ЭКОНОМИКА

საქართველოს შესახებ გაეროს რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა ბელორუსმა და სომხეთმა მისცეს

20.11.15 19:18




გუშინ გაეროს მიერ საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებას წინა წლებთან შედარებით 8 ახალი მხარდამჭერი დაემატა: თურქეთი, გვატემალა, პანამა, გაიანა, სენტ კიტსი, ტოგო, ტონგა და ტრინიდადი.
რეზოლუციის მიღების წინააღმდეგ კი ხმა 16-მა ქვეყანამ მისცა. ესენია ბელარუსი, რუსეთი, სომხეთი, ბურუნდი, ვენესუელა, ვიეტნამი, ზიმბაბვე, ჩრდ. კორეა, კუბა, ლაოსი, მალდივები, მიანმარი, ნაურუ, ნიკარაგუა, სუდანი და სირია. ამათგან ორი (ბურუნდი და მალდივები) სრულიად ახალია, მალდივები წინა წლებში საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარს უჭერდა.


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობას, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების უფლების დაცვის მნიშვნელობას. იგი გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს მოუწოდებს, დევნილი მოსახლეობის სახლებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად ძალისხმევა გაააქტიურონ.
ამასთან, რეზოლუცია გაეროს გენერალურ მდივანს ავალდებულებს, დევნილი მოსახლეობის ირგვლივ არსებული მდგომარეობის შესახებ გენერალურ ასამბლეას ყოველწლიურად მოახსენოს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა, რეზოლუციას მხარი 75-მა ქვეყანამ დაუჭირა, რაც გასულ წელთან შედარებით ექვსი ხმით მეტია. მომხრეთა სიას წელს პირველად თურქეთიც შეუერთდა.
„რეზოლუციის მხარდაჭერის თვალსაზრისით, პოზიტიური დინამიკა ადასტურებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სულ უფრო ნათლად აცნობიერებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფუნდამენტური უფლებების განხორციელების მნიშვნელობას. ეს ქართული დიპლომატიის დიდი წარმატებაა", - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია კვლავ შეეცადა დევნილი მოსახლეობის დაბრუნებისა და ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზებას, თუმცა მსოფლიოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ აღიარა, რომ ეს ჰუმანიტარული პრობლემაა.
„ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ ეს პოლიტიკური რეზოლუცია არ ყოფილიყო და თავიდან ბოლომდე შემოფარგლულიყო ჰუმანიტარული ხასიათით. შინაარსობრივადაც ეს წმინდად ჰუმანიტარული დოკუმენტია", - განაცხადა დონდუამ.
უნდა აღინიშნოს, რომ მოწინააღმდეგეთა რაოდენობამ გასულ წელთან შედარებით 3-ით მოიმატა და წელს 16 შეადგინა.



( წყარო :http://www.liberali.ge/ge/liberali/news/125913/)

Прочитано :


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента