ЭКОНОМИКА

დაპირისპირება (აფხაზი თუ აფსუა?) (ნაწილი 6 )

20.11.15 16:04




"მუჰაჯირობის" პროცესის დასრულების შემდეგ ცარიზმი შეუდგა ზრუნვას აფხაზეთში რუსული ორიენტაციის ინტელიგენციის ჩამოყალიბებისათვის. აფხაზთა შორის ხელოვნურად ნერგავდნენ ანტიქართულ განწყობას. დაუნდობელი ბრძოლა გამოეცხადა ქართველაფხაზთა კულტურულისტორიულ ერთობასა და ამ ერთობის საფუძველს ქართულ ენას. ამ მიზანს ემსახურებოდა აფხაზეთის ეკლესიებში ღვთისმსახურების საეკლესიოსლავურზე გადაყვანა და რუსული ანბანის საფუძველზე აფხაზური დამწერლობის შემოღება, რაც პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა1.



მოგვიანებით საბჭოთა რუსეთს, მის კომუნისტურ პარტიას აფხაზეთში მუდამ ეგულებოდათ გარკვეული ძალები, რომლებიც მზად იყვნენ ნებისმიერ დროს გამოსულიყვნენ დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ. შემთხვევითი არ იყო, რომ 1919 წელს აფსუებთან ერთად ქართველებს დაუპირისპირდნენ ა. ხატისოვის ინიციატივით თურქეთიდან აფხაზეთში ჩამოსახლებული სომხები. მათი ნაწილი მოხალისე არმიის სარდლობასაც მიეტმასნა2. აფსუათა მერყევ და უნდო ხასიათს ემატებოდა გააფსუებული ქართველების გაიძვერა კარიერისტული მოქმედება, ყველაფერს რომ საკუთარ კეთილდღეობას სწირავდნენ. ასეთთა შორის იყვნენ ა. შარვაშიძე, კაკუბავა, დ. ალანია, მ. ცაგურია, ი. მარღანია, რ. ჩხოტუა, ნ. ტარნავა და სხვ.3

ამ დროისათვის უვკე აქტიურად დაიწყო სეპარატისტული მოძრაობა აფხაზეთში. სეპარატიზმი, როგორც საზოგადოებრივპოლიტიკური მოვლენა, ათეულ საუკუნეებს ითვლის და ლათინური წარმოშობის ამ ცნებას, რომელიც გამოყოფას, განცალკევებას ნიშნავს, მეცნიერები სხვადასხვა ინტერპრეტაციას აძლევენ.

საბჭოურ ისტორიოგრაფიაში მიღებული იყო, რომ სეპარატიზმი ძირითადად ბურჟუაზიული წყობილებისთვის იყო დამახასიათებელი, თუმცა, იგი ყოველთვის და ყველგან არსებობდა; ასევე საბჭოთა რეჟიმის დროსაც, მაგრამ მას ფარული ხასიათი ჰქონდა.

სეპარატიზმის მიმდევარ ხალხებში იგი მოიაზრება როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და ხშირად გამოიყენება ცალკეული დიდი სახელმწიფოების მიერ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩასარევად პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით4.

უკვე 1920-1921 წლებში ბოლშევიკებისა და სოციალიზმის დროშას გარკვეული ძალები საფარად იყენებდნენ საქართველოსაგან აფხაზეთის ჩამოცილების და რუსეთთან შეერთებისათვის ბრძოლაში.

ამაზე მეტყველებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილი (არაუადრეს 1920 წლის ოქტომბრისა) ცნობაც, რომელშიც ნათქვამია: "ამგვარად, საქართველოსა და საბჭოთა რუსეთის ზავის ჩამოგდების შემდეგაც... კომუნისტები სოხუმის ოლქში ეწეოდნენ საქართველოს დემოკრატიული წესწყობილების და მისი მთავრობის წინააღმდეგ აგიტაციას და აწყობდნენ შეიარაღებულ აჯანყებას. ამ მუშაობას კომუნისტები აწარმოებდნენ არალეგალურად და ამავე დროს კავშირი ჰქონდათ საბჭოთა რუსეთის სამხედრო ძალებთან გაგრის ფრონტზე.

უმთავრესი სამოქმედო ორგანიზაციები იყო: 1) ქალაქ სოხუმში _ "სოკი", რომელიც საერთო ხელმძღვანელობას უწევდა დანარჩენ ორგანიზაციებს, იძენდა ასაფეთქებელ მასალას, ეწინააღმედეგებოდა მთავრობის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას და ფულით დახმარებას უწევდა ხელქვეით ორგანიზაციებს. 2) გაგრაში _ გაგრის სამაზრო რევოლუციური კომიტეტი, რომელიც საჯაშუშო მასალებს აწვდიდა საბჭოთა ჯარებს, პროპაგანდით და აგიტაციით ხრწნიდა საქართველოს ჯარისკაცებს და არღვევდა ჩვენს ფრონტს და 3) აფხაზეთში ავრცელებდნენ აფხაზეთის საქართველოდან ჩამოშორების შესახებ ხმებს, ურჩევდნენ აფხაზებს შეერთებოდნენ რუსეთს და აწყობდნენ აფხაზეთის შეიარაღებულ აჯანყებას5.

საბჭოთა რეჟიმის დამყარების შედმეგ აფხაზეთში გაძლიერდა ქართველთა დევნა. კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ თავის გეგმას ისეთი იდეოლოგიური სარჩული გამოაკერა, რომელიც მიჩქმალავდა ამ გეგმის ნამდვილი ავტორის ვინაობას, კერძოდ, _ ქართული შოვინიზმის აფხაზური იდეა. ასე გამოიჩეკნენ ქართული ნაციონალური ეგოიზმის მქადაგებელი "აფხაზი" იდეოლოგები, რომლებიც იმ ტოტსაც ჭრიდნენ, რომელზეც თავად ისხდნენ6.

XX საუკუნის 30იან წლებში აფხაზური სეპარატისტული მოძრაობა გააქტიურებას იწყებს და ფიქსირდება ცალკეული ორგანიზაციების და ჯგუფების შექმნა. ომის წლებში აფხაზური მოძრაობის ცალკეულმა წარმომადგენლებმა სცადეს დაესვათ საკითხი საქართველოსაგან აფხაზეთის გამოყოფის შესახებ, მაგრამ შეთქმულება მალე გამომჟღავნდა და მისი მოთავეები ს. ბასარია, მ. ადლეიბა და სხვები მართლმსაჯულებას ვერ ასცდნენ.

ომის შემდგომ წლებში აფხაზური მოძრაობა ახალ ძალას იკრებს, განსაკუთრებით აქტიურობენ თბილისში სასწავლო და სამეცნიერო განათლებამიღებული ახალგაზრდები, მათ შორის უმარ შაკრილი და, განსაკუთრებით უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, სამეცნიერო ხარისხის მქონე _ თამარ შაკრილი.

ფაქტია, რომ შემდგომშიც აფხაზურ მოძრაობაში მონაწილე თითქმის ყველა წევრს ძირითადად თბილისში ჰქონდა გავლილი სასწავლო-სამეცნიერო და სამსახურებრივ-თანამდებობრივი წრთობა7.

თვითგანდიდებისა და ქართველთაგან განკერძოების ტენდენცია გაუღვივდათ აფხაზ-აფსუებს განსაკთრებით 50-იანი წლებიდან, როდესაც სტალინი გარდაიცვალა და საბჭოთა სისტემა ღრმა კრიზისმა მოიცვა. სისტემის ყველა მანკიერება და ცოდვა სტალინის მშობლიურ ხალხს, ქართველებს მიეწერა, როცა მათ წინააღმდეგ გაუგონარი ლაშქრობა გაჩაღდა. ამავდროულად დაიწყო ქართველთა ძალდატანებითი გააფხაზება, რომელმაც საკმაოდ ფართო მასშტაბი მიიღო, მაგრამ მშველელი არავინ აღმოჩნდა.

გაზვიადებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ თანამედროვე აფხაზური სეპარატიზმის გეგმას 50-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, როცა საბჭოთა კავშირის ახალმა მესვეურებმა _ ხრუშჩოვმა, სუსლოვმა, კოსიგინმა, მიქოიანმა, ანდროპოვმა და სხვებმა სახელმწიფოებრივი აგიტაცია გააჩაღეს ქართველების წინააღმდეგ. სწორედ კრემლსა და აფხაზეთის კურორტებზე შეიქმნა და დაიხვეწა აფხაზეთის საქართველოსაგან ჩამოცილების და რუსეთისადმი მიერთების პროგრამა8. სოხუმში, გუდაუთაში, გაგრაში გამართული მიტინგები, მიღებული რეზოლუციები და მიმართვები სერიოზული განაცხადი იყო ქართულაფხაზური ურთიერთობის შემდგომი გამწვავებისათვის. ადგილობრივი "აფხაზური" მოსახლეობის მძაფრ რეაქციას იწვევდა მგელაძისა და გეთიას მიერ გატარებული ღონისძიებები ქართული ტოპონიმების აღდგენის შესახებ. მაგალითად, ოჩამჩირის რაიონის ტყვარჩელის სასოფლო საბჭოს უწოდეს ვარდისუბნის სასოფლო საბჭო. იმავე რაიონის სოფელ არაკიჩს _ სოფელი აგარაკი, სოფელ შაუმიანს (გულრიფშის რაიონი) _ ნარინჯოვანი, იმავე რაიონის სოფელ მიასნიკოვოს _ წერული და ა. შ. კოლმეურნეობა მუგძირხვას (გუდაუთის რაიონი) _ მზიური, სოფელ ბაღნარის კოლმეურნეობას (გაგრის რაიონი) _ ახალი ცხოვრება და ა. შ.9

ამავე პერიოდში აფხაზეთის ინტელიგენციის ნაწილი ფართო პროპაგანდას ეწეოდა ქართველი მოსახლეობისა და ქართული კულტურის წინააღმდეგ, რამაც ორგანიზებული ხასიათი მიიღო. აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლები, ასევე გაზეთ "აფსნი ყაფშის" რედაქციის თანამშრომლები ხშირად იკრიბებოდნენ ანტიქართული პოლიტიკის შესამუშავებლად და დასახვეწად. ისინი საჯაროდ, პლენუმებზე, აქტივის კრებებზე, თათბირებზე ყოველმხრივ უპირისპირდებოდნენ ყოველივე ქართულს10. საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას აფხაზეთის ავტონომიისადმი აიგივებდნენ საფრანგეთის ალჟირთან და ინგლისის ეგვიპტესთან ურთიერთობას11

"აფხაზები" ასევე ავრცელებდნენ ხმებს, რომ ლაკობა მოწამლა ბერიამ და უნდა გაემართლებინათ სიკვდილის შემდეგ12.

აფხაზები ბრალს დებდნენ ქართველებს, რომ აჩანდარის საშუალო სკოლის 20 აფხაზ მოწაფეს ქართველებმა თვითნებურად შეუცვალეს სახელები და უწოდეს: 1. ხიკურ ანქვაბს _ რუსუდანი, 2. ტაიფ ადჟბას _ ტერენტი, 3. ჩუკა ჩიჩბას _ ჟუჟუნა, 4. ცუცა ჩარგუშს _ ციალა, 5. ბუბა ხაგბას _ ნათელა, 6. შამონია ჭანტურიას _ ეთერი, 7. არსენია ხაგბას _ თინათინი, 8. ხიკურ ხაგბას _ ლამარა, 9. ჩოდია გუნბას _ ვალერიანი, 10. ხიკურა ჯენიას _ ნორა, 11. ხიკუჩა გუნბას _ როზა, 12. შულია ჯენიას _ შალვა, 13. ლიუჩკა ჯენიას _ ლამარა, 14. ხიმკა ხორავას _ ეთერი, 15. კაპჩკა ჩიჩბას _ თამარა, 16. არზენია ბარციცს _ ჟუჟუნა, 17. ხიმორ გუნბას _ ნათელა, 18. ლელო ხიგბას _ თამარა, 19. რიმა თირკს _ ვალენტინა, 20. საფარბეი გუნბას _ ამირანი13.

თავიანთ გამოსვლებში აფხაზები ზიზღს ამჟღავნებდნენ ქართველებისადმი, კერძოდ, მეგრელებისადმი. ისინი განსაკუთრებით ხაზს უსვამდნენ მეგრელებს, საერთოდ გამოყოფდნენ ქართველებისაგან. მაგალითად, ტვანბა თავის გამოსვლებში რუსი "თეორეტიკოსების" მსგავსად აღნიშნავდა "ქართველები და მეგრელები"14.

1956 წლის 10 ივლისს სკკპ ცკ პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება, სადაც გაკრიტიკებული იყო საქართველოს კპ ცკ-ის მუშაობა აფხაზეთთან მიმართებაში. კრემლიდან თანადგომით გამხნევებული აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანი მ. ბღაჟბა საქართველოს ხელისუფლებას მთელ რიგ მოთხოვნებს უყენებდა. უარყოფითად აფასებდა გაზეთ "ზარია ვოსტოკაში" და ჟურნალ "მნათობში" ქართველ მეცნიერთა პუბლიკაციებს, რაც მას მიაჩნდა აფხაზი ხალხის თვითმყოფადობის, მისი ისტორიის, სახელმწიფოებირობისა და კულტურის უგულვებელყოფად15. ასეთი სახის სტატიებს ბღაჟბა ბურჟუაზიული ნაციონალიზმის გამოვლინებად ნათლავდა. მისი მოთხოვნით საჭირო იყო გაფართოებულიყო აფხაზეთის ასსრ უფლებები, შექმნილიყო ისეთი ვითარება, როცა ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები გამოიჩენდნენ ინიციატივას და შედარებით დამოუკიდებლად გადაწყვეტდნენ მნიშვნელოვან სამეურნეო და რესპუბლიკის ცხოვრების სხვა საკითხებს. ასევე, უახლოეს დროში აშენებულიყო სოხუმში რადიოსატრანსლიაციო სადგური, აღდგენილიყო სოხუმში აფხაზური სკოლა ინტერნატთან ერთად. პედაგოგიური კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებლად დაეარსებინათ პედაგოგთა დახელოვნების ინსტიტუტი. მთლიანად "აღედგინათ" დასახლებული პუნქტებისა და ადგილების ადრინდელი სახელები. ამისათვის ბღაჟბა საჭიროდ თვლიდა გაეფართოებინათ აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს უფლებები და სხვ.უფრო სერიოზულად გაემახვილებინათ ყურადღება ადგილობრივი კადრების აღზრდასა და დაწინაურებაზე, დაენერგათ პრაქტიკაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე აფხაზების დაწინაურება როგორც თბილისში, ასევე საქართველოს მასშტაბით16. 17.

ჯერ კიდევ 1956 წლის აპრილში საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის კოლექტივი საგასტროლოდ ჩავიდა აფხაზეთში, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ მისცა საშუალება ჩაეტარებინა კონცერტი. აფხაზეთის ასსრ კულტურის მინისტრმა კვარჩელიამ თბილისიდან ჩასულ მსახიობებს განუცხადა: "თქვენ აქ არავის მოუწვევიხართ. თქვენ ვინა ხართ? გაათავისუფლეთ ჩვენი ტერიტორია. ჩვენ არა გვსურს დავემორჩილოთ საქართველოს ფილარმონიის გადაწყვეტილებებს, რამდენადაც გვსურს შევინარჩუნოთ ჩვენი ავტონომია, წაეთრიეთ აქედან! წაეთრიეთ ჩვენი ტერიტორიიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში მე გამოვიძახებ მილიციას და დაგაპატიმრებთ... ჩვენ ჩვენი მინისტრთა საბჭო გვაქვს და ვასრულებ მის განკარგულებას და არა საქართველოს კულტურის სამინისტროს განკარგულებას"18.

1957 წლის 18 ივლისს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აღედგინათ ზოგიერთი სასოფლო საბჭოს და დასახლებული პუნქტის, რკინიგზის სადგურის და სხვა სახელები19.

აღნიშნული გადაწყვეტილებით სახელები უნდა შეცვლოდა 8 სასოფლო საბჭოს, 39 დასახლებულ პუნქტს, რკინიგზის 3 სადგურს, 5 "პლატფორმას", 3 გადასასვლელს. ასევე უნდა შეცვლილიყო 11 დასახლებული პუნქტის ტრანსკრიპცია20.

აფსუები ცდილობდნენ ქართული სახელწოდებების გაუქმებას. მათთვის მთავარს წარმოადგენდა ქართული ტოპონიმების კვალის გაქრობა. ამ მოტივით მნიშვნელობა არ ჰქონდა რა სახელს დაარქმევდნენ. მაგალითად, მოითხოვდნენ რომ ბაღნარის სასოფლო საბჭოსთვის ეწოდებინათ ქრისტეფოროვო, განთიადის სასოფლო საბჭოსთვის _ პილენკოვო და ა. შ. სინამდვილეში ეს სახელები არც აფსუებისთვის იყო მახლობელი.

როგორც სათანადო ადგილას აღვნიშნეთ XIX საუკუნის 70-იან წლებში მეფის რუსეთი ინტენსიურ კოლონიზაციას ეწეოდა აფხაზეთში. რუსი მემამულეები და ვაჭრები ჩალის ფასად ყიდულობდნენ აქ მიწებს. ერთერთი ასეთი იყო ქრისტეფოროვი და სხვები, რომელთა სახელების აღდგენასაც მოითხოვდნენ აფსუა "პატრიოტები"21.

1960 წლის 11 მაისს აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანმა ბღაჟბამ თხოვნით მიმართა საქართველოს კპ ცკ პირველ მდივანს ვ. მჟავანაძეს, რათა ნება მიეცათ იმავე წლის ივნისში აღენიშნათ რუსეთთან შეერთების 150 წლის იუბილე22.

აფხაზური მოძრაობის მომდევნო ეტაპი 1966-1968 წლებთან არის დაკავშირებული. ცნობილია, "31"ის, "77"ის და "130"ის წერილები, რომლებშიც აშკარად იგრძნობოდა ანტიქართული განწყობილება, რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის რესპუბლიკის შესვლის სურვილი. ამავე პერიოდში იქმნება "იატაკქვეშა საოლქო კომიტეტი და წინასწარ ნაწილდება ყველაზე პრესტიჟული თანამდებობები. ეს პერიოდი აფხაზეთში საზოგადოებრივი აზრის მომზადების ეტაპია. აფხაზობა, ეროვნულობის პარალელურად, სოციალური სახის მატარებელი ხდება. დასაქმებისა და თანამდებობის მიღებისას უპირატესობა ენიჭება ეროვნულობას _ "აფხაზობას". აფხაზი სეპარატისტები თხოულობენ აფხაზეთის კონსტიტუციაში შეიტანონ მუხლი თვითგამორკვევისა და საქართველოდან გამოყოფის შესახებ23.

სკკპ ცკ 1972 წლის თებერვლის დადგენილების შემდეგ (თბილისის საქალაქო კომიტეტის შესხებ...), აფხაზეთი თანდათანობით იღებს სუვერენული რესპუბლიკის სტატუსისთვის საჭირო ყველა ატრიბუტს. იხსნება აფხაზეთის ტელევიზია, უნივერსიტეტი, ხორციელდება საკადრო პოლიტიკა, რომელიც დიდი თუ პატარა თანამდებობისაკენ გზას უკეტავდა ქართველებს. ჩქარდება ქართველების გააფხაზების პროცესი.

დადგენილებაში ჩადებულმა ე. წ. "ინტერნაციონალურმა" ნაღმმა, ლეგალურად აქცია ყოველივე ის, რაც ათეულობით წლის მანძილზე აფხაზეთში არალეგალურად მიმდინარეობდა. უფრო მეტიც, ყოველივე ამან ხელფეხი გაუხსნა სეპარატისტულ მოძრაობას დანარჩენ საქართველოში. "აფხაზური პრობლემა" ამოვარდა ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სივრციდან, იგი საერთო საკავშირო "საზრუნავი" გახდა, რაც მოგვიანებით ტრაგიკული შედეგების მომტანი აღმოჩნდა ქართველებისა და აფხაზებისთვისაც24.

ამ დროს აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ხელმძღვანელობაში ერთმანეთს ებრძოდა ორი მიმდინარეობა. ანტიქართული, რომლის სულისჩამდგმელი იყო ყველა ჯურის კარიერისტებისა და მაქინატორების მფარველი საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი მ. ხვარცკია.

მ. ხვარცკიას გარშემო შემოკრებილ კომუნისტთა მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე გახდა ვ. მჟავანაძის მმართველობის ხანაში. ფართოდ გაშლილი კორუფცია აფხაზეთში განსაკუთრებით სიმწვავით გამოვლინდა, რადგან იგი კადრების არასწორი შერჩევისა და განაწილების პრინციპს გადაეჯაჭვა. იმ დროს ავტონომიური რესპუბლიკის უმცირესობის _ აფხაზთა 15%-ის ხელში იყო ნომენკლატურულ თანამდებობათა ორი მესამედი. ბრძოლამ "თანამდებობისათვის" უმთავრესად ანტიქართული ხასიათი მიიღო, რაც სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოთა ნორმალურ მუშაობაზე დამღუპველად მოქმედებდა. ამის შედეგად მართლმსაჯულება დაშლის პროცესს განიცდიდა, ხოლო კორუფციის ზრდამ შეუძლებელი გახადა ეფექტური ბრძოლა ვ. კობახიას მფარველობის ქვეშ მყოფ საქმოსანთა და მაქინატორთა წინააღმდეგ. სამწუხაროდ, საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობა ამ რთულ ვითარებაში ვერ გაერკვა და მცდარ გზას დაადგა. მდგომარეობის განსამუხტავად 1973 წელს ერთდროულად გაანთავისუფლეს როგორც კობახია, ასევე ხვარცკია.

საქართველოს კომპარტიის და აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ახალმა ხელმძღვანელობამ აღნიშნული შეცდომა უფრო გააღრმავა. 1976 წელს აფხაზეთის საოლქო XX-XIII პარტკონფერენციაზე იაფი ავტორიტეტის შეძენის მიზნით ვ. ხინთბამ 1967 წლის ანტიქართული გამოსვლების მონაწილეთა რეაბილიტაცია მოახდინა, ხოლო თვით გამოსვლების ფაქტი კი ვ. მჟავანაძის მცდარი საკადრო პოლიტიკის კურსს გადააბრალა. რეაბილიტაციით წაქეზებულმა პროვოკატორებმა თავისი ზრახვების განსახორციელებლად 1977 წლის დეკემბერში წერილით მიმართეს საბჭოთა კავშირის სადირექტივო ორგანოებს, რომელშიც ე. შევარდნაძეს აფხაზი ხალხის მიმართ ბერიას პოლიტიკის გატარებაში დასდეს ბრალი და ამის საფუძველზე მოითხოვეს აფხაზეთის გამოყოფა საქართველოდან და რსფსრ-ის შემადგენლობაში შეყვანა. ამ გზით აფსუა პროვოკატორები აპირებდნენ თავისი ძირითადი მიზნის _ აფხაზეთიდან ქართველთა განდევნის გეგმის განხორციელებას.

1978 წლის მარტში აფხაზეთის საოლქო კომიტეტმა დაგმო აღნიშნული წერილი და სამი პროვოკატორი ჟურნალ "ალაშარას" რედაქტორი ჯენია, აფხაზეთის სახლემწიფო მუზეუმის დირექტორი არგუნი და გუდაუთის რაიონული გაზეთის "ბზიფის" რედაქტორის მოადგილე ახუბა პარტიიდან გარიცხეს და სამსახურიდან მოხსნეს, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად ისინი პარტიაში და თანამდებობებზე აღადგინეს, ხოლო ვ. ხინთბა გაანთავისუფლეს.

ისარგებლეს რა შექმნილი ვითარებით აფსუებმა 1978 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში უპრეცედენტო ანტიქართული მოძრაობა გაშალეს. გაჩნდა ლოზუნგები "სიკვდილი ქართველებს", "ძირს ძაღლური ენა", "ქართველებო წაეთრიეთ აფხაზეთიდან!" და ა. შ. თუ სადამდე მივიდა მათი თარეში, კარგად ჩანს ქართველების მიერ ე. შევარდნაძისადმი მიწერილი ერთერთი წერილიდან: "ჩვენ გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნის მცხოვრები ქართველები, რომელნიც ჩვენს განცხადებას ქვემოთ ხელის მოწერით ვადასტურებთ, ვთხოვთ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს, გაგვიწიოს მფარველობა ამავე რაიონში მცხოვრები აფხაზებისაგან". წერილში მოტანილია მთელი რიგი შემზარავი ფაქტები, რაც ქართველების წინააღმდეგ ხდებოდა. მაგალითად, ლიხნის მცხოვრები დ. ანშბა ქართველებს ხშირად ემუქრებოდა და მოუწოდებდა; "გეყოფათ ცხოვრება აფხაზეთში, წადით აქედან. სანამ არ დაგხოცავთ". ეროვნული შუღლის ნიადაგზე, წინასწარი განზრახვით მოკლეს კოლმეურნე გ. ჩალაძე. თოფით ჩასაფრებულმა დ. ანშბამ მძიმედ დაჭრა სოფელ ლიხნის მექანიზატორი რ. მოდებაძე, რის შედეგადაც დაზარალებული მეორე ჯგუფის ინვალიდი გახდა და მისი მრავალშვილიანი ოჯახი ფაქტიურად არსებობის გარეშე დარჩა.

1978 წელს აფსუებმა ახალსოფელს სახელი შეუცვალეს და ორჯონიკიძე უწოდეს. კოლმეურნე ა. გოგრიჭიანი მძიმედ დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით კისრის არეში. გახშირდა თავდასხმის შემთხვევები, რაც ქართველთა ფიზიკურ განადგურებას ისახავდა მიზნად. მიუხედავად ამისა მართლმსაჯულება სიმართლის მიჩქმალვას ცდილობდა. ზემოთ ჩამოთვლილი ეროვნული შუღლის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებანი ყოფით შემთხვევებად ჩათვალეს და დამნაშავეებს მინიმალური სასჯელი აკმარეს.

ქართველი ხალხის ეროვნული ღირსების შელახვის მიზნით აფსუებმა შეურაცხყვეს და დაამსხვრიეს რუსთაველის ბიუსტი, რომელიც სოხუმის დრამატული თეატრის შენობაში იდგა. მომხდარი ფაქტი კი ახსნეს ისე, რომ თურმე დამლაგებლებს წმენდის დროს შემთხვევით გადმოუვარდათ. გაგრაში პროვოკატორებმა რუსთაველის ბარელიეფი დაამსხვრიეს. მათვე დაანგრიეს სოხუმის ცენტრში მდგარი მონუმენტური ქანდაკება, რომელიც ქართველი და აფხაზი ხალხების მეგობრობას ისახავდა. ამის გარდა აფხაზეთში მასიურად ნადგურდებოდა ქართული ეპიგრაფიკული წარწერები.

ფართოდ გაშლილი ანტიქართული მოძრაობის შედეგად აფხაზეთის კონსტიტუციის მიღება გაურკვეველი ვადით გადაიდო. საკადრო პოლიტიკის კრახი აშკარა გახდა. პროვოკოტორთა მიერ წაქეზებული ბრბოს მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო ქართველთა მასიური მოხსნა სამსახურიდან. შიშით შეპყრობილი საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობა ყოველგვარ დათმობებზე მიდიოდა. ამ მხრივ ნიშანდობლივია 1978 წლის 4 მაისს გაგრაში მომხდარი ფაქტი. პროვოკატორთა მიერ დანიშნულმა გაგრის ქალაქკომის პირველმა მდივანმა კვანტალიანმა, რომელსაც მოკვლით დაემუქრნენ, საპირველმაისო დემონსტრაციაზე გამოსვლა ვერ გაბედა, რის შემდეგ მას უბრძანეს "წათრეულიყო გაგრიდან". კვანტალიანი გაიქცა. პლენუმმა გაგრის ქალაქკომის პირველ მდივნად გულრიფშის რაიკომის პირველი მდივანი, ეროვნებით ქართველი ნაჭყებია აირჩია. 12 საათიც კი არ იყო გასული ნაჭყებიას არჩევიდან, როდესაც ძირითადად გუდაუთიდან ჩამოსულმა ბრბომ ქალაქკომის დაწვის მუქარით, ნაჭყებიას მოხსნა მოითხოვა. სასწრაფოდ ჩამოსულმა ე. შევარდნაძემ ქალაქკომის შენობაში ქუჩიდან შეყრილ ბრბოს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ამხანაგებო! მოხდა შეცდომა. პარტიის საქალაქო კომიტეტის მდივნის არჩევისას ჩვენ ავჩქარდით. ჩვენს შეცდომას ჩვენვე გამოვასწორებთ. თქვენ გაგრის ქალაქკომის პირველ მდივნად გსურთ აფხაზი? _ აი, აფხაზი _ ასენიკო კონსტანტინეს ძე გვარამია, გუდაუთის რაიკომის პირველი მდივანი. ჩვენ მას გინიშნავთ გაგრის რაიკომის პირველ მდივანდ".

ეს იყო სკკპ ისტორიაში პარტიის წესდების უპრეცედენტო დარღვევა. პლენუმის მიერ არჩეული საქალაქო კომიტეტის მდივანი ბრბოს მოთხოვნით გადაყენებულ იქნა და შეიცვალა უკანონოდ დანიშნული პირით. გუდაუთაში კი გვარამიას ნაცვლად მოვიდა ოზგანი. გვარამია და ოზგანი "მუშაობას" შეუდგნენ; გუდაუთის რაიონში ნომენკლატურული თანამდებობებიდან მოიხსნა ფაქტიურად ყველა ქართველი. გაგრაში იგივე მოღვაწეობა გააჩაღა გვარამიამ, რომელიც ქართველი ეროვნების კადრებს ხსნიდა პროვოკატორის და ცნობილი მაქინატორის ბ. კეხირიდას მიერ შედგენილი სიის მიხედვით. აფსუების ძალისხმევით სოხუმის ქალაქკომის ყველა ქართველი მდივანი აფხაზებით შეიცვალა. ქართული ეროვნების კადრები გამოყარეს სოხუმის ქალაქის საბჭოდან და სხვა დაწესებულებებიდან. ქართველთა დევნამ არნახული მასშტაბები მიიღო. განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა გაგრის, გუდაუთისა და ოჩამჩირის რაიონებში.

აფხაზეთში შექმნილმა არანორმალუმა მდგომარეობამ ფართო გამოძახილი ჰპოვა მთელ საქართველოში. ანტიქართული მოძრაობა ქართველმა ერმა სავსებით სწორად მოსკოვიდან გარკვეული ძალების მიერ ინსპირირებულად აღიქვა. ყოველივე ამან ქართველებსა და რუსებს შორის ურთიერთობა გაამწვავა.

1978 წლის 11 ივნისს თბილისში მთავრობის სახლის წინ მანიფესტაცია მოეწყო, მანიფესტაციის მონაწილეები აფხაზეთში ქართველთა დევნის შეწვყეტას მოითხოვდნენ. საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობამ მღელვარების დაწყნარების მიზნით მთელ რიგ დაწესებულებებში ჩაატარა საგანგებო კრებები, სადაც შევარდნაძე ხალხს არწმუნებდა, რომ აფხაზეთში ახლო ხანებში წესრიგი აღდგებოდა, მაგრამ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა.

1978 წლის 1 სექტემბერს სოფელ ბზიფის ქართულ სკოლაში მისულ ბავშვებს მერხებზე დახვდათ წარწერები "სიკვდილი ქართველებს", ხოლო სკოლის ეზოში კოცონზე დაწვეს ქართული "დედა ენა". სკოლამ, მოსალოდნელ უბედურებათა თავიდან ასაცილებლად, ერთი თვით შეწყვიტა მუშაობა, რადგან ბავშვების სიცოცხლე საფრთხეში იყო. ქართველების საპროტესტო გამოსვლების ხელის შესაშლელად საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობის ბრძანებით 2 სექტემბერს რესპუბლიკაში საავტომობილო გზები გადაიკეტა, ხოლო რკინიგზის სალაროებს ბილეთების გაყიდვა აეკრძალა აფხაზეთისკენ მიმავალ მატარებლებზე. ამისდა მიუხედავად 3 სექტემბერს გაგრაში მოეწყო ქართველთა მანიფესტაცია, აქ ჩამოსული შევარდნაძე ხალხს დაპირდა, რომ სულ მალე წესრიგს აღადგენდა. "წესრიგის აღდგენა" კი იმით დაიწყო, რომ 1978 წლის 5 სექტემბერს საქართველოს კპ ცკის ბიურომ მიიღო საგანგებო დადგენილება, რომელიც საქართველოში გამოსვლებს კრძალავდა.

ეს დადგენილება თავისი არსით" ანტიკონსტიტუციური იყო, რადგან ახალი ე. წ. საბჭოთა კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად კომუნისტური პარტია, საბჭოთა კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებდა. საბჭოთა კონსტიტუცია კი კრძალავდა მხოლოდ ანტისაბჭოთა გამოსვლებს და არა მანიფესტაციებს, რომლებიც "საბჭოთა კანონების" დაცვას მოითხოვდნენ.

აფხაზ სეპარატისტთა მოძრაობა თავისი ბუნებით ანტიქართული და მაშასადამე ანტიკონსტიტუციური იყო _ ქართველთა მანიფესტაცია კი გაგრაში საბჭოთა კანონიერების დაცვას ისახავდა მიზნად, და არც საბჭოთა და არც საქართველოს კონსტიტუციების მიერ ხალხისადმი მინიჭებულ უფლებებს არ ეწინააღმდეგებოდა. ამის დასტური იყო მანიფესტაციაზე გამოტანილი ლოზუნგები, რომლებიც ხალხთა მეგობრობისაკენ მოუწოდებდნენ.

საქართველოს ხელისუფალთა დათმობის პოლიტიკამ კიდევ უფრო წააქეზა სეპარატისტები. 1978 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ ი. უბილავას დანიშვნას მისი ქართული ეროვნების გამო გამოსვლებითა და მანიფესტაციებით შეხვდნენ. სეპარატისტებმა გარკვეულ მიზანს მიაღწიეს. დაუსჯელნიც დარჩნენ და ი. უბილავაც თავის მარიონეტად აქციეს.

პროვოკატორთა განუკითხავი პარპაშის გამო, ყოველივე ქართული აფხაზეთში იდევნებოდა. "ალაშარას" გამომცემლობაში მხატვრულ ლიტერატურას გამოყოფილი ჰქონდა 452 თაბახი, აქედან 1979 წელს ქართულ მხატვრულ ლიტერატურას გამოუყვეს 2 თაბახი. პროვოკაციული, ანტიქართული წერილის ერთ-ერთი შემდგენელი, საოლქო კომიტეტის მიერ პარტიიდან გარიცხული და ზემდგომი ორგანოების მიერ პარტიაში აღდგენილი ა. ჯენია ჟურნალ "ალაშარას" რედაქტორობიდან გამომცემლობა "ალაშარას" მთავარ რედაქტორამდე აღზევდა. თავისი "დამსახურებისათვის" აფხაზეთის მწერალთა კავშირის ლიტფონდიდან უკანონოდ მიიღო ოთხოთახიანი ბინა. საკუთარი ორსართულიანი სახლი კი გაყიდა. თავის დროზე ა. ჯენია ალკკ რიგებიდან იყო გარიცხული საწევროს გადაუხდელობის გამო. აი, ეს სპეკულიანტ-პროვოკატორი სდევნიდა ქართველებს. იგი დემონსტრაციულად ხმას არ სცემდა ქართველი ეროვნების ადამიანებს, მათ შორის მის განმგებლობაში მყოფი გამომცემლობის თანამშრომლებსაც კი.

აფხაზეთის საოლქო კომიტეტი და მინისტრთა საბჭო არ ასრულებდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცკის და საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1974 წლის 18 ივნისის დადგენილებას (# 338), 1975 წლიდან სოხუმში წელიწადში ორჯერ ქართულ ენაზე ალმანახის გამოცემის შესახებ.

ანტიქართულ ხასიათს ატარებდა აფხაზეთის მუზეუმის გამოფენაც. აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში 1979 წელს გამოფენილ სტენდზე მოტანილი სურათები თითქოს ასახავდნენ ძველი წელთაღრიცხვით II საუკუნის აფხაზურ წარწერას. იქვე გამოფენილი იყო ნუსხური დამწერლობით შესრულებული XI საუკუნის ძველი ქართული წარწერები აფხაზეთიდან. დამთვალიერებლებს ისე განუმარტავდნენ, რომ თითქმის მთელი ქართული ძველი წარწერები აფხაზური დამწერლობის ძეგლებს წარმოადგენდნენ. ასევე X საუკუნის ქართული, ისტორიული წყარო "აფხაზ მეფეთა დივანი" აფხაზურ ისტორიულ წყაროდ საღდებოდა. თითქოსდა აფხაზმა მეფეებმა საგვარეულო მატიანე აფსუას ენაზე შეადგინეს.

ჭეშმარიტებაა, რომ აფხაზური დამწერლობა არ არსებობს. ე. წ. აფხაზური წარწერა სიყალბეა. წყაროებში არ არის არავითარი ცნობები თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე იმ დროს აფხაზთა მოსახლეობის შესახებ. კოლხეთის სამეფოს ამ მიწაწყალზე დასავლურქართული ტომები სახლობდნენ. ცნობილია, რომ აფხაზური ანბანის შექმნის პირველი ცდები XIX საუკუნის II ნახევარში დაიწყო, ხოლო ზემოაღნიშნული სიყალბე პროვოკატორთა ერთერთ ხერხს წარმოადგენდა "აფხაზებში" ანატიქართული გრძნობების გასაღვივებლად. პროვოკატორები ხომ სულ იმას უმტკიცებდნენ აფხაზ ხალხს, რომ ქართველებმა აფხაზებს წაართვეს ისტორია, დამწერლობა და კულტურა, ხოლო ქართველი ისტორიკოსები კი ამას საგანგებოდ მალავდნენ. იგივე პოლიტიკა ტარდებოდა აფხაზეთის საექსკურსიო ბიუროებში და სხვა მუზეუმებში (ახალი ათონი, ბიჭვინთა).

ანტიქართული პოლიტიკა აფხაზეთში სულ უფრო და უფრო მეტ ძალას იკრეფდა. საკადრო პოლიტიკა მთლიანად დაირღვა. ყველა რგოლის ხელმძღვანელი მუშაკებიდან ხელმძღვანელ თანამდებობაზე აფხაზთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა და 70%-ს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ავტონომიური რესპუბლიკის 15% დისკრიმინიაციას უწევდა მოსახლეობის უმრავლესობას _ 84%-ს, რომელთა შორის 44% ქართველი იყო.

შექმნილი ვითარების მთელი სიმძიმის მიუხედავად, საქართველოს კომპარტიის ხლემძღვანელობა სიმართლის მიჩქმალვის ძველ გზას დაადგა. 1979 წელს აფხაზეთის საოლქო XX-XIV პარტკონფერენციამ ისე ჩაიარა, რომ თითქოსდა აფხაზეთში არაფერი ხდებოდა და ხალხთა მეგობრობა აყვავებას განიცდიდა, რამაც უფრო შეასხა ფრთები სეპარატისტებს. შექმნილი მძიმე ვითარების გამო 1980 წლის აპრილში ქართველმა მოსახლეობამ საგანგებო წერილით მიმართა საქართველოს კპ ცკს. წერილში, რომელსაც ხელს აწერდა 372 მოქალაქე აღწერილი იყო დოკუმენტურად არსებული სიმართლე.

1980 წლის მეორე ნახევარში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ქართული მოსახლეობის დაშინების მიზნით სოფელ ბზიფისხევის მცხოვრებ ყველა ქართველს აფხაზმა მილიციელებმა ჩამოართვეს რეგისტრირებული თოფები და დანები. აფხაზ თანასოფლელებს კი იგივე იარაღი უკლებლივ დაუტოვეს. აფხაზთა მხრიდან თავდასხმის საშიშროება შეიქმნა. ქართველებმა შეძლეს ორი სანადირო თოფის შოვნა და ყოველ ღამეს, ორი ქართველი მორიგეობდა.

1980 წლის 16 ივლისს სეპარატისტებმა დაბა ბზიფში მოაწყვეს ხალხმრავალი მიტინგი, სადაც გამოიტანეს პროვოკაციული შინაარსის ლოზუნგები: "ვის ხელში ხარ შენ, საბრალო აფხაზეთო", "საითკენ მიყევხართ შენ მრავალტანჯულო აფხაზეთო!" ქართველ ხალხს "მენშევიკებს", "ბერიას მიმდევრებს" და "ქურდებს" უწოდებდნენ, ხოლო მეგრელსა და სვანებს ქართველი "ასიმილატორებისაგან" იცავდნენ. მიტინგის სახელით სკკპ XXVI ყრილობისადმი გასაგზავნად მიღებულ რეზოლუციაში ჩაწერეს: "აფხაზეთში დღეს ბერიას დროზე უარესი ვითარებაა". "სრულ უნდობლობას ვუცხადებთ საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტსა და საქართველოს მთავრობას", და ამის საფუძველზე მოითხოვეს აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფა და რსფსრ-ს შემადგენლობაში შეყვანა.

მოგვიანებით აჩიგვარას რუსთაველის სახელობის მეურნეობაში ცენტრალურ ადგილას მდგომი რუსთაველის ძეგლი ჩამოხსნეს, მკერდზე გადახერხეს და დამახინჯებულ ბიუსტად ქცეული მიყრუებულ ეზოში გადაიტანეს.

ასევე მოგვიანებით სწორედ "ცენტრის" მხრივ, ადგილობრივი სეპარატისტული ძალების წაქეზების შედეგი იყო ე. წ. "აფხაზური წერილი" (1988 წ. ივლისი), რომელიც გაეგზავნა სკკპ XIX პარტკონფერენციის პრეზიდიუმს და შემდგომ ე. წ. "ლიხნის მიმართვა" (1989 წ. მარტი) საბჭოთა კავშირის ყველა უმაღლეს სამთავრობო და პარტიული ინსტანციებისადმი. ორივე ამ დოკუმენტში საკითხი იდგა საქართველოდან აფხაზეთის გამოყოფის შესახებ, იმ საბაბით, რომ საუკუნეების მანძილზე აფხაზეთს საქართველოსთან არაფერი აკავშირებდა; ადრეც და საბჭოთა ხელისუფლების პირობებშიც აფხაზები ქართველებისაგან მხოლოდ შევიწროებას, "აგრესიას", "გენოციდს" განიცდიდნენ. ამიტომ მათთან ცხოვრება შეუძლებელი იყო25.

აფხაზი სეპარატისტები აცხადებდნენ, რომ ხორციელდება აფხაზთა ძალდატანებითი ასიმილირების პოლიტიკა, ქართველთა დემოგრაფიული ექსპანსია. ამის საპასუხოდ კვლავ სტატისტიკას მოუხმობთ. მაგალითად, 1866 წელს სოხუმში მხოლოდ 3 აფხაზი სახლობდა და 3632 ქართველი, 1989 წელს კი 14922 აფხაზი, ქართველი კი _ 49460; გუდაუთაში 1886 წელს 184 აფხაზი და 601 ქართველი ცხოვრობდა; 1989 წელს კი (რაიონში) _ 30541 აფხაზი და 7699 ქართველი; ოჩამჩირეში 1886 წელს არც ერთი აფხაზი არ ცხოვრობდა. 1989 წელს კი (რაიონში) _ 28027 აფხაზი და 31047 ქართველია აღწერილი.

საინტერესოა, რომ 1886 წლიდან 1989 წლამდე აფხაზეთში რუსი მოსახლეობა თითქმის 70ჯერ გაიზარდა (1216 კაციდან 74914-მდე) ასევე 70ჯერ და მეტად გაიზარდა სომხური მოსახლეობაც (1090 კაციდან 76541-მდე). გამოდის, რომ საკუთარ სამშობლოში _ აფხაზეთში უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში ქართული მოსახლეობა მხოლოდ 3,5ჯერ გაიზარდა. ასეთივე ტემპით იზრდებოდა აფხაზი მოსალეობაც. რა ექსპანსიაზეა ლაპარაკი მკითხველმა თვითონ განსაჯოს26.

თუნდაც ჩავთვალოთ, რომ დღევანდელი აფსუები ძველი აფხაზები არიან და ერთად ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები. ამ შემთხვევაშიც, "როდესაც ერთ ტერიტორიაზე მცხოვრები ორი აბორიგენი ხალხიდან ერთი ითხოვს გამოყოფას, ეს ნიშნავს არც მეტს არც ნაკლებს, ტერიტორიის მისაკუთრებას, ტერიტორიის წართმევას"27.

პოლიტიკურფინანსური მაფიის მიერ ორგანიზებულინსპირირებული ექსცესი ქართველი ერის შეურაცხყოფა, ცილისწამება, ისტორიის გაყალბება იყო. მოახდინეს რა აფხაზთა არსებითი რუსიფიკაცია, აკრძალეს ქართველ ისტორიკოსთა შრომები და ყველანაირად წააქეზეს ფალსიფიკატორები, რეაქციულმა ძალებმა აფხაზეთის მთავრობა და მოსახლეობის ნაწილი იმ ანტიქართულ აგრეგატად გადააქციეს, რომელსაც მაშინ ჩართავდნენ ხოლმე, როცა საქართველოში ეროვნული მოძრაობა ძლიერდებოდა.

აფხაზური ექსცესი პროვოკაცია იყო, გათვლილი იმაზე, რომ სისხლი უნდა დაღვრილიყო ქართველებსა და აფხაზებს შორის. აფხაზ შოვინისტთა მხრიდან იყო კიდეც ამის მცდელობა, როცა ქვები დაუშინეს ქართველებით სავსე ავტობუსს, მაგრამ ქართველების დიდბუნებოვნების გამო სისხლი არ დაღვრილა28.

სოფელ ლიხნში ჩატარებულმა შეკრებამ დაძაბა აფხაზქართველთა ურთიერთობა. აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მაშინდელმა მდივანმა ბ. ადლეიბამ ხელი მოაწერა ლიხნის დოკუმენტს.

ქართველმა მეცნიერებმა ამასთან დაკავშირებით დიდი პროტესტი გამოთქვეს. ისინი მოითხოვდნენ გამოქვეყნებულიყო ის ტაბუდადებული ნაშრომები, რომლებიც ობიქტურად აშუქებდნენ აფხაზეთის ისტორიის საკითხებს29.

რაც აფხაზეთში ხდებოდა, ლოგიკურ შედეგს წარმოადგენდა იმ ცალმხრივი, ყოვლად გაუმართლებელი დათმობის პოლიტიკისა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებდა მთელი სამი წლის განმავლობაში. რა ჰქონდა მიზნად საქართველოს მთავრობას, როცა ცალმხრივ პოლიტიკას ატარებდა და იქაც დათმობაზე მიდიოდა, სადაც დასათმობი არაფერი იყო? მხოლოდ ერთი რამ, იმ წუთში დაეშოშმინებინა ხალხი, იმ წუთში დაემყარებინა სიმშვიდე. ამიტომ სათანადო შეფასებას არ აძლევდნენ იმ პრეტენზიებს, რომლებიც აშკარად მცდარი იყო. პრინციპულ დიალოგში კი არ ებმებოდნენ და საკითხის მცდარობაზე კი არ ამახვილებდნენ ყურადღებას, არამედ მხოლოდ დათმობაზე მიდიოდნენ. არადა, საჭირო იყო დასაწყისშივე გარკვეულიყო ყოველგვარი გაუგებრობა. ობიექტური, ნათელი, მეცნიერული და ურთიერთპატივისცემით გამსჭვალული მსჯელობის შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრილიყო, ვინ ვინ არის და რა რა არის!

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ლიხნის შეკრება ლოგიკური შედეგი იყო ათეული წლების მანძილზე, აფხაზების მიმართ გატარებული ცალმხრივი პოლიტიკისა. ასეთმა ვითარებამ დაარღვია ყოველგვარი პრინციპი თანამდებობების განაწილებაში. აფხაზობა უკვე სოციალურ კატეგორიად იქცა. დაიწყო ქართველების ორგანიზებული დევნა, შევიწროება და ჩაგვრა, რის შედეგადაც ათასობით ხელმოკლე ქართველი, როგორც 20იან წლებში, იძულებული გახდა აფხაზად ჩაწერილიყო.

მართალია ოფიციალურად არ აღიარებდნენ, მაგრამ კარგად იყო ცნობილი, რომ აფხაზეთის უმაღლეს სასწავლებლებში წლების მანძილზე აფხაზი ეროვნების სტუდენტებისათვის არ შეიძლებოდა ორიანის დაწერა. თანამდებობის დასაკავებლად საჭირო იყო დიპლომები და ეს საქმეც დიდი ენთუზიაზმით კეთდებოდა.

სასტიკი ტენდენციურობით ტარდებოდა სასამართლო პროცესები. ერთი და იგივე დანაშაულისათვის ქართველი გაცილებით მკაცრად ისჯებოდა, ამ სამარცხვინო კამპანიის შედეგად ბევრი აფხაზის გულში გაღვივდა ზიზღი და სიძულვილი ქართველების მიმართ. ჩვეულებრივ ნორმად იქცა შეურაცხყოფის მიყენება ქართველებისათვის, როცა ისინი ქართულად გაბედავდნენ დალაპარაკებას და სხვა მრავალი. ზოგმა აფხაზმა მეცნიერმა ისიც გადაწყვიტა, ასეთი საქციელი მეცნიერული არგუმენტებით და შრომებით გაემაგრებინა, შეითხზა ისტორიის ყალბი ფურცლები, სადაც ისინი ითვისებდნენ და ამახინჯებდნენ საქართველოს ისტორიას, ქართველი და აფხაზი ხალხების საუკუნოებრივ მეგობრობას. ქართველ ისტორიკოსებს კი ეკრძალებოდათ ჭეშმარიტების დასაცავად ხმა ამოეღოთ. ამ გაუმართლებელი აკრძალვების შედეგად ზოგიერთი აფხაზი მეცნიერის გამოკვლევები გარკვეულ "წარმატებასაც" აღწევდა. ბევრმა მათმა თვისტომმა და მეზობელთა ნაწილმაც ირწმუნა თუ როგორ "დაიპყრო" საქართველომ აფხაზეთი და როგორ "ვჩაგრავდით" მათ.

შეტევაზე გადმოსულ აფხაზებს თანამდგომნი მრავლად გამოუჩდნენ. თუ ალან ჩოჩიევს საერთოდ რამე დაეჯერებოდა, თურმე "ადამონ ნიხასის" (სახალხო ტაძარი) წევრები, ისე როგორც მთელი ოსი ხალხი დაძაბულად და თანაგრძნობით ადევნებდა თვალყურს აფხაზეთის მოვლენებს. ჩოჩიევი აფხაზებისადმი გაგზავნილ წერილში მიუთითებდა: "....ჩვენ ამაყი სულის მთიელი ხალხი ვართ, ამ სულის გატეხვა კი ჩვენს გმირობითა და ტანჯვით აღსავსე ისტორიაში მრავალრიცხოვან "სტუმართაგან" ვერც ერთმა ვერ შეძლო. მით უფრო დღეს ვერ შეძლებს ამას ვერავინ იმათგან, ვინც ფსევდორიტორიკული ნაჯღაბნით იკვებება და ეროვნულ ზვიადობის გაცვეთილი დროშით "დაყავი და იბატონეს" პრინციპით მოქმედებს, მაგრამ ჩვენი ურყევობის საწინდარია ჩვენი მეგობრობა და ჯერჯერობით, მხოლოდ მორალური მხარდაჭერა ჩვენი მამაცი აფხაზი მეგობრებისა და ძმების. ოსეთის ხალხი თქვენ მხარს გიჭერთ, მხარს გიჭერთ ჩვენი ხელმძრვანელობაც, ოღონდ მას ჯერ არ ჰყოფნის სიმამაცე"30.

აფსუებთან დაწყებულმა ეთნოკრიზისმა, რაც პოლიტიკურ კონფლიქტში გადაიზარდა, საქართველოში ენერგიულად დაწყებული ეკონომკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობისათვის საყოველთაოსახალხო ბრძოლის, შინა სამოქალაქო ომის ტალღაზე გადასვლა სცადა და გარკვეულ მიზანსაც მიაღწია. უხილავი ძალა ცდილობდა და ჩვენი უთავბოლობით აღწევდა კიდეც ეროვნული ენერგიის მისთვის სასურველად წარმართვას.

აფხაზმა ხელმძღვანელებმა საკუთარი ინიციატივით მიაღწიეს მოსკოვიდან საგანგებო კომისიის გამოწვევას. ამ კომისიამ თავის ტენდენციურ დასკვნაში საქართველოს მთავრობასთან მოთათბირების გარეშე (კომისიის შემადგნლობაში არც ერთი ქართველი არ მონაწილეობდა) სცადა ანულირება საქართველოს სსრ მთავრობის თავმჯდომარის ხელმოწერილი დოკუმენტისა აფხაზეთის უნივერსიტეტისგან თბილისის ფილიალის გამოყოფის შესახებ. სწორედ ამ საეჭვო კომპეტენტურობის კომისიის დასკვნა იქცა სისხლისღვრის ერთერთ საბაბად31.

როგორც აღვნიშნეთ, 60-იანი წლებიდან აფხაზები სისტემატიურად მიმართავდნენ საკავშირო ხელისუფლებას საქართველოდან აფხაზეთის გამოყოფის შესახებ, ანუ საქართველოს ერთი ძირძველი კუთხის მიტაცების შესახებ, რაც თავისთავად, არაკანონიერი, ანტიკონსტიტუციური ქმედება იყო. ამ უკანონო მოთხოვნის განხორციელება მათ 1989 წელს უკვე ძალადობით განიზრახეს. 1989 წლის 1 აპრილი აფხაზთაგან დატრიალებული კაცთკვლის უვერტიურად იქცა.

მოვლენები ასე ვითარდებოდა, 1 აპრილს ლესელიძეში ქართველმა მოსახლეობამ ჩაატარა მიტინგი. მიტინგზე ქართველების წინააღმდეგ გამოსულმა გუდაუთის რაიკომის პირველმა მდივანმა _ ოზგანმა ასე მიმართა ქართველებს: "წაეთრიეთ ჩემი მიწიდან, შეწყვიტეთ ლაპარაკი ძაღლურ ენაზე".

როცა მიტინგის მონაწილენი სოხუმში ბრუნდებოდნენ, აფხაზი ექსტრემისტები თავს დაესხნენ მომიტინგეთა ავტობუსს, თავდამსხმელთაგან მეგაფონით ხელში იდგა ოზგანი, აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნარმანია, მილიციის თანამშრომლები, რომლებიც მხარს უბამდნენ მოიერიშეებს და ქვებითა და ხელკეტებით "გაუმასპინძლდნენ" მგზავრებს. ამ და სხვა მრავალი ანტიქართული გამოსვლებით აღშფოთებული ქართველი მოსახლეობა გვიან საღამოს შეიკრიბა მილიციის რაიონული განყოფილების შენობის წინ. ვინმე ამიჩბა მანქანით გამოემართა შეკრებილი ხალხისაკენ, განავითარა დიდი სიჩქარე და "გადაუარა" იქ მყოფ ქავთარაძეს.

15 ივლისამდე კარგა ხნით ადრე აფხაზებმა დაიწყეს იარაღის შეგროვება, რათა 15-ში ქართველებისთვის მოეწყოთ "ფერღანა". წარმოებადაწესებულებებში, მეურნეობებში, კოლმეურნეობებში აფხაზი ეროვნების წარმომადგელებს ხელფასიდან უქვითავდნენ 50-100 მანეთს. მოგროვილი ფულით კი ყარაჩაიჩერქეზეთიდან უნდა ჩამოეტანათ იარაღი. 13 ივლისს ექსტრემისტებმა მოახერხეს გაზეთ "საბჭოთა აფხაზეთის" გამოცემის შეწყვეტა. იმავე ღამეს გაანადგურეს 9 აპრილის მემორიალი.

14 ივლისს ალყა შემოარტყეს პირველ საშუალო სკოლას, სადაც დროებით მოთავსებული იყო თსუს ფილიალი. მეორე დღეს მოალყეებმა კომისიის წევრებს შეუწყვიტეს წყალი და გადაუჭრეს სატელეფონო ხაზები.

იმ ღამეს არ ეძინა მთელ აფხაზურ მოსახლეობას. 15 ივლისი სისხლის ღვრის დღედ იყო დათქმული. ტყვარჩელიდან, გუდაუთიდან, ოჩამჩირის რაიონიდან ორგანიზებულად დაიძრნენ სოხუმისაკენ შეიარაღებული აფხაზები.

15 ივლისს, 10-დან 12 საათამდე სოხუმის პირველი საშუალო სკოლის მოალყეთა რიცხვი 17 ათასამდე გაიზარდა. ამ ხალხის ნაწილი კბილებამდე იყო შეიარაღებული. პარადოქსია, მაგრამ ქართველ მოსახლეობას წინა დღეებში თავის დასაცავად არაფერი მოუმოქმედებია. იმ ღამითაც, როცა ქართველთა ამოსახოცად შეიარაღებული ბანდები დაიძრნენ, ქართველ მოსახლეობას მშვიდად ეძინა.

დღისით-მზისით, ათასობით შეიარაღებული აფხაზი აღგზენბული უსმენდა გამომსვლელთა შეძახილებს: "სიკვდილი ქართველებს", "მოვაწყოთ მეორე ფერღანა". მომიტინგეებს იქაურ ხელისუფალთა შიში არ ჰქონიათ, პირიქით, ისინი ერთიმეორეზე მეტად აქტიურობდნენ. აქაოდა, დეზერტირი არავის ვეგონოთ, გასაწირად გამეტებულ ქართველთა სიბრალული არავინ დაგვწამოსო. აფხაზეთის შეიარაღებული ხელისუფლება შეიარაღებულ აფხაზთა შორის იდგა. აი, ისინიც: კობახია, გოგუა, გვარამია, ოზგანი, ბაღაფში, ტარკილი, ვოზბა, მარხოლია, კეპერიპა და სხვ. პირველი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო, მეორე _ აფხაზეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, მესამე _ აფხაზეთის უნივერსიტეტის რექტორი, მეოთხე _ გუდაუთის რაიკომის პირველი მდივანი, მეხუთე _ ოჩამჩირის რაიკომის პირველი მდივანი, მეექვსე _ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანი, მეშვიდე _ გაზეთ "ბზიფის" რედაქტორის მოადგილე, მერვე _ აფხაზეთის პროფსაბჭოს განყოფილების გამგე, მეცხრე _ სკოლის დირექტორი.

ესენი _ ყველანი _ "აიდგილარას" წევრები ან თანამგრძნობელნი და მისი გარედან დამხმარენი იყვნენ. ახლა ისიც "წარმოვიდგინოთ", აფხაზი ექსტრემისტები ამ ელიტარული წრის წარმომადგენლებს, როდესაც "ბელადებისა" და "მთავარსარდლების" როლში იხილავდნენ, ვისი და რიღასი უნდა შეშინებოდათ, რომელი კანონი და სამართალი გაახსენდებოდათ? შედეგმაც არ დააყოვნა.

13 საათზე სასტიკად სცემეს სამ ქართველ მილიციელს, რომლებიც ცდილობდნენ საჭმელისა და წყლის მიწოდებას კომისიის დატყვევებული წევრებისათვის. 14 საათზე სცემეს სკოლის შენობასთან იმავე მიზნით მისულ ქალაქის მილიციის უფროსს რაფავას, ააგლიჯეს სამხრეები, დაუმტვრიეს მანქანა. 19 საათზე შეიჭრნენ სკოლის შენობაში, დაიჭირეს კომისიის 8 წევრი, გაანადგურეს დოკუმენტები, იავარქმნეს რუსთაველის პროსპექტი და ბიუსტი, დალეწეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასწრაფო დახმარების მანქანები.

ამავე დროს შეიარაღებული ბრბო თავს დაესხა რუსთაველის პარკში შეკრებილ, მომხდარი ამბებით თავზარდაცემულ, უიარაღო ქართველობას, დაიჭრა 40 ადამიანი. უმრავლესობა _ ქართველი.

ლურსმნიანი ჯოხებით თავში ცემით აწამეს ვოვა ვეკუა, რომელიც მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ქალაქში სისხლის ნიაღვარი დადგა. ყოველ სადარბაზოში, ყოველი ქუჩის კუთხეში მკვლელები ჰყავდათ ჩაყენებული. ვინ იცის, როდემდე გასტანდა უდანაშაულო, უიარაღო ქართველების არაადამიანური, მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, სვანეთიდან მოსული მაშველთა რაზმი რომ არ გამოჩენილიყო32

რატომ მოხდა, რომ ივლისის ტრაგიკული დღეების შედეგად დაღუპულთა შორის არ აღმოჩნდა არც ერთი ნაღდი აფსუა _ აფხაზი გვარის კაცი და იყო მხოლოდ ყველა აფხაზი ქართული გვარით: ლასურია, კობახია, ჩქოტუა, კოღონია, კვიწინია... ყოველივე ეს გამოწვეული იყო იმ პრვილეგიებით, რომლებიც მინიჭებული ჰქონდა ამ ერთ მუჭა ხალხს. აფხაზობა აფხაზეთში და ლამის მთელ საქართველოში გახდა სოციალურ პრივილეგიად, უპირატესობად, თუმცა მარტო აფხაზობა როდი კმაროდა აფხაზეთში, პლუს ამას აქტიური ბრძოლა ქართველებისა და ყოველივე ქართულის წინააღმდეგ და კარიერაც გარანტირებული იყო33.

15 ივლისის ამბებთან დაკავშირებით საკავშირო საინფორმაციო საშუალებანი მიკერძოებულად, არაობიექტურად აშუქებდნენ ფაქტებს, ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, ბრალს დებდნენ უდანაშაულო მსხვერპლთ, ხელს აფარებდნენ დამნაშავეებს და ამით ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ, ახალი ტრაგედიისაკენ უბიძგებდნენ მოსახლეობას34.

————————

1 ბ. ხორავა, დასახ. ნაშრომი, გვ. 86.

2 თ. გასვიანი, დასახ. ნაშრომი, გვ. 349.

3 იქვე, გვ. 354.

4 ი. კვესელავა, დასახ. ნაშრომი, გვ. 219.

5 ლ. თოიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 64-65.

6 ზ. გოგია, აფხაზეთი _ საქართველოს ეროვნული კრიზისი, ჟურნ. "პოლიტიკა", 1995, # 78, გვ. 3.

7 ი. კვესელავა, დასახ. ნაშრომი, გვ. 226.

8 გ. გასვიანი, აფხაზეთი ძველი და ახალი აფხაზები, თბ., 1998, გვ. 24.

9 სპა, ფ. 14, ანაწ. 30, საქ. 374, ფურც. 18.

10 იქვე, ფურც. 21-22.

11 იქვე, ფურც. 22.

12 იქვე, ფურც. 23.

13 სპა, ფ. 14, ანაწ. 30, საქ. 374, ფურც. 24.

14 იქვე, ფურც. 26.

15 იქვე, ანაწ. 32, საქ. 281ა, ფურც. 14, 15.

16 სპა, ფ. 14, ანაწ. 32, საქ. 281ა, ფურც. 16.

17 იქვე, ფურც. 17.

18 იქვე, ფურც. 13.

19 სუიცსა, ფ. 1165, ანაწ. 8, საქ. 1347, ფურც. 1.

20 იქვე, ფურც. 2.

21 იქვე, ფურც. 34.

22 სპა, ფ. 14, ანაწ. 35, საქ. 359, ფურც. 1.

23 ი. კვესელავა, დასახ. ნაშრომი, გვ. 227.

24 ი. კვესელავა, დასახ. ნაშრომი, გვ. 80.

25 ე. ხოშტარიაბროსე, დასახ. ნაშრომი, გვ. 156.

26 პოლიტიკა, 1993 #9, გვ. 6.

27 ა. სილაგაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 93.

28 თბილისი, 1989, 30 აპრილი.

29 იქვე.

30 ლიტერატურული საქართველო, 1989, 26 მაისი.

31 აფხაზეთის სისხლიანი ქრონიკები, თბ., 1993, გვ. 41.

32 ლიტერატურული საქართველო, 1990, 13 აპრილი.

33 აფხაზეთის სისხლიანი ქრონიკები, თბ., 1993, გვ. 164.

34 იქვე, გვ. 40-41.
(ავთანდილ სონღულაშვილი)

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента