება , მაგრამ მხოლოდ სომეხი ერის ბუნებრივ საზღვრებში. სომხებისათვის ყოველგვარი სიკეთის მოსურნეობის ეს ჩვენი გრძნობა გამომდინარეობს არა მარტო ყველასთვის სავალდებულო ჰუმანურობის იმ ელემენტარული წესიდან , რომლის მიხედვით ადამიანს სიკეთე უნდა სურდეს ყველა ტომისა და ხალხისათვის , არამედ კიდევ სხვა , ასე ვთქვათ, სპეციალური გულისწადილიდან . სომეხი ხალხი ისეთივე მრავალტანჯულია ისტორიაში , როგორიცაა ქართველი ხალხი, და ეს ერთი და იგივე ისტორიული მიზეზებითა და გარემოებებით იყო გამოწვეული. ასე, რომ ქართული ანდაზისა არ იყოს , ორივე ხალხი ერთსადა იმავე ტაფაზე იხრაკებოდა. ბოლოს, ქართველების მსგავსად, სომხებიც მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული თავისებური ხალხია და საკუთარ ეროვნულ ძალთა თავისუფალი განვითარების ისეთ პირობებში, რომლისთვისაც უცხო იქნება გამხრწნელი ექსპლოატატორობა, შეუძლია, თავის თანამოძმე მეზობელთა მსგავსად, საერთო - საკაცობრიო კულტურის ზღვას შეუერთოს ნაყოფიერ აზრთა, გრძნობათა , მისწრაფებათა თავიებური, სრულიად მაცოცხლებელი ნაკადი.

იაკობ გოგებაშვილი

Прочитано :


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента