ЭКОНОМИКА

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რუსეთთან დიალოგის ფორმატის გადახედვა ან გაფართოება არ იგეგმება

20.11.15 16:33




პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რუსეთთან დიალოგის ფორმატის გადახედვა ან გაფართოება არ იგეგმება.



ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადების კომენტირებისას და იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, იგეგმება თუ არა აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება.
"ამ ეტაპზე არ იგეგმება არავითარი ფორმატის გაფართოება. ის ფორმატი, რაც ჩვენ გვაქვს, დარჩება. მეორე ფორმატი არის ჟენევის დისკუსიები. ასე, რომ არ ვაპირებთ ამ ეტაპზე რაიმე ფორმატის გადახედვას ან გაფართოებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური მიმართულებით რუსეთთან მძიმე ურთიერთობა გვაქვს და საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. მისი თქმით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი ამ მიმართულებით სამუშაოდ შეიძლება არ გამოდგეს და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოვიფიქროთ სხვა რაიმე ფორმატი, იმისთვის რომ პოლიტიკური მიმართულებით ურთიერთობების დალაგება მოვახერხოთ. კალაძის ინფორმაციით, ახალი ფორმატის შექმნაზე საუბარი სახელისუფლებო გუნდში აუცილებლად იქნება.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента