ЭКОНОМИКА

საქართველოს საგარეო კურსი და ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი ხელს უშლის ურთიერთობის ნორმალიზებას - რუსეთის საგარეო უწყება

20.11.15 19:32




რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს უშლის თბილისის პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს კურსი ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისკენ.



„საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების შემაკავებელი ფაქტორია ის, რომ თბილისს არ სურს, უარი თქვას ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსზე სოხუმსა და ცხინვალთან მიმართებით. ასევე ევროკავშირისა და ნატოში ქვეყნის გაწევრიანების კურსი" - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ მოსკოვი კვლავ გააგრძელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკებთან თანამშრომლობასა და უსაფრთხოების მხარდაჭერას.

რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობას, ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისთან ჰუმანიტარული და საქმიანი კონტაქტების განვითარებას გეგმავს.

„შევეცდებით ორმხრივი კონტაქტების განვითარებას იმ სფეროებში, რომლებიც რუსეთის ეროვნულ ინტერესებს არ ეწინააღმდეგება, პირველ რიგში, ჰუმანიტარული და საქმიანი კონტაქტების კუთხით" - ნათქვამია განცხადებაში.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента