ЭКОНОМИКА

აკაკი წერეთელი

20.11.15 15:37


ზოგიერთები ,,სომხიყლაპიას' მეძახიან და უსამართლობა რომ შევიფერო , შეუძლებელია. ჩემს გრძნობას ყოველგან და ყოველთვის სახარება უდევს სარჩულად, მრწმს ქრისტეს ,ოზღვრებგა და რავინ მიმაჩნია სამარიტელად. თანასწორად ვუყურებ ალინს და იუდიანს, როგორც ადამ,იანებს. ყოველი ერი, რა ტომისაც უნდა იყოს, მიყვარს და თანავუგრძნობ , თუ თავის ქერქში ეტევა და თავისის ეროვნული სწორი გზით მიდის!... მაგრამ როცა რომელოიმე ერი მარტოთავისას აღარ სჯერდება და მოინდოიმებს სხვა ერების დაჩაგვრით ამაღლებას, სხვისი უბედურებით თვისს ბედნიერებასა და სხვისიჩაყლაპვით გასუქებას, მე იმ ტომის თანაგრძნობა არ შემიძლია !- ამ შეგნებით გამოვედი იმ თავით ცხოვრების სარბიელზე და ამ ვერგითვე მივდივარ სამარისაკენ. და რაღა გასაკვირფველია , რომ ომხებიც, ეს ჩვენი ქრისატიანი მეზობლებიც, ჩვენთან ერთად ერთ საქრისტიანო ტაფაში ნაწვავ-ნადაგი მიყვარდეს და თანავუგრძნობდე?....

და მაშ რაღა უფლება აქვთ ან სიმართლე ვისმეს, რომ მე სომხიყლაპია დამიძახოს? ნათქვამია: ,,კომლი უცეცხლოდ არ იქნებაო!'-მაგრამ კომლიც არის და კომლიც, სახლს რომ ბოროტი განზრახვით ცეცხლს წაუკიდებენ- ბოლო ავარდება, კომლი ადის... საცეცხლურში, რომ საკმეველს ჩაუყრიან და უკმევენ, ან ხატს რომ წმინდა სანთელს აუნთებენ, კომლი მაშინაც ადის, მაგრამ დიდი განსხვავება ამ ორ კომლს შუა: პირველი უკუღმართობითაა გამოწვეული და მეორე კი სიყვარულითა და სასოებით !...ჩემი ,,სომხიყლაპიობის' მკომლიც, ეგება აქმ უკანასკნელი კომლის გვარი იყოს? გავსინჯოთ გულდადებით! თუ დავუჯერებთ ისტორიას , ჩვენ წინაპრებს ყოველთვის ძმური განწყობილება ჰქონიათ მეზობელ სომხებთან და საუკუღმართო რამ არა მიუძღვისთ რა მათდამი. არაერთგზის მორწყულა სასომხეთის მიდამოები, მათ მომხმარე და მათთათვის თავდადებულ ქართველებისაგან მოწამეთა სისხლით. სიტყვა, რომ არ გავაჭიანუროთ , კმარა ისიც , რომ როცა 35000 მეომარმა ქართველმა თავის დასდვა ანის ქალაქში. ჭირვეულები მეტყვიან : რა ვუყოთ მერე, ეგ ხომ პოლიტიკურიო მოსაზრება იყოო? სომხეთში შემოსული მტერი , რო9ცა სომხებს დაამარცხებდა მერე ხომ საქართველოსკენ წამოვიდოდა და ამ მოსაზრებამ შეაკავშირა ქართველები სომხებთანო?!... შეიძლება ეს მართალიც იყო: უმიზეზოდ ქვეყანაზე არა ჰხდება რა, მაგრამ რაო მერე? ფაქტი ხომ ფაქტადა რჩება და ძმური კავშირი მაინც არსებობს ? და ეს კავშირი , ასე თუ ისე გამოწვეული, ამტკიცებენ სომხებ-ქართველეწბის ერთობას. საქართველომ თავისი მეფობა, სარწმუნოება, ეროვნული ელფერი და ენჰა მეცხრამეტე საუკუნის კარებამდე მოიტანა შეუბღალავად და უმწიკვლოდ ჩააბრა რუსეთს. სომხეთი კი წინეთ..ბევრად უფრო ადრე დაემხო, როგორც სამეფო, და სომხებიც აქეთ-იქეთ გაიბნენ ქვეყნის პირად. მაშინ ერთი გუნდი მოადგა საქართველოსაც , მაგრამ ძალმომრევად კი არა ვცეცხლით, გაუღეს ჭიღი და შეიყვანეს საქართველოში როგორც მკვიდრი შვილი, მიანიჭერს ყოველგვარი სამოქალაქო უფლება, რაც თვითონ ჰქონდათ: ხარისხი, მიწა-წყალი, ადგილ-მამული და მზარეული ეკლესიებიც კი. უთხრეს: აქ მოისვენეთ, შეგვიტკბეთ ძმურად !... ამიერიდან თქვენც საქართველოს შვილები იქნებით!... ჩვენ ხმლით ხელში საზღვრებზე დავდგებით დღე და ღამე მტრების მოსაგერიებლად და თქვნე კი უშიშრად მიჰყავით ხელი საზღვრებზე დავდგებით დღე და ღამე მტრების მოსაგერებლად და თქვენ კი უშიშრად მიჰყავით ხელი სასწორ-საზომს, რადგანაც ეგ სამსახურიც სამეფოს ერთგულებაა და მისივე საჭიროებაო. ორივე მხარე დათანხმდა : ვისაც რა ემარჯვებოდა, იმას მოჰკიდა ხელი წლებამდე კი სიამტკბილობით იყვნენ ერთმანეთთან, სომხებიც ძმებათ, ასე გასინჯეთ, რომ რჯულის სავადასხვაფერობაც ვერას უშლიდა ერთმანეთს.
სამოციან წლებში, კავკასიონი რომ დაიმორჩილეს და ბატონყმობაც გადავარდა, ხმალს ფასი აღარა ჰქონდა, ხმალთან ერთად დაეცა ქართველობაც, მაინც... მოხმარება არ იცოდნენ . მაშინ ჩამოშორდენენ ერთმანეთს ხმალდაკარგული, გაღარიბებული [ქართველები} და ფულიანი სომხები. იმათ ერთმანეთს აღარა გაეგებათ რა!..ტყვილა კი არ გვიხატავს გ. ერისთავი ერთ თავისს კომედიაში შემდეგს : უფულო უცბად გაკოტრებული ქართველი , შედის ერთ ფულიან სომეხთან და ხმალს უგირავებს. სომეხი თვალს დააჭყეტს და ამბგობს თავისთვის : ,, ვა ,გიჟა?! რკინაში ოქროს და ვერცხლს თხოულობსო!'... ქართველებსაც უკვირს: ,,ეს ხმალი პაპი ჩენმის ნაქონია , ერთ სოფლადა ღირს და მას კი რამდენიმე გროშის მოცემა ეზარებაო.!'ორივე თავისაზე დგას და ერთი და მეორის ვეღარ გაუგიათ რა!... მესამოციან წლებში გაჩდნენ საქართველკოში უცხოი ქვეყნიდან სომხები და თან შემოიტანეს თავიანთი პროგრამაც: იმათ უნდოდათ, რომ სასომხეთის აღსადგენად აღთქმითი ქვეყანა მოენახათ და ამნაირ ქვეყნად კიდე3ც მიიცნიეს საქართველო. ცხადია, რომ რაც მალე ასრულდებოდა მათი სურვილი , ისა სჯობდა. ოღონდ კი ხელში ჩაეგდოთ საქართველო სყიდვით , დაგირავებით, ადგფილების ხე4ლში ცაგდებით . . მაშინ იყო რომ მათმა ყოველმა წოდებამ იერიში მიიტანა გაოცებულ და პირდაღებულკ ქართველობაზე. დაიწყეს იმის დამტკიცება , რომ საქართველო ისტორიულად თავის დღეში არ არსებულაო და რასაც საქართველოს ეძახდნენ ის სომ ხეთი იყოო. უპირველესმა მათმა პოეტმა , რაფაელ პატკანიანცმა, რომელიც ,,კაგარქატიბარის' ფსევდონიმით წერდა, დაწერა ერთი ლექსი ქართველებისადმი ზიზღით სავსე. ის ლექსი აბგარ იონისიანმა ,,არძაგანში' დაბეჭდა. იქ პირდაპირ ნათქვამი იყო : ,,წყეული იყოს ის სომეხი , რომელსაც ქართველი ძიძა ჰყოლოდეს და ქართველის ძუძუ ეწოვოსო'. სამღვდელოება ამბიონიდან ქადაგებდა , სომხებს ქართველებთან ერთობა ნუ გექნებათო. შჩვენებული იყოს ის სომეხი , რომაელ;მაც ქათველის ოჯახში ან შეიტანონ ,ირომი ან გამოიტანონო. იმავე დროს ციხედარბაზებზე ძველი, ქართული ზედწარწერა იფხიკებოდა და სომხური იწერებოდა. რაღა შორს წავიდეთ!. გუშინ არ იყო, რომ მათ ერთ მეჯლისზე წარმოსთქვა მათმა ლიტერატორმა : ,,ოცი წელიწადია საქართველოში ვარ, მაგმარ მაინც ქართულად , იმძაღლების ენაზე არ ვლაპარაკობო'. რაც ჩამოვსთვალეთ ეს ისეთ ჭშმარიტებაა, რომ გადაფიცვა აღარ მოხერხდება და , აბა , ერთი კეთილ ინებონ და გვიჩვენონ სომხებმაც, რომ რომელიმე წოდების, ანუ წრის ქართველს ამ გვარი რამე სომხების საწყენი და საუკადრისო რამე წამოსცდენოდნენ არა თუ წერილობით , სიტყვითაც კი!... მაგას ხომ ხალხი ამბოპბს, კერძო პირები ამბობენო, გვეუბნებიან და კარგი თავის ამრთლებაა! ისტორიკოსი, მეცნიერი, პოეტი, პუბლიცისტი, სამღვდელოება, ვაჭრობა და ხვანი ყველა ლაპარაკობს და ვვინღა დარჩა? ყველა ხომ ერთად ვეღარ ილაპარაკებს. ყოველი წრიდან , რასაკვირველია, თითო ლაპარაკობს და სხვები სიჩუმით ბანს აძლევენ და თუ ჩვენ ხმა ამოვიღეთ და შევნიშნეთ, სომხის ყლაპიობას გვეწამებიან! ,, შენი მითხარ და გული მომიკალიო!'- აბა, ამაზეა ნათქვამი.

1911 წელი

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента