ЭКОНОМИКА

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთის ომი დაიწყო

20.11.15 16:47




1992 წლის 14 აგვისტოს, დილის შვიდ საათზე, საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. ოფიციალური ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმირებული იყო აფხაზეთის ხელმძღვანელობა და ეს ოპერაცია კომუნიკაციების დაცვას ითვალისწინებდა.

ქართულ არმიას აფხაზეთის ეროვნულმა არმიამ ცეცხლი გაუხსნა. ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მომხდარ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა.
ომი, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა, სოხუმის დაცემით დამთავრდა. კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20.000-დან 30.000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250.000-ზე მეტი ადამიანი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა. კონფლიქტის განმავლობაში ორივე მხარის მიერ ჩადენილი იქნა უამრავი სამხედრო დანაშაული, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. მოკლული იქნა 2.500-დან 4.000-მდე აფხაზი, 20.000 აფხაზი კი ლტოლვილად იქცა.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента