ЭКОНОМИКА

სამართლებრივი სტატუსი და თარიღები

20.11.15 15:33




ამონარიდი 1919 წ. 20 მარტის
აქტიდან აფხაზეთის
ავტონომიის შესახებ:

,,აფხაზეთის პირველმა სახალხო საბჭომ, არჩეულმა საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი და ფარული საარჩევნო უფლების საფუძველზე, თავის 1919 წ. 20 მარტის სხდომაზე აფხაზეთის ხალხების სახელით დაადგინა: აფხაზეთი შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში, როგორც მისი ავტონომიური ერთეული...".



ამონარიდი 1920 წ. 7 მაისს საქართველოსა და რუსეთს
შორის დადებული ხელშეკრულებიდან:

,,მუხლი 3. სახელმწიფო საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის გადის შავი ზღვიდან მდინარე ფსოუზე ახახჩას მთამდე".

ამონარიდი 1920 წ. 31 დეკემბერს მიღებული აფხაზეთის
ავტონომიური მმართველობის დებულებიდან:

,,რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებამდე საქართველოს დამფუძნებელი კრება აქვეყნებს ქვემორე მოყვანილს დროებით დებულებას ავტონომიური აფხაზეთის მართვა - გამგეობისა. აფხაზეთი - მდინარე მეხადირიდან ენგურამდე და შავი ზღვის ნაპირებიდან კავკასიონის ქედამდე აქართველოს რესპუბლიკის განუყოფელი ნაწილია და ამ საზღვრებში ავტონომიურად უძღვება თავის შინაურ საქმეებს".

ამონარიდი 1921 წ. 21 თებერვალს მიღებული
საქართველოს კონსტიტუციიდან:

,,მუხლი 107. საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს-აფხაზეთს (სოხუმის ოლქი), სამუსულმანო საქართველოს (ბათომის მხარე) და ზაქათალას (ზაქათალას ოლქი) ენიჭებათ ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა".

ამონარიდი 1922 წ. 2 მარტს მიღებული
საქართველოს სსრ კონსტიტუციიდან:

,,1. ...საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკაში თავისუფალი თვითგამორკვევის საფუძველზე შედიან: აჭარის ავტონომიური სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა; უკანასკნელი უკავშირდება საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკას - ამ რესპუბლიკათა შორის დადებული, განსაკუთრებული სამოკავშირეო ხელშეკრულების საფუძველზე".

ამონარიდი 1924 წ. 31 იანვარს მიღებული
სსრ კავშირის კონსტიტუციიდან:

,,15. ... აჭარისტანისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკები და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გაგზავნიან ეროვნებათა საბჭოში თითო წარმომადგენელს".

ამონარიდი 1926 წ. 27 ოქტომბერს მიღებული
აფხაზეთის სსრ კონსტიტუციიდან:

,,2. აფხაზეთის რესპუბლიკა არის მუშებისა და მშრომელი გლეხობის სოციალისტური სახელმწიფო, რომელიც შედის განსაკუთრებული ხელშეკრულების ძალით საქართველოს სოციალისტურ რესპუბლიკაში და მისი მეშვეობით ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში".

ამონარიდი 1931 წ. 14 თებერვალს სრულიად საქართველოს
საბჭოების VI ყრილობის მიერ აფხაზეთის
საბჭოების VI ყრილობის (1931 წ. 11 თებერვალი) გადაწყვეტილების
საფუძველზე მიღებული დადგენილებიდან საქართველოს
შემადგენლობაში ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით აფხაზეთის
შესვლის შესახებ:

,,1. საქართველოს სსრ-ის ძირითადი კანონის (კონსტიტუციის) მე-9 მუხლის თანახმად, აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა შევიდეს საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკაში ავტონომიური რესპუბლიკის სახით... ".

ამონარიდი 1935 წ. 7 იანვარს მიღებული აფხაზეთის
ასსრ კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან:

,,2. აფხაზეთის რესპუბლიკა არის მუშების და მშრომელი გლეხობის სახელმწიფო, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის სახით შედის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში და მისი მეშვეობით ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკაში".

ამონარიდი 1937 წ. 13 თებერვალს მიღებული საქართველოს
სსრ კონსტიტუციიდან:

,,მუხლი 19. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა შესდგება: აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა, აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისაგან, ...რაიონებისაგან და ქალაქების: თბილისის და ფოთისაგან, რომლებიც რაიონების შემადგენლობაში არ შედიან".

ამონარიდი 1937 წ. 2 აგვისტოს მიღებული აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციიდან:

,,მუხლი 13. აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა შედის საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში ავტონომიური რესპუბლიკის უფლებით".

ამონარიდი 1978 წ. 15 აპრილს მიღებული
საქართველოს სსრ კონსტიტუციიდან:

,,მუხლი 71. საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაშია: აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი".

ამონარიდი 1978 15 აპრილს მიღებული
საქართველოს კონსტიტუციიდან
1990 წ. 14 ნოემბრის შემდეგ შეტანილი ცვლილებებით.

,,მუხლი 71. საქართველოს რესპუბლიკაშია: აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა".

ამონარიდი 1978 წ. 6 ივნისს მიღებული
აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციიდან:

,,მუხლი 64. აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა არის საბჭოთა სოციალისტური სახელმწიფო, რომელიც შედის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში".

ამონარიდი 1991 წ. 9 ივლისის აფხაზეთის ასსრ კანონიდან
კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ:

,,28. აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის (ძირითადი კანონი) ტექსტში სიტყვები ,,საქართველოს სსრ" შეიცვალოს სიტყვებით ,,საქართველოს რესპუბლიკა".

ამონარიდი 1995 წ. 24 აგვისტოს მიღებული საქართველოს
კონსტიტუციიდან შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით:

,,მუხლი 1. 1. საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით. მუხლი 3. 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონით ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ".

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента