ЭКОНОМИКА

„თელასის“ უშიშროების სამსახურის უფროსი ბაგრამიანის ბატალიონში იბრძოდა?

20.11.15 19:17




კომპანია ,,თელასის" კომერციულ დირექტორ სერგეი კობცევს ქართველების მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, მას 2008 წელს სურდა, რუსეთის ჯარებს თბილისიც აეღოთ.

ამ საკითხზე გაზეთი ,,კვირის ქრონიკა" წერს.

,,დღეს ,,თელასს" ორი ურთიერთდაპირისპირებული

კლანი მართავს. ერთი კლანის თავკაცი გენერალური დირექტორი სერგეი კობცევია, მეორესი - კომერციული დირექტორი დიმიტრი გოვორუხილი. ადრე ორივენი ხაბაროვსკში მუშაობდნენ და მაღალი პოსტები ეჭირათ

მედიით გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი კობცევი ეთნიკური ქართველების მიმართ საკმაოდ ნეგატიურად არის განწყობილი. კერძოდ, წუხს იმის შეახებ, რომ 2008 წლს რუსებმა თბილისი ვერ აიღეს და ,,სადღაც გორთან გაჩერდნენ". აი, ასეთი კაცია დღეს ,,თელასის" შეფი",-წერს გაზეთი.

გამოცემის ცნობით, რაც შეეხება ,,თელასის" უშიშროების სამსახურის უფროსს, მას აფხაზეთის ომში ქართველთა წინააღმდეგ ბრძოლაში ამხელენ.

,,ეს რა არის? ,,თელასის" უშიშროების სამსახურის უფროსზე სტეპანიანზე ამბობენ, რომ 1993 წელს, აფხაზეთის ომში, ბაგრამიანის ბატალიონის წევრი იყო, იარაღითაც იბრძოდა და ქართველთა სისხლში ხელი აქვს გასვრილი. ამ ინფორმაციას გაზეთი დიდი ხნის განმავლობაში წერდა, მაგრამ სტეპანიანს ამ ინფორმაციის უარყოფა არც კი უცდია",-წერს გამოცემა.

Прочитано :


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента