ЭКОНОМИКА

როგორ გადასცეს ლორე სომხებს II ნაწილი

20.11.15 19:18


სომხეთის დელეგაცია სთხოვს ამხ. ქართველებს, თათრებს , გაითვალისწინონ სომხეთიო გნსაკუთერბული მდგომარეობა და საერთიო სოლიდარობის გულისათვის ერთხელ და სამუდამოდ, უაღრესად გულწრფელი ემგობრული ურთიერთდამოკიდებულების დამყარების გულისათვის დაგვთანხმდნენ განსაზღვრული ტერიტორიების დათმობას.

სომეხი ბოლშევიკები არამარტო ლორეს ოლქს ითხოვდნენ საქართველსოაგან არამედ ახალქალაქის მაზრას და ბორჩალოს მაზრის ნაწილს. სადემარკაციო კომისიამ საბოლოო შეთანხმება ვერ მოახერხა ამიტომ შიდა საზღვრების გამიჯვნის საკითხი რესპუბლიკების ცენტრალუირმა კომიტეტმა რკპ (ბ) კავბიუროს მიანდეს.
1921 წლის 7 ივლისს კავბიურომ ისოებ სტალინის მონაწილეობით ეს საკითხი საგანგებოდ განიხილა და დაადგინა, რომ ე.წ. ნეიტრალური ზონა -ლორეს ოლქი-გადაეცეს სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას. რაც შეეხება ხრამისა და ახლქალაქი რაიონებს ,ეს საკითხი კავბიურომ საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს მიანდო გადასაწყვეტად, რომლის დასკვნა შემდგომ ისევ კავბიურობს უნდა დაემტკიცებინა.
ამდენად, 1921 წლის 7 ივლისის დადგენილებით ლორეს ოლქზე საქართველსო პრეტენზიების საბოლოოდ გაუქმდა. ამ ეტაპზე ლორეს ოლქი კი არა ხრამისა და ახლქალაქის რაიონები იყო შესანარჩუნებელი . აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ დღემდე საქართველოში გავრცელებული მოარული ხმები, თითქოსდა სტალინმა არაფერი იცოდა საქართველო0ს ტერიტორიის გასაჩუქრების შესახებ და რომ ეს ყველაფერი სერგო ორჯონიკიძის ნამოქმედარი იყო, დოკუმენტებით არ დასტურდება. მეტიც ,,ხალხთა დიდი ბელადი არათუ ყველაფრის საქმის კურსში იყო არამედ თავდ მონაწილეობდა ამ პროცესში.
ამიერკავკასიის კავბიოუროს დადგენილების საფუძველზე 1921 წლის 16 ივლისს შეიკრიბა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურო, რომელმაც განიზილა 2 საკითხი : 1) ნეიტრალური ზონისა და 2) ახალქალაქის და ხრამის რაიონების საბჭოთა სომხეთისადმი გადაცემის საკითხი. პოლიტბიუროს დადგენილებაში ვკითხულობთ : 1) დადსტურდეს რკპ ცკის კავბიუროს დადგენილებ ასაბჭოთა სომხეთისათვის ამზონის გადაცემის შესახებ. 2) პოლიტიკური მოსაზრებებისა და იმის საფუძველზე ,რომ ახალქალაქის რაიონი ეკონომიკურად თბილისთან არის დაკავშირებული, ამხანაგი სომხების წინადადება მიუღებლად მიგვაჩნია იგივე საკითხი 1921 წლის 3 აგვისტოს განიხილა საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პლენუმმა. ქართველი კომუნისტების გაფართოებულმა შემადგენლობამ კვლავ დაადასტურა საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პოლიტბიუროს გადაწყვეტილება, მაგრამ პლენუმზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ლორეს ოლქის უყოყმანოდ სომხეთისადმი გადაცემამ,სწორედ ამიტომ პლენუმის დადგენილებაში გაჩნდა ახალი მუხლი: იმის გამო, რომ ნეიტრალური ზონის საკითხის განხილვის დროს კავბიურო ში არ ჰქონდათ საქართველოს კპ ცკ-ის აზრი , ეთხოვოს კავბიუროს,ხელახლა განიხილოს ეს საკითხი. თავის მხრივ ,ცკ-ს საჭიროდ მიაჩნია რეფერენდუმს მოწყობა აღნიშნულ ზობნაში".
მიუხედავად ქართველი კომუნისტების პრინციპული მთხოვნისა ლორეს ნეიტრალურ ზონაში რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, კავბიურომ არ გაითვალისწინა პლენუმის ეს გადაწყვეტილება. მთლიანობაში, მართალია ახალქალაქისა და ხრამის რაიონები დარჩა საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ, სამაგიეროდ, ლორეს ოლქი ყოველგვარი რეფერენდუმის დარეს სომხეთის სსრ-ს გადაეცა.
ამდენად 1921 წელს კომუნისტური პარტიის ამიერკავკასიის კავბიუროსა და საქართველოს პლიტბიუროს დადგენილებით სომხეთს გადაეცა ბორჩალოს მაზრის სამხრეთ ნაწილი, ე.წ ,, ლორეს რაიონი-2367 კვკმ ფართობით. მოგვიანებით, ა925 წელს სომხეთს ასევე გადაეცა ბორჩალოს მაზრის კიდევ ერთი ნაწილი 207,94 კვკმ ფართობი. ერთობლიობაში 1921-1925 წლებში სომხეთს დაუთმეს საქართველოს ტერიტორიის 2575,38 კვკმ.

Прочитано :


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента