ЭКОНОМИКА

1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომი და სომხეთ-საქართველოს ტერიტორიალური საკითხი XX საუკუნეში (ნაწილი 10)

20.11.15 15:52




არშემდგარი ალიანსი და საბოლოო გამიჯვნა ორთავე რესპუბლიკის დაცემის შემდეგ

1920 წლის დასაწყისიდან აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი კვლავ გახდა კარდინალური გეოპოლიტიკური ცვლილებების არენა. საბჭოთა რუსეთის გადამწყვეტმა გამარჯვებამ სამოქალაქო ომში, ანტიბოლშევიკური არმიის წინასწარგათვლილმა დამარცხებამ, ერთმხრივ, და იმავდროულად ეროვნული მოძრაობის აღმავლობამ თურქეთში, მეორე მხრივ, – გამოიწვია მოსკოვისა და ანკარის კავშირის წარმოქმნა, რომელიც საბოლოოდ ჩამოყალიბდა 1920 წლის გაზაფხულზე. რუსი ბოლშევიკები (ლიდერი ვ.ი.ლენინი) და თურქი ნაციონალისტები (ლიდერი ქემალ ათათურქი) გააერთიანა ანტანტის სიძულვილმა და ახლახანს დამსხვრეული იმპერიების საზღვრებში (შესაბამისად რუსეთისა და ოსმალეთის) თავიანთი ქვეყნების აღდგენის ექსპანსიონისტურმა სწრაფვამ, შეძლებისდაგვარადაც – აგრეთვე, თავიანთი ხელისუფლების გავრცელებამ ამ საზღვრებს გარეთაც კი. კავშირის განმტკიცება მოითხოვდა სხვა და საერთო საზღვრებში, რის შესახებაც მოსკოვსა და ანკარაში მიიღეს გადაწყვეტილება, ისევ გაეყოთ კავკასია ურთიერთს შორის, ბოლო მოუღეს რა სამხრეთკავკასიური სახელმწიფოების (საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის) დამოუკიდებლობებს, რომლებიც დაადგნენ დემოკრატიული განვითარების გზას. [1]



ანტანტის ქვეყნებმა პრაქტიკულად არაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ წინ აღსდგომოდნენ სამხრეთ კავკასიის ახალ გაყოფას. დიდი ბრიტანეთის დ. ლიოდ-ჯორჯის მთავრობა მიისწარფვოდა რა საბჭოებთან ეკონომიკური ურთიერთობების მოწესრიგებას, არ თვლიდა საჭიროდ წინ აღდგომოდა ამ გეგმებს. [2] აგრეთვე, ისეთი ქვეყნების მთავრობები, როგორებიც არიან საფრანგეთი, აშშ და იტალია – აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში საბჭოეთ-თურქეთის ექსპანსიის შეზღუდვის ზოგიერთი სურვილის ქონის მიუხედავად – ვერ ხედავდნენ რეალურ შესაძლებლობებს სრულყოფილად შეეშალათ ხელი მისთვის, ასევე მათ ამისათვის არ გააჩნდათ, არც საკმარისი ძალები, არც საშუალებები და არც საზოგადოებრივი მხარდაჭერა. [3]

1919 წლის ზაფხულის ბოლოს ბრიტანულმა ჯარებმა სრულიად დატოვა სამხრეთ კავკასია (ბათუმის ოლქის გამოკლებით, სადაც ისინი მომავალი წლის შუახანებამდის დარჩნენ), [4] 1920 წლის 28 აპრილიდან კი საბჭოეთის ბლიცკრიგის შედეგად, რომელსაც აქტიურ დახმარებას ქემალისტური თურქეთი უწევდა, დაეცა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა. [5] ამას მოჰყვა გამოუცხადებელი საბჭოეთ-სომხეთის ოთხთვიანი ომი, რომელიც დასრულდა 1920 წლის შეთანხმებით, რომლითაც სომხეთმა დაკარგა აზერბაიჯანთან თითქმის ყველა სადაო ტერიტორია. [6] იმავე თვეში ანტანტის ქვეყნებს შორის, რომელშიც შედიოდა სომხეთიც, და თურქეთის სულთნის მთავრობას შორის ხელი მოეწერა სევრის სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც სომხეთის მიერ ვირტუალურად იქნა თურქეთის აღმოსავლეთის ტერიტორიები, რომელიც შეადგენდა ისტორიული დასავლეთ სომხეთის ტერიტორიებს. ამ მოლაპარაკებას კი არ განუსაზღვრავს სომხეთის ზუსტი საზღვრები, მათ შორის საქართველოსთანაც და ახალი საზღვრების მოხაზვის უფლება მიენიჭა აშშ-ს პრეზიდენტს ვ. ვილსონს.

1920 წლის სექტემბრის დასაწყისში დაიწყო თურქეთ-სომხეთის ომი, რომელმაც დაამარცხა სომხეთის არმია და სომხეთი დააყენა მორიგი ეროვნული კატასტროფის წინაშე. თურქები გამალებით უტევდნენ, მაშინ როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი იჯდა რა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში და ხაზავდა მომაკვდავი სომხეთის სახელმწიფოს რუკებს, გადასცა მას ერზრუმი, ვანი და ტრაპიზონი, კარაბექირ ფაშას ჯარებმა დაიკავა პენიაკი და სარიკამიში, ცოტა მოგვიანებით კი ყარსი, ალექსანდროპოლი და ემზადებოდა ერევანსა და ყარაკლისზე თავდასხმისათვის. (8)

სხვათა შორის, ცეცხლის შეწყვეტის ორკვირიან პერიოდში, რომელიც მოჰყვა სომხების მიერ სარიყამიშის, ყაღიზმანის, ფენიაკისა და მერდენეს დაკარგვას, საქართველომ სცადა კონტროლის ქვეშ აეღო არდაგანის სადაო ოლქის კიდევ ერთი ნაწილი (ნახეთ რუკა 7), აგრეთვე სქემა 3. 1920 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს ჯარები შევიდნენ ჩირდილის (ჩრდილი) ტბის რაიონში, აგერთვე სოფელ ოკამში (გიოლე) მტკვრის „სომხურ მხარეს".
ამ დემარშმა გამოიწვია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღშფოთება, იმ მიზეზით რომ, სადაო ტერიტორიების საქართველოს ჯარების მიერ დაპყრობა, თბილისში სომხეთ-საქართველოს თავდაცვითი კავშირის შექმნის, რომელიც მიმართული იქნებოდა საბჭოთა რუსეთისა და თურქეთის წინააღმდეგ, მოლაპარაკებების მსვლელობის დროს მოხდა. მოლაპარაკებები პრაქტიკულად უშედეგოდ დამთავრდა, ნაწილობრივ საქართველოში თურქეთის დიპლომატიური წარმომადგენლების დაჟინებული დაპირებებით, რომ ათათურქის ეროვნული მთავრობა არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ სომხეთთან სადაო ტერიტორიების დაკავებას. ამასთანავე, საქართველოს საგარეო მინისტრის კონსტანტინე სუმბათაშვილის სინფორმაციო სააგენტომ განაცხადა, რომ არდაგანის მხარის სადაობა ჰქმნის მასში ქართული ადმინისტრაციის არსებობას უფრო კანონიერად, ვიდრე სომხეთისას.

ქართული ჯარების სადემარკაციო ხაზზე გადასვლიდან რამოდენიმე დღეში, სომხეთის მთავრობამ ფრონტიდან მოხსნა მე-8 პოლკის ნაწილები და დასავლეთ სომხების ბატალიონი და გაგზავნა ოკამში. კონფრონტაციის აცილების მიზნით ქართულმა მხარემ ოკამიდან არდაგანისაკენ დაიხია. ჩილდირის რაიონი დარჩა საქართველოს შემადგენლობაში და 1920 წლის 13 ოქტომბერს დასახლება ზურზუნის თავზე საზეიმოდ აღიმართა ქართული დროშა [9]. ამავე დროს თურქეთის ფრონტზე შეწყდა სიჩუმე, და სომხეთმა დაკარგა ჩილდირის დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც სხვათაშორის ოთხი თვის შემდეგ გადავიდა თურქეთის შემადგენლობაში, თურქეთ-საბჭოთა რუსეთის ალიანსის მიერ საქართველოს ლიკვიდაციისას.
სომხეთ-თურქეთის ომის მეორე ფაზის დასარულს, ალექსანდროპოლის დაცემიდან ერთ კვირაში, სომხეთის მთავრობამ ქართულ ჯარებს ნება დართო დროებით დაეკავებინა ლორეს ნეიტრალური ზონა, რომელიც ბრიტანული ჯარების შემდეგ გადაიქცა სომხეთ-საქართველოს კონდომინიუმად, იმ მიზნით, რომ არ დაეშვა ამ ტერიტორიის თუქების მიერ დაპყრობა (ნახეთ სქემა 4). ერთია, რომ 16 ნოემბერს ქართულმა ნაწილებმა არა მარტო ლორეს ზონა დაიკავეს, არამედ წინაც წაიწიეს და გავიდნენ თბილისის გუბერნიის ძველ საზღვრებთან, რომელიც საქართველოში ითვლებოდა უდაოდ და ორ სამხრეთკავკასიურ სახელმწიფოს შორის სამართლიან საზღვრად. აიღო რა ამ სახით კონტროლის ქვეშ ბორჩალოს მაზრის მთელი ადრინდელი სადაო ნაწილი, საქართველოს მხრიდან მოკლე დროში ჩატარდა პლებისციტი, რომლის საფუძველზეც ბორჩალოს მაზრის მთელი ლორეს ნაწილი (ე.ი. კონდომინიუმი, და ხაზი, რომელიც 1919 წლის ხელშეკრულებით სომხეთს გადაეცა) ანექსირებული იქნა საქართველოს მიერ. ამ ესსეეს ავტორებს არ გააჩნიათ სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაუთმო თუ არა სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ქართველებს ლორეს მთელი ნაწილის დაკავება ან მხოლოდ იმნაწილისა, რომელიც შედიოდა კონდომინიუმში (ნეიტრალური ზონა), აგრეთვე იმასთან მიმარტებაშიც თუ რამდენად კორექტულად ჩატარდა პლებისციტი. ამავე დროს, თვით სომხეთ-თურქეთის ომის მსვლელობა ნებას გვრთავს ვივარაუდოტ, რომ ლორეს ქრისტიანული მოსახლეობის უმრავლესსობამ ნამდვილად გამოხატა თავისი ნება საქართველოს სასარგებლოდ. საქართველოს შემადგენლობაში შესვლა სულ მცირე იძლეოდა ადგილობრივი სომხების, ბერზნებისა და რუსების სიცოცხლეზე ხელშეუხებლობას, ასევე ხელშეუხებლობას მათ საკუთრებაზე, იმავ დროულად ტურქების მიერ დაპყრობაში იგულისხმებოდა ორთავეს დაკარგვაში. ამ შემთხვევაში გადაწეულ იქნა სომხეთ-საქართველოს საზღვარი და მთელი წლის განმავლობაში მონახაზი არ შეცვლილა. [10] სხვათა შორის 1920 წლის დეკემბრის დასაწყისში სომხეთის ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც არ დაუპყრიათ თურქებს, დაკავებულ იქნა წითელი არმიის მიერ და გასაბჭოვდა. სომხეთის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ შეწყვიტა არსებობა და გახდა მოსკოვისაგან ნომინალურად დამოუკიდებელი საბჭოთა რესპუბლიკა. ლორეს ნაწილზე საკითხი კვალავ წამოიჭრა 1921 წლის 3 იანვარს, როცა უკვე საბჭოთა სომხეთის მთავრობამ საბჭოთა რუსეთის მხარდაჭერით დაიწყო მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან დასახელებული ტერიტორიის სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკისათვის გადასაცემად.[11] ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა შესვენებებიტ ორი თვის განმავლობაში და საბოლოოდ ჩაიშალა საბჭოეთ-საქართველოს ომით, რომელიც დაიწყო 1921 წლის 11თებერვალს (ზუსტად 16 დღის შემდეგ, როდესას 1921 წლის 26 იანვარს პარიზის კონფერენციაზე საქართველო არიარეს დე-იურედ). [12]

საქართველოს წინააღმდეგ ატეხილი ომი, რომელიც გააჩაღა საბჭოთა რუსეთმა საბჭოტა სომხეტთან და საბჭოთა აზერბაიჯანთან კავშირში (ფორმალურად დამოუკიდებელი, მაგრამ ფაქტიურად რუსეთის პროტექტორატები [13]) დაიწყო წითელი არმიის ნაწილების ბორჩალოს მაზრის ლორეს ნაწილში შეჭრით „სახალხო აჯანყების" მხარდაჭერის საბაბით, რომელიც ინიცირებული იყო ბოლშევიკი აგენტების მიერ ამ მხარის რამოდენიმე სომხურ სოფელში. [14]

ოთხი კვირის მანძილზე საქართველოს ჯარებისა და სახალხო ლაშქრის გააფრთებული წიააღმდეგობის გაფრტებული წინააღმდეგობის შემდეგ 1921 წლის 18 მარტს დაეცა სამხრეთ კავკასიის უკანასკნელი დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც გადაიქცა კიდევ ერთ საბჭოთა რესპუბლიკად.

საქართველოს გასაბჭოებიდან რამდენიე ხნის მანძილზე სადაო ლორეს ნაწილი მის შემადგენლობაში რჩებოდა. მთელი რიგი მკვლევარების აზრით ამის ძირითად მიზეზს წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლების „ლეგიტიმურობის" მითის შენარჩუნება, რამდენადაც საქართველოში პრო-საბჭოური „ამბოხი" საქართველოს ტერიტორიაზე, რომელმაც გამოიწვია პირველი რასპუბლიკის დაცემა, სწორედ ამ მხარის ტერიტორიაზე მოხდა. [15]

1922 წლის 30 დეკემბერს ყოფილი რუსეთის იმპერიის საზღვრებში მოქცეული საბჭოთა რესპუბლიკები გაერთიანებული იქნენ ერთ სხელმწიფოში – საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში (სსრკ). სამხერთ კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკები შევიდნენ განახლებული იმპერიის შემადგენლობაში, მანამდის კი გაერთიანდნენ ამიერკავკასიის ფედერაციაში (ასფსრ), რომლის ფარგლებშიაც, ბოლშევიკების კომპარტიის ცკ-ის მიწერილობის თანახმად, „საბოლოოდ" უნდა გადაეჭრათ ზოგიერთი ტერიტორიული სადაო საკითხი. ამაზე დაყრდნობით 1921 წლის 6 ნოემბერს საბჭოთა საქართველოსა და საბჭოთა სომხეთს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელმაც განსაზღვრა მათ შორის გამჯვნის ხაზი, რომელიც თითქმის დრს არსებული სასაზღვრო ხაზია. ამ ხელშეკრულების საფუძველზე საბჭოთა სომხეთის შემადგენლობაში კვალვ შევიდა ლორეს მხარის მტელი ტერიტორია, ყოფილი ნეიტრალური ზონისა და აგრეთვე ნეიტრალური ყაზის სამხრეთით მდებარე ტერიტორია, რომელიც სომხეთს 1919 წლის 17 იანვრის ხელშეკრულებით გადაეცა.
1921 წლის ნოემბრის შეთანხმების შემდეგ საქართველო-სომხეთის საზღვრის მონახაზი პრაქტიკულად არ შეცვლილა თითქმოის აგერ 90 წლის განმავლობაში. შესაძლებელია აქ ერთი რამის ხსენებაც, თუმც მისი ვირტუალური რევიზიის მცდელობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას, ამასთანავე სსრკ-ს ფარგლებს გარეთ.

სსრკ-ს წინააღმდეგ ომის (1941-45) დაწყებიდან მალევე, ნაცისტური გერმანიის ხელმძღვანელობამ გადადგა ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იყო კავკასიაში პრო-ნაცისტური სატელიტ სახელმწიფოების შექმნისაკენ.[16] ამ მიზნით ბერლინში შეიქმნა „განმათავისუფლებელი კომიტეტები", რომელიც შედგებოდა ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი პოლიტემიგრანტებისაგან, რომელთაც ელოდებოდათ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ემბრიონალური საემიგრაციო მთავრობების ფუნქციების შესრულება. 1942 წლის 15 აპრილა ამ კომიტეტებმა და მათს დაქვემდებარებულმა ეროვნულმა საჯარისო ფორმირებებმა ვერმახტის შემადგენლობაში მიიღო „მესამე რეიხის სრულუფლებიანი მოკავშირეების" სტატუსი,[17] აგრეთვე ადოლფ ჰიტლერის პირადი დირექტივა ტერიტორიული საკითხების დაუყოვნებელი გადაჭრისათვის. საბოლოოდ სამივე კომიტეტი შეთანხმდა მომავალი სომხეთის გაფართოებაზე აზერბაიჯანთან მისი სადაო ტერიტორიებისა და ახალქალაქის მიმართულებით მის სასარგებლოდ საქართველოს საზღვრის მცირედი კორექტივების ხარჯზე. ამის სანაცვლოდ საქარტველოს დაკმაყოფილება იგეგმებოდა მისთვის ზაქათალის ოლქის დაბრუნებით, რომელიც იმ მომენტისათვის, და ახლაც, აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედიოდა და მას გადაეცემოდა აგრეთვე შავიზღვის სანაპირო სოჭიდან ტუაფსემდის. მკაცრად შემჭიდროებული აზერბაიჯანი გაფართოვდებოდა კავკასიის დიდი მთაგრეხილის ჩრდილოეთით დიდი მოცულობის ტერიტორიით დაღესტანში. [18]

ნაცისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების დამარცხებამ მეორე მსოფლიოომში ხაზი გადაუსვა ზემოხსენებულ გეგმებსა და თითქმის სრულ დავიწყებას მისცა იგი.

---------------------------------------------------
[1] Richard G. Hovannisian, "Caucasian Armenia between Imperial and Soviet Rule: the Interlude of National Independence" in Ronald Grigor Suny (Ed.) Transcaucasia, Nationalism and Social Change: Essays on the History of Armenia, Azerbaijan and Georgia (Ann Arbor, 1996), p.287
[2] Kazemzadeh, p.331
[3] Kazemzadeh, pp.97, 260-263, 271-272
[4] Кадишев, стр. 470
[5] Годовой отчет НКИД к VIII Съезду Советов / 1919—1920 (Москва., 1921)
[6] Kazemzadeh, p. 309
[7] Договор был подписан именно султанским правительством, на тот момент не контролировавшим даже Константинополь, в котором оно пребывало. Националисты же, имевшие свое правительство в Анкаре категорически отказались признавать его. (Авт.)
[8] Kazemzadeh, p. 265
[9] R. Hovannisian, The Republic of Armenia (Los Angeles, 1982), Vol. IV, рp. 222-226.
[10] Кадишев, стр. 368
[11] Ibid., p.307
[12] A. Andersen and G. Partskhaladze, "La guerre soviéto-géorgienne et la soviétisation de la Géorgie (février-mars 1921)", Revue Historique des Armees, No. 254 – 1, 2009 (Paris, 2009), pp.68-70
Kazemzadeh, p. 313
Ronald Grigor Suny, The Maling of the Georgian Nation (Indianopolis, 1994), p.207
[13] В соответствии с принципом партийной дисциплины большевистские правительства советских республик Южного Кавказа ыли обязаны беспрекословно подчиняться директивам ВКП(б), поступавшим из Москвы при посредстве специального органа, называвшегося Кавбюро ЦК ВКП (б) (Авт.)
[14] F. Kazemzadeh, pp. 318-319
[15] А.Цуциев, Атлас Этнополитической Истории Кавказа /1774-2004 (Москва, 2006), стр.60
[16] Э. Абрамян, Забытый легион (Ереван, 2005), стp. 33
[17] J. Hoffmann, Kaukasien 1942/43: Das deutsche Heer und die Orientvoelker der Sowietunion (Freiburg, 1991), s. 356
[18] Абрамян,, стp. 37

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента