ЭКОНОМИКА

მეტი ყურადღება ჰუჯაბის სამონასტრო კომპლექსს

20.11.15 15:34




მარნეულის რაიონის სოფელ ახ-ქერფიდან 800 მეტრის მანძილზე მდებარეობს ჰუჯაბის მონასტერი. თვით ახ-ქერფიდან კი თბილისიდან 97,0 კილომეტრია. გზა თითქმის მთლიანად ასფალტირებულია, გარდა უკანასკნელი პატარა ნაწილისა, რომელზედაც ახლა მიმდინარეობს გზის ზედაპირის მოასფალტება. სოფელი ახ-ქერფი დიდია და ითვლის 500 კომლამდე მოსახლეობას. ადგილმდებარეობა ჰუჯაბის მონასტრისა უაღრესად ლამაზია. იგი შემორტყმულია ხშირი ფოთლოვანი ტყით, იქვე მიედინება მდინარე ბოლნისის შესართავაი.


მონასტერი აგებულია ქართველების მიერ, ქართულ სამშენებლო ტრადიციებში, მდებარეობს საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებში. ამას ადასტურებს ცნობარი ,, საქართველოს სსრ კულტურის ძეგლები აყვანილი სახელმწიფო დაცვაზე ', გამოცემული თბილისში 1959 წელს საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს კულტურის ძეგლების დაცვისა და რესტავრაციის საქმეთა სამმართველოს მიერ. აგრეთვე ,, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ატლასი' , გამოცემული 1964 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მიერ.
მონასტერი დაცარიელდა მტრის მორიგი შემოსევის დროს, როცა მათ პირწმინდად მოსპეს მონასტრის ყველა წმინდა ბერი. 1905 წელს კი იქ ჩამოყალიბდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დედათა მონასტერი, რომელმაც იარესება 1935 წლამდე. ამ წელს იგი ველურად დაარბიეს (გაუგებარია რა მიზეზით) და განდევნეს მონაზვნები მონასტრიდან. მონაზვნებმა თავი შეაფარეს ზემოხსენებულ სოფელ ახ-ქერფსა და იქ დამკვიდრნენ . შემდეგ მათ მოაწყვეს ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სამლოცველო და სენაკები, ცხადია , ძალზე ვიწრო და შეუფერებელ პირობებში. ეს ყველაფერი დგინდება მონასტრის ახლანდელი იღუმენიის პავლას ნათქვამით, რომელიც ცოცხალი მოწმეა მომხდარი ამბისა. 1935 წელს იგი იყო ჰუჯაბის დედათა მონასტრის მონაზონი.
რაც შეეხება საკუთრივ ჰუჯაბის სამონასტრო კომპლექსს, უნდა აღინიშნოს, რომ იგი ძალზე სავალალო მდგომარეობაშია. მონასტრის მთავრი,XII საუკუნის ეკლესია წმინდა ნინოს სახელობისაა. იგი გუმბათიანი ნაგებობაა და მოითხოვს სასწრაფო რესტავრაციას, რაც აუცილებელია ძეგლის სრული დანგრევისაგან გადარჩენისათვის , დაზიანებული აქვს სახურავი , გუმბათიც შესაკეთებელია , არის ნიშნები ტაძრის განზრახ დაზიანებისა. სახელდობ , კარიბჭის ზღუდარზე, სადაც ზოგ ქართულ ეკლესიაზე კეთდება ვრცელი წარწერა, ქვის ფილა ამომტვრეულია. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს გუმბათისა და ფანჯრების ირგვლივ ნაკეთები ქართული განუმეორებელი ჩუქურთმები, აგრეთვე მთელ სიმაღლეზე და სიგანეზე ქვაზე ამოჭრილი ულამაზესი დიდი ჯვარი.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჰუჯაბის მონასტრის წმინდა ნინოს ტაძრის რესტავრაციის პროექტი კარგა ხანია დამუშავებულია საქართველოს სსრ მინისტრათა საბჭოსთან არსებულ ძეგლთა დაცვის მთავრ სამმართველოს სპეციალურს სარესტავრაციო საწარმოო გაერთიანების მიერ, მაგრამ უმოქმედოდ ინახება ზემოხსენებულ გაერთიანებაში.
სამონასტრო კომპლექსში შედის კიდევ ერთი ეკლესია. იგი ბაზილიკის ტიპისაა და ნაშენებია ადრე შუასაუკუნეებში ე.ი. წინ უსწრებს წმინდა ნინოს ეკლესიას და უნდა დათარიღდეს V- VI საუკუნეებით. იგი კიდევ სავალალო მდგომარეობაშია , ვიდრევ ზემოხსენებული გუმბათიანი ეკლესია, ვინაიდან შემორჩენილი აქვს მხოლოდ ოთხი კედელი, სწორედ ამ ბაზილიკას მოითხოვენ ახ-ქერფის დედათა მონასტრის მსახურნი სამლოცველოს მოსაწყობად.
ჰუჯაბის სამონასტრო კომპლექსიდან მოსახსენებელია აგრეთვე სატრაპეზო. თავის დროზე იგი, ალბათ, საკმაოდ დიდი შენობა უნდა ყოფილიყო, რაც, მოწმობს წმინდა მამათა დიდ რიცხვზე მონასტერში. ახლა კი მისგანაც მხოლოდ ოთხი კედელია შემორჩენილი.
გარდა ამისა, მონასტრის ტერიტორიაზე კიდევ აღინიშნება მრავალი ნაგებობის კვალი, ალბათ, სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობის ნარჩენები , მაგრამ მათგან გამოირჩევა ერთი უიმედოდ დაზიანებული სახლი, სადაც თავის დროზე დედათა მონსატრის სენაკები ყოფილა მოწყობილი.
მიხეილ ვარაზაშვილი

1988 წელი

(დავიცვათ ქართული ეკლესიები)

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента