ЭКОНОМИКА

1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომი და სომხეთ-საქართველოს ტერიტორიალური საკითხი XX საუკუნეში (ნაწილი მე-5)

20.11.15 15:44




ანტანტის ქვეყნების ჩარევა და შუამდგომლობა

გენერალი უილიამ ტომპსონის უკვე მოხსენიებული მითითებით, ჯერ კიდევ დეკემბრის შუა რიცხვებში, რომელიც იმ მომენტისათვის არსებითად ასრულებდა ბრიტანეთის კავკასიაში ბრეიტანეთის გენერალ-გუბერნატორის ფუნქციებს, თბილისსა და ბაქოში ჩამოვიდნენ ანტანტის წარმომადგენლები: ბრიტანელი პოდპოლკოვნიკი რიჩარდ პრეის ჯორდანი და ფრანგი პოდპოლკოვნიკი პეტრე ოგიუსტ შარდინი. [1] ამ ორი ოფიცრის დავალებათა რიგში შედიოდა, კერძოდ, სარკინიგზო მონაკვეთების თბილის-ბაქოსა და თბილის-ალექსანდროპოლის მონაკვეთებზე ინსპექციის ჩატარება, აგრეთვე თბილისში ჩამოსასვლელი ბრიტანეთის სამხედრო მისიისათვის და ბრიტანეთის საოკუპაციო 27-ე დივიზიისათვის შტაბ-ბინის მომზადება. [2] ბრიტანეთის მისიის ხელმძღვანელობა დაკისრებული ჰქონდა ბრიტანეთის სალონიკის არმიის კვარტირმეისტერის ყოფილ მოადგილეს გენერალ სერ იულიამს ჰენრი რაიკროფტს.

მოკავშირეების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მთავრობას გადაეცა წარდგინება სომხეთთან ომის შეწყვეტის საქმეში შუამდგომლობის მიღების შესახებ. ეს წარდგინება გაკეთდა იმ დღეებში, როდესაც საქართველოს არმია უკან იხევდა და საქართველოს მთავრობა მზად წავიდა მოლაპარაკებებზე. მოკავშირეთა პირველი წინადადება მდგომარეობდა ფართო ნეიტრალური ზონის შექმნაში, რომელსაც შეიძლებოდა მოეცვა, როგორც ახალქალაქის მაზრა, ასევე ბორჩალოს მაზრის დიდი ნაწილი და მოქცეულიყო ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ პარიზის სამშვიდობო კონფერენციის სომხეთსა და საქართველოს შორის გამიჯვნის საბოლოო გადაწყვეტილებამდის. ეს წინადადება კატეგორიულად იქნა უარყოფილი საქართველოს მთავრობის მიერ, რომელმაც თავის მხრივ შესთავაზა მეომარი მხარეების ჯარების დაბრუნება იმ პოზიციებზე, რომლებიც მათ კონფლიქტის დაწყებამდის ეკავათ (ესე იგი მოეხდინათ პრემინილარული გამიჯვნა მდინარე კამენკაზე). საქართველო, აგრეთვე მოითხოვდა „აგრესორი ქვეყნის" განსაზღვრას, რომელიც დააკისრებდა ომის მიერ მიყენებული მატერიალური ზარალის კონპენსაციის მოვალეობას. [3]

1918 წლის 25 დეკემბრის დებატების, ურთიერთ დათმობებისა და ტექსტზე მუშაობის რამდენიმე დღის შემდეგ, საბოლოოდ გამომუშავდა და ერევანში გაიგზავნა შემდეგი შინაარსის ტელეგრამა: «Эривань. Председателю Армянской Республики Качазнуни. Великобританский генерал-майор Райкрофт, находящийся в настоящее время в Тифлисе, и полковник Шардиньи, стоящий во главе французской миссии, на конференции совместно с Председателем Правительства Грузинской Республики, господином Жорданиа, в присутствии господина Джамаляна, постановили, что военные действия должны немедленно прекратиться. Несмотря на протесты господина Джамаляна, генерал Райкрофт, полковник Шардиньи, и председатель Правительства Республики Грузия господин Жорданиа постановили, что:

Смешанная комиссия, включающая английских, французских, грузинских и армянских представителей, должна возможно скорее отправиться на фронт, чтобы провести в жизнь следующие условия соглашения:

Комиссия определяет численность гарнизонов, которые должны быть оставлены грузинами в северной части и армянами в южной части Борчалинского уезда, а также грузинами в Ахалкалакском уезде. Гарнизоны должны быть малочисленны. Грузинские войска будут стоять на линии, занимаемой ими в настоящее время, армянские войска должны отступить к турецкой линии Дисих – Джелал-Оглы. Британские пикеты будут находиться на железной дороге в пространстве между грузинскими и армянскими войсками, администрация в этой оспариваемой части будет смешанная. За грузинской администрацией в Ахалкалакском уезде имеет наблюдение комиссия союзников, в которую входят представители от местного армянского и мусульманского населения. Представители обоих государств, Грузии и Армении, будут в скором времени отправлены в Европу, где весь вопрос относительно границ будет решен Великими Державами. Генерал Райкрофт, полковник Шардиньи, Н. Жордания» [4].

გენერალი მ. სილიკოვი (სილიკიანი)

სომხეთის საგ. საქ. სამინისტროს თავკაცი ს. ტიგრანიანი

ამავდროულად ყარაკლისში სომხეთის ჯარების სარდლის გენერალ სილიკოვის შტაბში, წავიდა კომისია ბრიტანელი კაპიტან ვიპერსის, ფრანგ კაპიტან ჰასფელდის და ქართველი პოლკოვნიკის ჯაფარიძის შემადგენლობით.

მოლაპარაკებების პერიოდში საქართველოს ჯარების მიერ განხორციელებული კონტრშეტევის ფონზე (რომელზედაც ქვემოთ ითქმება) სომხეთის მთავრობამ, რომელიც წინააღმდეგი გამოდიოდა წინადადებაში გაჟღერებული პირობებისა, ამჯერად დასთანხმდა მის მიღებას, და კარაკლისიდან 30 დეკემბერს კაპიტან ვისპერისაგან მიღებულ იქნა რადიოტელეგრამა:

«Тифлис. Британской миссии. Копии Председателю Совета Министров, Министру Иностранных Дел и Военному.

Армянское правительство согласно на немедленное прекращение военных действий и на отвод войск, как было решено генералом Райкрофтом. Военные действия должны прекратиться, по согласию представителей воюющих стран, 31-го декабря 1918 года в 24 часа. День отхода армянских войск к новой линии будет решен в Тифлисе. Армянскому правительству не совсем ясны некоторые пункты, предложенные генералом Райкрофтом, но принципиально согласилось и подписало условия. Оно хочет получить более точное разъяснение, а потому уполномочило двух делегатов, одного штатского, другого – военного, которые едут со мною в Тифлис за окончателым разъяснением этих вопросов союзниками. Рассмотрев эти вопросы, я совершенно согласен с армянским правительством, что некоторые детали этих вопросов должны быть более точно разъяснены для удовлетворительной и мирной работы на условиях, предложенных генералом Райкрофтом. Армянское правительство высказало самое широкое великодушие и искреннее желание мира. Комиссия союзных держав. Караклис, Председатель комиссии Дуглас Виперс, капитан. 30 декабря 1918 года» [5].

1918 წლის 31 დეკემბერს ქართული ჯარების მეთაურებს სომხეთის საზღვარზე დაეგზავნათ შემდეგი ბრძანება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთელი ჯარების მთავარსარდალ გენერალ გედევანოვის (გედევანიშვილი) ბრძანება ნომრით 01384:

«Вследствие приказа Правительства предписываю вам приостановить военные действия сегодня, 31 декабря, в 24 часа. Войска должны оставаться на тех местах, на которых застанет их этот час. Начальникам передовых отрядов войти в связь с армянским командованием для уведомления их о решении нашего Правительства, причем поставить армянских начальников в известность, что войсковые армянские части должны отойти за ту линию, за которой они стояли до начала военных действий. К указанному выше времени приказ о прекращении нами военных действий должен быть приведен в исполнение во что бы то ни стало. О получении этого приказа донести немедленно» [6].

საქართველოს ჯარების ბორჩალოს მაზრაში წარმატებებთან ერთად არსებობს კიდევ ერთი ახსნა სომხეთის ხელმძღვანელობის საქართველოსთან კონფლიქტის დამოკიდებულებაში მოულოდნელი ცვლილებისა 1918 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვებში და ზავის დადების მზადყოფნისა. გენერალი დენიკინი თავის მემუარებში, რომელიც იმ დროისთვის სარდლობდა ანტიბოლშევიკურ მოხალისეთა არმიას რუსეთის სამხრეთში, ეყრდნობა გენერალ გ. ტ. უორკერის სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ღია მუქარას. თანახმად დენიკინისა, უორკერმა აუწყა მას და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტიგრანიანს, რომ მისთვის ცნობილია სომხეთის მთავრობასა და მოხალისეთა არმიის მეთაურობას შორის საიდუმლო შეთანხმება საქართველოზე ერთობლივი დარტყმის განხორციელების შესახებ მისი ტერიტორიული დანაწევრების მიზნით. უორკერმა ხაზი გაუსვა აგრეთვე იმას, რომ თუ საქართველოზე იერიში ორი მხრით იქნება მიტანილი, მაშინ დიდი ბრიტანეთი დადგება საქართველოს მხარეზე და გაგზავნის თავის ჯარებს სომხეთის წინააღმდეგ. 7 თვით დენიკინი კატეგორიულად უარყოფდა სომხეთთან მზგავსი შეთანხმების არსებობის ფაქტს, ერთია კი, რომ ზემოთაღწერილი სამხედო მოქმედებანი დენიკინელთა და საქართველოს ჯარებს შორის შავი ზღვის სანაპიროზე სოხუმ-ტუაფსის ნაწილში ზაფხულსა და 1918 წლის გვიან შემოდგომისას ნებას გვრთავს ვიფიქროთ სულ მცირე მოხალისეთა არმიისა და სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის საერტო ინტერესების შესახებ.

აქ აუცილებელია ავღნიშნოთ ისიც, რომ თუმც დიდი ბრიტანეთი არ ფლობდა რაიმე მნიშვნელოვან სამხედრო ძალას კავკასიაში და მის გარშემო, მაგრამ სომხეთ-ბრიტანეთის კონფლიქტის აღმოცენება ნიშნავდა ანტანტის მხრიდან ნებისმიერი სახის მხარდაჭერის შეწყვეტას სომხეთის ტერიტორიულ დავებში თურქეთთან და აზერბაიჯანთან, სადაც საუბარი იყო გაცილებით დიდ ტერიტორიაზე, ვიდრე საქართველოსთვის წასართმევ ორიოდ მაზრაზე.

--------------------------------------------------------

[1] Подполковника Джордана, бывшего вплоть до начала его миссии в Тифлисе командиром 7-го батальона Глочестерширского полка, впоследствии назначили командиром расквартированной в Баку британской 39-й пехотной бригады, а Шардиньи был начальником французской военной миссии на Южном Кавказе (Авт.).
[2] Hovannisian, Vol. I, р. 114
[3] Там же, р. 115
[4] Из истории армяно-грузинских взаимоотноошений,, стр. 131
[5] Там же, стр. 132
[6] Там же, стр. 132
F. Kazemzadeh, p. 181
[7] А.И. Деникин, Очерки русской смуты, Т. IV (Берлин, 1924), стр. 154

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента