ЭКОНОМИКА

როდის გასმოსახლდენენ სომხები საქართველოში (ნაწილი II)

20.11.15 19:22




იმის გამოძახებაში არ შევალთ, თუ რაოდენ გაზვიადებულია მოთხრობა. ხოლო ეს კი უტყუარია, რომ არსად ამბობს, რომჯ ამა თუ იმ საუკუნეეებში სომხები საქართველოში გადმოსახლებულიყვნენ. საკვირველი კი ეს არის ამ მწერლისა, რომ მთელი აღმოსავლეთი და ევროპა გაავსო სომხებითა და საქართველოში კი ერთიც არ გაგზავნა, რომ იქაც სომხებს ,,განათლება შეეტანათ'! ამის მიზეზად ის მიგვაჩნია, რომ ამ მწერალს საქართველო არ ჰქონია გაცნობილი, თუ არა, იმასაც უეჭველად სომხებით გაავსებდა, როგორც ამას შვრებიან სომხების სხვა მწერლები.


ხოლო 1319 წ. როდესაც მიწის ძვრამ პირქვე დასცა ანის ქალაქი, იქაური მცხოვრებნი აქეთ-იქეთ გაიფანტნენ, ზოგნი აშტრახანიდან ყივჩაყელ თათრებს შორის დასახლდნენ, ზოგნი ყირიმს და ზოგნივ პოლონეთს წავიდნენ.
გარნა ამ შეუჩერებელის გადასახლების შემდგომ თუ კიდევ დარჩნენ სომხები დიდ სასომხეთში, მათ იქ ყოფნას ბოლო მოუღო თემურ-ლენგის შემოსევამ. ხოლო რაც გადაურჩა მის ხმალს. სკიტაში გადაასახლა. დღეს სპარსეთში მაშინდელი სომხები იწოდებიან თურქმანებად , რომლებსაც ქრიატიანობის აღარაფერი ახსოვთ. ამავე დროს , ერთმა დიდიმა სომხების ნაწილმა, 200000 სულმა , გადაირჩინა თავის თემულენგისაგან და გადასახლდა პოლონეთს, სადაც დღესაც საკმაოდ არიან მათნი ჩამომავალნი. ეს ახალშენი იქ რა დამყარდა , აღაშენა ეკლესია და სომხების პირველი არქიეპისკოპოსად დაენიშნა იოჰანეს ვართაპეტი-1365 წ. ხოლო იეზუიტი იაკობ ვილოტე. თავისს სომხის მეფეთა ქრონიკაში ამბობს , რომ 1604 წ. ერთი კოლონია სომხებისა გადავიდა პოლონეთსა. როგორც ჩანს ისტორიებიდან, სომხების გადასახლება ესე პოლონეთს ბევრგზის მომხდარა.
ესრეთი უბედური დღე დაადგათ, აგრეთვე , მცირე სასომხეთის სომხებსაც, როდესაც 1375 წ. ეგვიპტელებმა აიღეს კილიკია და დაატყვევეს უკანასკნელი მეფე სომხებისა, ლეონ VI ლუზინიანი.
მეოთხე საუკუნიდან დაწყებული ვიდრე მეთექვსმეტე საუკუნემდე, სომხების გადასახლებას სხვადასხვა ქვეყნებში დაწვრილებით აჭგვიწერენ ისტორიები და ერთ სიტყვასაც არ ამბობენ სომხები როდესმე საქართველოში გადმოსახლებულიყვნენ . ხოლო სომხების თქმით და მათი ვითომდა სიმართლის მიმდევარძოგიერთ მწერალთა მოძღვრების თანახმად, სომხები ძველ დროიდგანვე თურმე საქართველოში, სახლობდენ და არა სხვაგან. მათ ცოტასაც არის დაუჯერებდით , უკეთუ ან ჩვენს, ან სხვათა ისტორიას ამისი რამე ეთქვათ. რაგდან თუ არავითარი მტკიცე შენიშვნა და საბუთი გვაქვს, ყოველ თქმულებას ვრაცხავთ უსაფუძვლოდ და სიმართლენაკლებად.
თითქმის ყველა შესანიშნავი აღმოსავლეთის ისტორია და მგზავრთა წერილები გგამოვიზიეთ, მაგარმ ვერაფერი ვიპოვეთ სომხების გადმოსახლებისა საქართველოში უწინარეს მეჩვიდმეტე საუკუნისა. ამისათვის უნდა ვტქვათ, რომ სომხებს გადმოსახლება და სქართველოში დამკვიდრება დაუწყიათ მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგს. შეიზლება მეტექსვმეტე საუკუნის ბოლოსაც დაეწყოთ, მაგრამ ამისი ისტორიაში ცხადად არაფერიბ ჩანს.
თეათინელი მისიონერი კლემენტე გალანიოც, რომელოიც საქართველოში 1637 წელს მოვიდა, ამბობს, რომ, ,,აწინდელ დროებითში ,ათ შორის ბევრი სომხები სცხოვრობენო'. ეს სოკხები უწინდელ დროიდგანვე საქართველოში როკ ყოფილიყვნენ დამკვიდრებული, მაშინ ეს მისიონერი აღარ იტყოდა ,,ამ დროებშიო'
ამის შემდგომ ჯკაფუცინების უფროსიც წერს რომში 16წ. ,,გარნა უკანასკნელ ხანებში სპარსელებმა გაადიდეს ტფილისი, უმთავრესი ქალაქი და აღავსეს იგი ერთნიო სომხებითა , რაის გამო ვაჭრობამ იწყო წარმატებაო.' ყველა ეს ნათქვმაი გვიჩვენებს , რომ სომხები XVII საუკუნეში გადმოსახლებულან და რა მასზე წინად.



მიხეილ თამარაშვილი

Прочитано :


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента