ЭКОНОМИКА

ლორეს სადავო ეკლესიების საკითხი კვლავ ღიად რჩება

20.11.15 19:16




ლორეს სადავო ეკლესიების საკითხი კვლავ რიად რჩება

ახტალისა და ქობაირის მონასტრები, ჩამორეცხილი ფრესკებით, დაზიანებული და ნახევრად ჩამონგრეული კედლებით სომხეთის ჩრდილოეთში, ისტორიული ლორეს ტერიტორიაზე მდებარე ხუროთმოძღვრების ის უძველესი
ქართული ძეგლებია რომელთა კუთვნილების საკითხი საქართველოსა და სომხეთს შორის დღეს სადავოა.


ლორეს ძეგლებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2011 წლის10-15 ივნისს
ჩვენ ქვეყანაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი გარეგინ მეორესთანაც სცადა და ხელმოსაწერად კომუნიკეს შესთავაზა, რომლის ტექსტში იყო, რომ
ორ ეკლესიას შორის ურთიერთობა ახალ ეთაპზე გადადის, რაც საქართველოში სომ -ხეთის სამოციქულო ეკლესიისა და სომხეთში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართმადიდებელი ეკლესიის თანასწორ იურიდიულ სტატუს განსაზღვრავს ასევე პარიტეტულ საფუძვლებზე საქართველოში სომხური (გრიგონიალური)და სომხეთში ქართული (დიოფიძიტური)ეკლესიების გახსნის ხელშეწყობას გულისხმობს და ამ საკითხების გადაწყვეტის მიზნით საჭიროა, ორმხრივი ეკლესიათაშორისი კომისია შეიქმნას. სომხური მხარე კომუნიკეს ხელმოწერას თავიდან დასთანხმდა. თუმცა შემდეგ უარი განაცხადა. შესაბამისად ეკლესიების საკითხი, რომელიც გასული საუკუნეში საქართველოსა და სომხეთს შორის ომის მიზეზი გახდა. და რომელიც ჩვენი ისტორიის ბევრ და საინტერესო მონაკვეთს იტევეს, კვლავ ღიად რჩება.
საერთო სამოქალაქო მოძრაობა ,,მრავალეროვანი საქართველოს 'ორგანიზებით. ისტორიულ ლორეში მედიისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს, ასევე ისტორიკოსებისა და ექსპერტების ექსპედიცია მოეწყო.
მრავალეროვანი სააქართველოს თავჯდომარის არნოლდ სტეფანიანის განმარტებით, ,,ექსპედიციის მიზანი დროებითი სირთულეების
დაძლევა იყო, რომლებიც ქართული და სომხური ეკლესიების ურთიერთობას ახასიათებს.
მიზნის განსახორციელებლად საჭიროა, ქართულ საზოგადოებას ობიექტურად დავანახოთ, რა მდგომარეობაშია მართლმადიდებლური თაძრები სომხეთში და პირიქით, სომხურ საზოგადოებას საქართველოში არსებული სომხური ეკლესიების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. ორ ეკლესიას შორის არსებული პრობლემა ეროვნებათ შორის ურთიერთობებში სხვადასხვა ტიპის გართულებას იწვევს, რაც საბოლოო ჯამში, მთელი რეგიონისგანვითარებისთვის დიდ რისკს წარმოადგენს _ განაცხადა სთეფანიანმა.
ჩრდილოეთ სომხეთში ჩასულები პირველად ახტალის უძველეს სამონასტრო კომპლექსს ვესტუმრეთ, რომელიც შედარებით კარგადაა შემონახული თავისი ტაძრით, გალავნითა და შესასვლელი კოშკით.
ბატონ გიორგი გაგოსიძის განმართებით, ეს მე-13 საუკუნის ქართული ხუროთმოძრვრების ტიპიური ძეგლია რომელსაც არქიტექტურული თვალსაძრისით, ქვათახევის მონასტერთან ბევრი აქვს საერთო.
ეს ტაძარი მე-13 საუკუნის დასაწყისში თამარ მეფის თანადგომითა და საქართველოს სამეფო კარის დიდმოხელის_ ივანე მხარგრძელის მიერაა აშენებული. მე-14 საუკუნიდან ახტალა მიტროპოლითის კათედრა გახდა, მე-17 საუკუნის მიწურულსკ ი მეფე ერეკლე მეორემ ომარ ხანის შემოსევის შემდეგ სპილენძითა და ვერცხლით მდიდარ ამ მიდამოში სამთამადნო წარმოების კვლავ ასარორძინებლად ბერძნები ცამოასახლა. ესმონასთერი არქითექთურული თვალსაძრისით, ფრესკული ხელოვნების ნიმუსებით (წმიდა ნინო, წმიდა იოანე ძედაძნელი, სიო მრვიმელი და ევაგრე, წმიდა ევფთვიმე და გიორგი მთაწმიდელები, წმიდა ილარიონ ქართველი), ქართული საქთითორო წარწერებითა და ქართველ დიდგვაროვანთა
საფლავებით ქართული ხუროთმოძრვრების ძეგლია~, _ განაცხადა გ. გაგოსიძემ.
ახტალის სამონასტრო კომპლექსი შედარებით კარგადაა შენახული, თუმცა კედლებზე ფრესკების უმეტესობა ჩამორეცხილია. განსაკუთრებით
დაზიანებულია საკურთხევლის თავზე არსებული ღვთისმშობლის ფრესკა.
ახტალაში მოღვაწე გრიგორიანელმა მოძღვარმა ვაზგენ კირაკოსიანმა ტაძრის საქარ თველოსთვისგადმოცემისა და მისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მინიჭების შესახებ საუბარი არ ისურვა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი ორ სახელმწიფოსა და ეკლესიებ შორისაა მოსაგვარებელი.
ჩემი ნებისმიერი მოსაზრება მხოლოდ პირადი აძრია და არა სახელმწიფოს პოზიცია. არსებობენ სპეციალური ორგანოები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, აღნიშულ კითხვებს უპასუხონ, _ დასძინა კირაკოსიანმა, რომელიც ახტალაში მისულებს სამონასტრო კომპლექსის შექმნის რადიკალურად განსხვავებული ისტორია მოგვიყვა და მონასტრის მშენებლობა ქალკედონ სომხებს დაუკავშირა.
მე-10 საუკუნესი ბაგრატუნიანთა სომხური დინასტიის წარმომადგენელმა აშოთ მესამის შვილმა გურგენმა ეკლესია ააშენა, ხოლო მე-12 საუკუნესი მისმა შვილთაშვილმა მარიამმა აქ ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი დააფუძნა. იმ დროიდან მოყოლებული ახტალა სხვადასხვა ერების საკუთრება იყო, თუმცა ღვთის
წყალობით სომხური ეკლესიის შენარჩუნება მაინც მოხერხდა_ განაცხადა კირაკოსიანმა.
რაც შეეხება ტაძარში არსებულ ფრესკებს, ქართულ წარწერებსა და ქართველთა საფლავებს, გრიგორიანელი მოძღვრის განმარტებით, აღნიშნული ფრესკები ბიზანტიური სკოლის გავლენაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოსა და სომხეთშიც მრავლად გვხვდება.
ახტალის მონასტერსი არა ქართველი თავადები _ მელიქიშვილები და ბარათაშვილები, არამედ სომეხი დიდგვაროვნები _ მელიქიანები და ბარათოვები არიან დაკრძალულები. ისინი საქართველოში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე მსახურობდნენ და იქ უფრო კარგად დასამკვიდრებლად გვარები ქართულად გადაიკეთეს. მათი გარდაცვალების შემდეგ, ვინაიდან სომხეთი დაუძლურებული იყო და შესაბამისი ფინანსური რესურსი არ გააჩნდა, მელიქიანებისა
და ბარათოვებისდაკრძალვას ორგანიზება ქართულმა მხარემ იმ ეკლესიაში
გაუწია, რომელსაც ისინი იმ დროისთვის პატრონობდნენ, _ განაცხადა კირაკოსიანმა.
მისივე საუბრიდან ირკვევა, რომ ახტალაში უკვე ორი წელია, გრიგორიანული ღვთისმსახურება ყოველდღიურად მიმდინარეობს და ყოველ პარასკევს საღმრთო ლიტურგია ტარდება.
ახთალის მონასტყრის მონახულების შემდეგ ქართული კულტურის კიდევ ერთ ძეგლს
ქობაირის მონასტერს ვესთუმრეთ, რომელთანაც მისასვლელად ერთადერთი საცალფეხო გზა არსებობსდა ისიც _ დაძიანებული, ხოლო თავად მონასტერი ნგრევისპირასაა. მონასთრის სიახლოვეს აბრაა გამოკრული, რომელიც მნახველებს
ქობაირის ,, სომხური წარმოსობის ვრცელ ისთორიას' უყვება.
ისთორიკოს ელდარ ბუბულაშვილის განმარტებით კი, ქობაირის მონასტერი მე-13
საუკუნის შუახანებისთვის შანშე მხარგრძელის მიერაა დაარსებული. სწორედ იმ დროს ქობაირსი აქტიური და ფართო სამშენებლო მოღვაწეობა მიმდინარეობდა. ამ თაძარშია შანშე მხარგრძელის ოჯახი წევრებისა და აქ მოღვაწე პირთა საფლავებია. მონასტერში მრავლადაა ქართული საქტიტორო წარწერები.
ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად სომხურმა მხარემ დაახლოებით ერთი თვის წინ ქობაირში საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყო და კედლების გასამაგრებლად ხისა და რკინის კონსთრუქციებიც გააკეთა, რამაც ქართველი ხელოვნებათმცოდნეების, ისტორიკოსებისა და საპატრიარქოს წარმომადგენელთა შეშფოთება გამოიწვია.
მათი განცხადებით, საკონსერვაციო სამუშაოები სომხებმა ისე დაიწყეს, რომ პროექტიც არ წარმოუდგენიათ ნ.
საპათრიარქოსთან არსებული მოძრაობა დავითიანის ხელმძრვანელის კოტე სვანაძის განცხადებით, ქობაირში მიმდინარე სამუშაოები და ახტალაში მიმდინარე გრიგორიანული ღვთისმსახურება პირდაპირი დარღ ვევაა საქართველოსა და სომხურ ეკლესიებს შორის იმ შეთანხმებისა, რომლის თანახმად, სადავო ტაძრებში ყველაფრის გარკვევამდე და სითუაციის დარეგულირებამდე წირვა-ლოცვა არ უნდა აღევლინოს.
,,აღნიშნული შეთანხმება სომხური მხარის მიერ ცალმხრივად ირღვევა, რისგამოც საპათრიარქოს დიდ გამოხმაურებასა და წუხილს იწვევს. აღნიშნულ ტაძრებთან დაკავშ ირებით საპათრიარქოს პოზ იცია უცვლელია: ტაძრები, რომლებიც საქართველოს საკუთრება იყო, თავის ისტორიულ მემკვიდრეს უნდა დაუბრუნდეს. უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც დაადგენს, თუ როგორ შეიძლება, საქართველოსა და სომხეთის ეკლესიებს მათი კუთვნილი ტაზრები დაუბრუნდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მზაობა ორივე მხარეს აქვს. ამჯამად კი საუბრები დეტალებზე მიმდინარეობს, კერძოდ, იმაზე, თუ როგორ დაკომპლექტდება კომისია, ვინ იქნება მის შემადგენლობაში და როდის დაიწყებს იგი მუშაობას, _ განაცხადა სვანაძემ.
ქართულ და სომხურ ეკლესიებსსორის ურთიერთობის გაუმჯობესების პროცესის გააქტიურებაზ ე საუბრობს მრავალეროვანი საქართველოს თავმჯდომარე არნოლდ სთეფანიანიც. მისი თქმით, საქართველოსა და სომხეთის დაინტერესებულ მხარეებს_ პოლიტიკოსებს (როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს), არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სასულიერო პირებს, პოლიტოლოგებსა და ექსპერთებს შორის სადავო საკითხებთან დაკავშირებით არაოფიციალურად მიმდინარეობს პოზიციების გაცვლა უფრო კონკრეტულად, სომხურ მხარეს მის ტერიტორიაზე არსებულ სამ ტაძართან (ხუჯაბი, ქობაირი და ახთალა) დაკავშირებით ვესაუბრებით. ხუჯაბისა და ახტალის შემთხვევაში სომხური მხარის მიერ მდგომარეობის გარკვეული გაგებაა. ამავე დროს, ქართულ მხარესთან 6 სომხური ეკლესიის სომხური მხარისთვის გადაცემა-აღდგენის შესახებ საუბარი მიმდინარეობს, _ განაცხადა სთეფანიანმა.
ამა თუ იმ მხარისთვის ეკლესიების მიკუთვნების საკითხის განსაზღვრაში ქალაქ ალავერდის ვიცე-მერი არტურ კარაკიანი თავს უფლებამოსილად არ მიიჩნევსდა აცხადებს, რომ აღნიშნული პრობლემა ისტორიკოსების საქმეა.
,,ამ პროცეს სკარგად არ ვიცნობ, თუმცა რაც შემიძლია, ვთქვა, ისაა, რომ ეკლესიები, რომლებიც სომხეთშია, რესტავრაციის შემდეგ ისეთი დარჩება, როგორიც ადრე იყო. მათი იერსახეშენარჩუნდება'_ განაცხადა კარაკიანმა და დასძინა, რომ ქართველებისა და სომხების მეგობრობასა და მეზობლობაში დარწმუნებულია.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სადავო ეკლესიების პრობლემის გადაწყვეტასი ოპტიმალურ გამოსავლად ძეგლების კუთვნილების საკითხის განსაზღვრას მიიჩნევს. პროცესი, რომელსაც რელიგიური ძეგლების გაცვლა ქვია, წინაარმდეგობის მიუხედავად, ქართული სახოგადოებისთვის მისასალმებელი და კარგია. რელიგიურისგარდა, ამ ძეგლებს კულტურული სტატუსი აქვთ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ უპრიანი იქნებოდა, მხარეებმა ამ ძეგლების კუთვნილება განსაძღვრონ. შესაბამისად, სომხეთის ტერიტორიაზე ქართული ძეგლები რესტავრაციისთვის ქართველი დიზაინერები და არქითექთორები უნდა დაკავდნენ და პირიქით, საქართველოს ტერიტორიაზე_ სომხები. ამ ძეგლების კუთვნილება კი ისე უნდა დარეს, როგორც იყო, მაგრამ უნდა განისაზღვროს, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაზე სომხური კულტურის ძეგლია, რომელსაც სახელმწიფო უვლისდა არა ისე, როგორც დღეს არის. ასევე სომხეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურის ძეგლი უნდა განისაზღვროს, რომელსაც სომხურმა სახელმწიფომ ქართველი სპეციალისთების ჩართვით უნდა მოუაროს. ეს ყველაზე კარგი გამოსავალია, თორემ ეს საკითხი გაუთავებელი დავის საგანი იქნება. ამასობაში კი ბევრი დრო იკარგება და საქმეც არ კეთდება~, _ განაცხადა არესიძემ, რომელმაც აქვე საქართველოსა და თურქეთისრესპუბლიკას სორისსადავო ძეგლებისსაკითხზე მომხდარი პრეცედენტი გაიხსენა.
,,სადავო ძეგლებთან დაკავშირებით ყველა მხარეს_ საპატრიარქოს, მთავრობას, ძეგლთა დაცვას თავისი პოზიცია აქვთ, რომელიც თანხვედრაში არ არის. არეშიძემ დასძინა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთადერთი პოზიტივი ისაა, რომ ოშკი 100 მსოფლიო ძეგლის სიაშია შეთანილი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადრებას საჭიროებს, ეს დოკუმენთი კი თურქეთის ხელისუფლებას ავალდებულებს, ამ ძეგლს მიხედოს.
პ. ს. ახტალის მონასტრის ეზოში ამერიკაში მოღვაწე სომხურ ჯგუფს რეპეთიცია ჰქონდა გამართული. ისინი საქველმოქმედო კლიპს იღებდნენ, რის შემდეგაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშ ი და მათ შორის საქართველოში მუსიკალურ ტურნეს გამართავენ. კონცერტებიდან შემოსული თანხით აღნიშნული ჯგუფი კულტურის იმ ძეგლების დახმარებას გეგმავს, რომლებიც აღდგენა რესთავრაციას საჭიროებს.

Прочитано :


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента