ЭКОНОМИКА

დასავლეთ საქართველოს ფეოდალური სახელმწიფო (“აფხაზეთის სამეფო”) და ცნობები მის შესახებ გიორგი მერჩულეს ძეგლში (ნაწილი 1)

20.11.15 16:14




მე-8 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაწყებული, მე-8-10 საუკუნეთა მანძილზე, დასავლეთ საქართველოს, როგორც ცნობილია. ეწოდება "აფხაზეთი". ასე ეწოდება დასავლეთ საქართველოს, კერძოდ, გიორგი მერჩულის ძეგლშიაც.

აქ საჭიროა აღვნიშნოთ ამასთან, რომ ეს სახელწოდება "აფხაზეთი" შერჩა დასავლეთ საქართველოს უფრო გვიან ხანაშიც, მას შემდეგაც, რაც საქარველოს სამეფო-სამთავროები მე-10-11 საუკუნეთა საზღვარზე გაერთიანდნენ ერთი მთლიანი სახელმწიფოს სახით. ამ გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ სახელწოდებაში, როგორც ცნობილია, პირველად მოიხსენებოდა აფხაზეთი, რა სახელითაც იგულისხმებოდა მთელი დასავლეთი საქართველო.



მე-12-13 საუკუნეებში, როდესაც საქართველოს ფარგლებში გაერთიანდა მთელი კავკასია (და აგრეთვე შემოერთებულ იქნა კავკასიის მოსაზღვრე სანაპიროები ანატოლიასა და ირანისა), სრული ტიტულატურა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურთა, როგორც ცნობილია, შემდეგი იყო:

"მეფე აფხაზთა და ქართველთა (=ქართლელთა), რანთა და კახთა, სომეხთა, შარვანშა (=შარვან შაჰი) და შაჰანშა (=შაჰან შაჰი), და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა ფლობით მპყრობელი".

როდესაც ეს ტიტულატურა შემოკლებით იხმარებოდა, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს ეწოდებოდა "მეფე აფხაზთა", ხოლო საქართველოს სახელმწიფოს მთლიანად აღებულს ეწოდებოდა "აფხაზეთი", "ქუეყანა აფხაზეთისა". ასე მაგალითად, როგორც ქართულს, ისე უცხოურ წყაროებშიაც, დავით აღმაშენებელს და თამარ მეფეს ხშირად მიემართება ეს ტიტული – "მეფე აფხაზთა", ხოლო მე-12-13 საუკუნეთა საქართველოს, რომელიც მთელს კავკასიას მოიცავდა, ეწოდება "აფხაზეთი", "ქუეყანა აფხაზეთისა".

ამრიგად, "სახელწოდება "აფხაზეთი" გახდა სინონიმი ჯერ დასავლეთ საქართველოში, ხოლო საქართველოს გაერთიანების შემდეგ იგი იხმარებოდა როგორც სინონიმი მთლიანად საქართველოს სახელმწიფოსი. [114]

***

რა წარმოშობისაა ეს სახელწოდება "აფხაზეთი" ასეთი გაფართოებული მნიშვნელობით? ვინ იყვნენ თვით აფხაზნი, რომელთაც თავისი სახელწოდება გადასცეს ჯერ დასავლეთ საქართველოს, ხოლო შემდეგ მთელ საქართველოს სახელმწიფოს?

სახელწოდება "აფხაზეთი" – გაფართოებული მნიშვნელობით, როგორც ზოგადი სახელწოდება დასავლეთ საქართველოსი, პირველად შემოდის ხმარებაში, როგორც მოვიხსენეთ, მე-8 საუკუნის მეორე ნახევრიდან, რა დროსაც შეიქმნა დასავლეთ საქართველოს ფეოდალური სახელმწიფო – "აფხაზეთის სამეფო" ანუ "აფხაზთა სამეფო".

ქართულ ისტორიოგრაფიაში დასავლეთ საქართველოს – "აფხაზთა სამეფოს" – დაარსების გამო ის შეხედულებაა მიღებული, ვითომც ამ დროს, მე-8 საუკუნის მეორე ნახევარში, მოხდა დაპყრობა დასავლეთ საქართველოსი აფხაზების მიერ) რომლებიც, ამ შემცდარი შეხედულების თანახმად, არა-ქართველ ტომად არის მონათლული), და ვითომც ამის შემდეგ ორი მომდევნო საუკუნე (მე-9-10 საუკუნეები) – ეს არის ერთგვარად "აფხაზური ერა" დასავლეთ საქართველოს ისტორიაში.

ქართული ისტორიის მიღებულ სახელმძღვანელოში დასავლეთ საქართველოს – "აფხაზეთის სამეფოს" – დაარსების ისტორია ასეა განმარტებული; მოგვყავს სათანადო ამონაწერი:

"მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ამ დროისათვის (მე-8 საუკუნის მეორე ნახევრისთვის) დასავლეთ საქართველოშიაც. როგორც ვიცით, მე-6 საუკუნის დამდეგიდან აბაზგების (აფხაზების) სამთავრო ეგრისის სამეფოდან გამოყოფილი იყო და ბიზანტიის კეისარს ემორჩილებოდა უშუალოდ. ეს მთავრები შემდეგში კეისრებმა თავის ერისთავებად აქციეს აფხაზეთში. მე-8 საუკუნეში აფხაზეთი უკვე მჭიდროდ დასახლებული და მშვიდობიანობით მოსარგებლე ქვეყანა იყო.

"მე-8 საუკუნის დამლევს ბიზანტიაში დიდი შენაური შფოთი და არევ-დარევა ატყდა. ამით ისარგებლა აფხაზთა ერისთავმა ლეონ მეორემ, მოირთო ძალა ხაზართა მეფისაგან, რომლის ასულის შვილიც იგი იყო, და თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა. ამ დროს ძველი ეგრისის (დასავლეთ საქართველოს) სამეფო დაუძლურებული იყო. აფხაზთა ერისთავმაც ადვილად დაიპყრო ეგრისი და არგვეთი (დასავლეთ საქართველო ვიდრე ლიხის მთამდე).

"ლეონმა და მისმა მემკვიდრეებმა თავის სატახტო ქალაქად ქუთათისი, დღევანდელი ქუთაისი, აირჩიეს ... ამის შემდეგ აფხაზთა ერისთავმა "მეფის" წოდებულებაც მიიღო.

"დინასტიის მიხედვით დასავლეთ საქართველოს ამ ახალ სამთავროსაც "აფხაზთა სამეფო" ეწოდა. თვით მოსახლეობის შემადგენლობაში დიდი ცვლილებები არ მომხდარა. მე-9-10 საუკუნეებშიც დასავლეთ საქართველოს მოსახლოების უმრავლესობას ისევ საკუთრივ ქართველი ტომები – ქართები, მეგრელები და სვანები შეადგენდნენ"1.

————

1 იხ. საქართველოს ისტორია, 1, ს. ჯანაშიას რედაქციით, 1948 წ., გვ. 146-147.

[115]

ამრიგად, ამ შეხედულების თამახმად, აფხაზებს მე-8 საუკუნის დასასრულს ვითომც დაუპყრიათ დასავლეთ საქართველო – ვიდრე ლიხის მთამდე და დაუარსებიათ "აფხაზთა სამეფო".

ხოლო ვინ იყვნენ აფხაზები?

აფხაზები, წარმოდგენილი შემცდარი შეხედულებით, მიჩნეული არიან არაქართული მოდგმის ტომად. თუმცაღა მას შემდეგ, რაც აფხაზებმა ვითომც დაიპყრეს დასავლეთ საქართველო, მოსახლეობის შემადგენლობაში "დიდი ცვლილება" არ მომხდარაო და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ისევ საკუთრივ ქაართველი ტომები, – ქართები, მეგრელები და სვანები, – შეადგენენო, მაგრამ, სახელმძღვანელოს დასკვნის თანახმად, ივარაუდება, რომ ნაწილობრივი ცვლილება მაინც მომხდარა; ეს ნაწილობრივი ცვლილება ვითომც იმაში გამოიხატა, რომ ქართველი ტომების (ქართების, მეგრელებისა და სვანების) მიწა-წყალზე მოხდა გაფართოება აფხაზთა ტერიტორიისა ქართველთა ტომების ტერიტორიის ანგარიშზე.

***

ეს შეხედულებანი დასავლეთ საქართველოს – "აფხაზთა სამეფოს" – ისტორიის შესახებ, რაც მიღებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში, არ შეეფერება სინამდვილეს.

საისტორიო მასალების პრეცეზული ანალიზის შედეგად, როგორც ეს ქვემოთ ნათელი გახდება მკითხველისათვის, ირკვევა შემდეგი:

1. აფხაზეთის ტერიტორია იმ ეპოქაში, როდესაც დაარსდა "აფხაზთა სამეფო". ე.ი. მე-8 საუკუნეში, დასახლებული იყო ქართველი ტომებით, და ეს არა მარტო ამ დროს, მე-8 საუკუნეში, არამედ საერთოდ მთელი ძველი ისტორიის მანძილზე, ანტიკურ ხანაში და საშუალო საუკუნეებში. აფხაზები და აფხაზეთში მოსახლე სხვა ტომები იყვნენ, ქართული წარმოშობისა, ქართულის დიალექტზე მოლაპარაკე, როგორც დასავლეთ საქართველოს დანარჩენი ქართველი ტომები – ქართები, მეგრელები და სვანები.

2. გარდა იმისა, რომ აფხაზები იყვნენ წარმოშობითა და ენით, თვით ისტორიული ვითარება აფხაზეთის სამეფოს დაარსებისა არაა სწორედ გაშუქებული ქართულ ისტორიოგრაფიაში. სინამდვილეში არავითარი დაპყრობა დასავლეთ საქართველოსი აფხაზების (ე.ი. აფხაზეთში მოსახლე ქართველი ტომის) მიერ არ მომხდარა, არამედ მოხდა აფხაზეთის ერისთავის მოთავეობით განთავისუფლება როგორც აფხაზეთისა, ისე დასავლეთ საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებისა ბიზანტიის იმპერიის ბატონობისაგან.

ძირითადს ისტორიულ პირველწყაროში – "მატიანე ქართლისაი"-ს ძეგლში – პირდაპირ აღნიშნულია, რომ აფხაზთა ერისთავი "გაადგა ბერძენთა (ბიზანტიელთა), დაიპყრა აფხაზეთი და ეგრისი ვიდრე ლიხამდე" (იხ. ქართლის ცხოვრება, ანასეული ნუსხა, გვ. 161), ე.ი. აფხაზთა ერისთავმა აფხაზეთიდან კი არ დაიპყრა ეგრისი, არამედ ორივე მხარე, აფხაზეთიც, და ეგრისიც ვიდრე ლიხის მთამდე, დაიპყრა ბიზანტიელთაგან, განათავისუფლა ბიზანტიელთა ბატონობისაგან.

აქ ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ ერთ ფაქტს, ხოლო ისტორიული ვითარება მთლიანის სახით აღდგენილი გვაქვს ქვემოთ. [116]

3. ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით აქ საჭიროა ხაზი გავუსვათ აგრეთვე იმ გარემოებასაც, რომ სწორედ მას შემდეგ, რაც დასავლეთი საქართველო, აფხაზეთთან ერთად, აფხაზეთის დინასტიის მოთავეობით, განთავისუფლდა ბიზანტიის ბატონობისაგან, და შეიქმნა დასავლეთ-საქართველოს – "აფხაზეთის სამეფო", სწორედ ამ დროიდან იწყება მკვეთრი, წმინდა ქართული სახელმწიფოებრივი პოლიტიკის გატარება დასავლეთ საქართველოში, ბერძნული ენა, რომელიც ბიზანტიის ხანგრძლივი ბატონობის შედეგად გაბატონებული იყო დასავლეთ საქართველოში როგორც მთავარი სახელმწიფო ენა, განდევნილ იქნა სწორედ აფხაზთა დინასტიის მიერ და ბერძნულის ადგილი მთლიანად ქართულმა დაიჭირა. ბერძნული ენა განდევნილ იქნა ეკლესიიდანაც და მის მაგიერ ქართული იქნა შემოღებული. დასავლეთ საქართველოს ეკლესია, რომელიც მანამდე იერარქიულად დაკავშირებული იყო კონსტანტინეპოლის პატრიარქთან, ჩამოშორდა კონსტანტინეპოლს და დაუკავშირდა ქართლის (იბერიის) საკათალიკოზოს.

ამრიგად, ხანა "აფხაზთა სამეფოსი" – ეს არის ეპოქა ქართული სახელმწიფოებრივი პოლიტიკის სრული და საბოლოო გამარჯვებისა დასავლეთ საქართველოში.

რასაკვირველია, ყოველივე ეს უცნაური და გაუგებარი იქნებოდა, თუ ჩვენ დავუშვებდით, რომ დასავლეთ საქართველოს "აფხაზთა სამეფო" ვოთომც შეიქმნა დასავლეთ საქართველოს დაპყრობის შედეგად უცხო, არა-ქართველი ტომის მიერ. მაგრამ, როგორც მოვიხსენეთ, არაფერი ამის მსგავსი სინამდვილეში არ მომხდარა; დასავლეთ საქართველოს ქართული სახელმწიფო შექმნილია ქართველი ტომების მიერ, და ერთ-ერთი ამ ტომთა შორის არის ქართველი ტომი აფხაზები.

***

შეხედულებანი, რომლებიც მიღებულია აფხაზთა ტომის ვინაობის შესახებ და დასავლეთ საქართველოს – "აფხაზთა სამეფოს" – დაარსების ისტორიული ვითარების შესახებ იმდენად დაცილებულია სინამდვილეს, იმდენად შემცდარად წარმოგვიდგენს არა თუ ერთ კერძოობითს საკითხს, არამედ მთელ პერიოდს ქართველი ხალხის ისტორიაში, რომ ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია დაწვრილებით შევჩერდეთ ამ საგანზე, რათა საკითხში სრული სინათლე იქნეს შეტანილი. ჩვენ აქ სპეციალურ მიმოხილვას მივუძღვნით საკითხებს:

ა) როგორი იყო აფხაზეთის მხარეთა მოსახლეობის ეთნოგრაფიული შემადგენლობა ანტიკურ ხანასა და საშუალო საუკუნეებში, ვინ იყვნენ აფხაზები და აფხაზეთის მკვიდრი სხვა ტომები;

ბ) რა ისტორიულ ვითარებაში მოხდა დასავლეთ საქართველოს – "აფხაზეთის სამეფოს" – დაარსება.

ამ საკითხთა განხილვის შემდეგ ჩვენ შევეხებით ცნობებს, რომელთაც შიეცავს გიორგი მერჩულის ძეგლი "აფხაზეთის სამეფოს შესახებ. [117]
(პავლე ინგოროყვა)

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента