ЭКОНОМИКА

„რა სტატუსიც ექნება საქართველოს ეკლესიას სომხეთში იგივე სტატუსი ექნება სომხეთის ეკლესიას საქართველოში’’

20.11.15 19:15




2011 წლის 10 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყოველთა სომეხთ კათოლიკოსი გარეგინ II.
საზღვართან წმინდა სინოდის წევრებთან ერთად მას დახვდა სრულიად საქართველოს კათოლოკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია II.


სოფელ სადახლოში,დახვედრისას კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ სომეხთა კათოლიკოსთან მისალმებისას აღნიშნა: „იმედი მაქვს,რიომ თქვენი ვიზიტი უფრო განამტკიცებს ქართველ და სომეხ ხალხებს შორის ურთიერთობებს'.სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ განაცხადა: „მოხარული ვარ ,რომ საშუალება მომეცა საქართველოში ჩამოვსულიყავი;აქ ვიმყოფები როგორც თქვენი პირადი მოპატიჟებით,ასევე სომეხთა თემის კერძო მოწვევით,თქვენთნ ერთად მინდა დავლოცო ჩვენი ერები,ჩვენი შთმომავლობა.ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მათში ქრისტიანობის სიყვარული,მეგობრობა და ასევე რწმენა ღვთისადმი.მოხარული ვარ,რომ მომეცა შესაძლებლობა,ვისაუბროთ იმ საკითხზე,რომელიც აინტერესებს ჩვენს ეკლესიებსა და ჩვენს ხალხს.სწორედ აქ საქართველო-სომხეთის საზღვარზე,აღვავლენთ ლოცვებს,რომ უფალმა გააძლიეროს ჩვენი ერები'
იმავე დღეს სტუმრებმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან ერთად დაათვალიერეს ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი,სადაც შედგა არაოფიციალური მისალმება.უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ბრძანა:,,თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ასევე სომხეთისთვის.დარწმუნებული ვარ,ეს სტუმრობა უფრო მეტად განამტკიცებს ჩვენს ძმურ ურთიერთობას და ვფიქრობ,ყველაფერს გააკეთებთ იმისათვის,რომ გაძლიერდეს ეს ურთიერთკავშირი.როცა უჭირდა სომხეთს,უჭირდა საქართველოს და როცა უჭირდა საქართველოს,უჭირდა სომხეთსაც.ამიტომ ის ძმური ურთიერთობა,რომელიც ოდითგანვე არსებობდა ჩვენს შორის,კვლავ უნდა გაძლიერდეს'.
იმავე საღამოდ სომხეთის ეკლესიის დელეგაცია შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს ,ბატონ მიხეილ სააკაშვილს.პრეზიდენტმა სტუმრები თავის რეზიდენციაში მიიღო.
11 ივნისს,დილის 11 საათზე,საპატრიარქო რეზიდენციაში შედგა სომხეთის ეკლესიის დელეგაციის ოფიციალური მეღება,რის შემდეგაც დახურულ ფორმატში გაიმართ საუბარისრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან.
კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სომეხ სტუმრებთნ საუბარში აღნიშნა:,,დიდად ვაფასებ თქვენს ისტორიას : საქართველო პატივს სცემს თქვენს კულტურას,თქვენს წარსულს.ვფიქრობ,დღეს,როდესაც მიმდინარეობს მსოფლიო გლობალიზაციის პროცესი,ჩვენ-ორივე ეკლესიამ და ორივე ქვეყანამ -უნდა შევინარჩუნოთ საკუთარი ეროვნული და სულიერი საუნჯე'.
სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგან II-მ უწმიდეს და უნეტარეს ილია II-სთან საუბარში კმაყოფილება გამოხატა საქართველოში სტუმრობის გამო და შეეხო იმ საკითხებს,რომლებიც,მისი აზრით,მოსაგვარებელია.კერძოდ,მან აღნიშნა:,,ჩვენტვის სასიამოვნოა იმ სულიერი გაბრწყინებისა და წინსვლის ხილვა,რასაც დღეს საქართველოს ეკლესია განიცდის;ამ საქმეში,ისევე,როგორც საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა,აქტიურ მონაწილეობას იღებს საქართველოს სომხური თემიც.სამწუხაროდ,თქვენი ქვეყნის სულიერი და ეროვნული განვითრების მიუხედავად,ჩვენი ეკლესია საქართველოში თვისი მოწოდების შესრულებისას გარკვეულ სიძნელეებს აწყდება'...
სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ განმარტა,რომ საქართველოსა და სომხეთის ეკლესიებს შორის მოსაგვარებელი საკითხები შესაძლოა ორ ნაწილად განვიხილოთ:ესაა იურიდიული სტატუსი,რომელიც ამ ქვეყნებში ექნება ეკლესიებს და ტაძრების საკუთრების საკითხი.
ამასთნ დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქმა ილიაილია II-მ განაცხადა: „რა სტატუსიც ექნება საქართველოს ეკლესიას სომხეში,იგივე სტატუსი ექნება საქართველოს ეკლესიას სომხეთში,იგივე სტატუსი ექნება სომხეთის ეკლესიას საქართველოში.რაც შეეხება ტაძრების საკითხს:ის მოთხოვნები,რომელიც არსებობს ქართველების მხრიდან სომხეთისადმი და, თვის მხრივ, სომხების პრეტენზიები საქართველოს მიმართ,სამეცნიერო დონეზე უნდა განვიხილოთ.თაძრების საკითხი მეცნიერებმა საგულდაგულოდ უნდა შეისწავლონ...ორივე მხარეს აქვს საბუთები იმისა ,რომ სომხური ეკლესიები არსებოვდა საქართველოში,ისევე,როგორც ქართღული ეკლესიები არსებობდა სომხეთში.ჩვენ მოვიწვევთსამეცნიერო კომისიას,რომელიც ორივე მხარის პოზიციებს განიხილავს'.
უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ასევე აღნიშნა:,,არ შეიძლება ურთიერთობებსა და პრობლემებზე ცალმხრივად საუბარი,ურთიერთობა ორმხრივი უნდა იყოს.როცა ვსაუბრობთ ამა თუ იმ ეკლესიის დაბრუნებაზე,კარგად უნდა დადგინდეს,თუ ვის ეკუთვნოდა იგი წარსულში.ჩვენ აუცილებლად უნდა ვთქვათ,რომ პრობლემები სომხეთის მხარესაც აქვს და საქართველოსაც;ქართველებსაც გვაქვს ჩვენი მოთხოვნები.იმედი მაქვს,რომ თვენი უწმიდესობა ხელს შეგვიწყობს ჩვენი ეკლესიებისა და მონასტრების დაბრუნებაში.
ჩვენს ურთიერთობაში,რომელიც სამაგალითო უნდა იყოს,არ შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ცალმხრივი მოძრაობა;ინტერესები ორმხრივად უნდა იყოს გათვალისწინებული'.
შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სტუმრებს საპატრიარქოს ბაღი და მარანი დაათვალიერებინა.
იმავე დღეს სომხეთის ეკლესიის დელეგაცია თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯევანის პანთეონს ეწვია,სადაც მათ სომხური სათვისტომოს წარმომადგენლობა დახვდა.დელეგაციის წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს სომეხი მწერლის-რაფის საფლავი.გარეგინ II-მ შეკრებილ ადგილობრივ სომხურ მ0ოსახლეობას სიტყვით მიმართა და პარაკლისი გადაიხადა.
12 ივნისს,10.00 საათზე,სტუმრები დაესწრნენ სურბ ეჩმიაძინის სახელობის ეკლესიის ეზოში მდებარე კულტურული ცენტრის ,,ჰაიარტუნის' გახსნის ცერემონიალს.იმავე დღეს შედგა ავლაბრის სურბ ეჩმიაძინის სახელობის ეკლესიის ცხება და წირვა აღევლინა.
13 ივნისს,სომხეთის ეკლესიის დელეგაცია,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად გაემგზავრა ახალციხეში.რაიონის შესასვლელთან სტუმრებს დახვდნენ ეპარქიის სასულიერო პირები და ადგილობრივი მთავრობის წევრები.
ქალაქ ახალციხეში სტუმრებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს თამარ მეფის ძეგლთან, მოინახულეს ამალების სახელობიოს ტაძარი.
იმავე დღეს სომხეთის ეკლესიის დელეგაცია ეწვია სურბ გრიგორ ლუსავორიჩის სახელობის სომხურ ეკლესიას და ახლციხის ჰოვანეს თუმანიანის სახელობის ნომერ 3 საჯარო სომხურ სკოლას.
14 ივნისს სომხეთის დელეგაცია ეწვია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის რეზიდენციას. იმავე დღეს სტუმრები გაემგზავრნენ ასპინძაში, გაიმართა საზეიმო შეხვედრა რაიონულ ცენტრში ასოინძის სომხურ მოსახლეობასა და დამალის სომხურ სათვისტომოს წარმომადგენლებთან.
უწმინდესმა გარეგინ II -მ . თანხმლებ პირებთან ერთად, ლოცვა აღავლინა ახალქალაქის სურბ ხაჩის სახელობის ეკლესიაში;შედგა შედგა ხაჩქარის გახსნა ეკლესიის ეზოში.დელეგაციის წევრებიშეხვდნენ და ესაუბრნენ ადგილობრივ სომხურ მოსახლეობას.
იმავე დღეს,ახალქალაქში,კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-სთან ერთად სტუმრებმა მოიინახულესწ მთავარანგელოზ მიქაელიეს სახელობის ქართულ ეკლესია და ტურნირის სუდარის მუზეუმი, ეწვივნენ ახალქალაქის დერენიკ დემირჭიაბის სახელობის ნომერ 4 და ნომერ 2 საჯარო სომხურ სკოლებსა და წმინდა ზოსიმე კუმორდოელის სახელობის ქართულ სახელოებო სასწავლებელს.
15 ივნისსს სეომხეთის ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრა ნინოწმინდაში, სადაც ქალაქის ცენტრში შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას, ესტუმრა ხოჯაბეგის სურბ სარგისის სახელობის ეკლესია, მოინახულა ნინოწმინდის ბავშთა სახლი.
იმავე დღეს მოეწყო სომხეთის დელეგაციასთან საზეიმო შეხვედრა წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში . სტუმრები შეხვდნენ ადგილობრივ სომხური მოსახლეობას.
ვიზიტის ფარგლებში სომხეთის ეკლესიის დელ;ეგაციამ ასევე მოინახულა: ხელოვნების სახლმწიფო მუზეუმი, ეწვია სომხეთის საელჩოს საქართველოში და საზოგადოებრივი და კულტურული სფეროს მოღვაწეებს თბილისის ,,დავითიანების' სახელობის თოჯინების სახლში.
15 ივნისსვე სომხეთის ეკლესიის დელეგაცია სამშობლოში დაბრუნდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წმინდა სინოდის წევრებთან და სხვა თანხმლებ პირებთან ერთად სტუმრები სომხეთის საზღრამდე მიაცილა.

მარიამ გაგუა

Прочитано :


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента