ЭКОНОМИКА

თვითგამოცხადებული ტერიტორიები

20.11.15 19:17




აფხაზეთი-ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში, შავი ზღვის სანაპიროზე. 1992 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დამყარებულია სეპარატისტული რეჟიმი, რომელმაც 1992 წლის 23 ივლისიდან გამოაცხადა ე.წ. "აფხაზეთის რესპუბლიკის" დამოუკიდებლობა.

მისი დამოუკიდებლობა აღიარეს მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ტუვალუმ. აფხაზეთის მოსახლეობა შეადგენს 180-200 ათასამდე კაცს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რეპუბლიკის მთავარი ქალაქია სოხუმი. რეგიონის ხელსაყრელი მდებარეობის გამო, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, ჩვეულებრივ პირობებში შეიძლებოდა ყოფილიყო ერთ–ერთი ყველაზე განვითარებული მხარე. მაგრამ კონფლიქტის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა მისი სამრეწველო და სასოფლო–სამეურნეო ინფრასტრუქტურა. ამჟამად ფუნქციონირებს რამდენიმე მცირე საწარმო, რომლებიც ძირითადად ნედლეულის (ხე–ტყე, ქვანახშირი) რუსეთსა და თურქეთში გატანით არიან დაკავებულნი.
სამხრეთ ოსეთი- თვითგამოცხადებული რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიაზე. თვითმმართველი დე-ფაქტო დედაქალაქია ცხინვალი. 2004 წლის შეფასებით სამხრეთ ოსეთში 70,000 კაცი ცხოვრობს. თვითგამოცხადებულ ტერიტორიაზე ოფიციალური ვალუტაა რუსული რუბლი.

Прочитано :


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента